Thumbnail

ნახეთ: General Motors-მა ახალი მფრინავი და ავტონომიური მანქანები წარადგინა

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

ამერიკულმა კომპანიამ General Motors სამომხმარებლო ელექტროტექნიკის მწარმოებელთა ასოციაციის ეგიდით ახლახან გამართულ ონლაინ ღონისძიებაზე "კადილაკის" მარკის ფუტურისტული მანქანების დიზაინი წარადგინა. მათგან ერთ-ერთი სრულად ავტონომიური მართვის ფუნქციით სარგებლობს, მეორე კი ვერტიკალური აფრენისა და დაშვების სისტემით აღჭურვილი ელექტრომობილია.

ნახეთ: General Motors-მა Hummer-ის მარკის ელექტრომობილი წარადგინა

მფრინავი "კადილაკი", რომელიც მხოლოდ ერთ მგზავრს იტევს, 90 კილოვატი სიმძლავრის ელემენტითაა აღჭურვილი და საათში 90 კილომეტრი სიჩქარით მოძრაობს. მისი ელექტროძრავა ენერგიას ავტომობილზე დამონტაჟებულ ოთხ როტორს აწვდის, რომლებიც მის ვერტიკალურ აფრენასა და დაშვებას უზრუნველყოფენ. რაც შეეხება მის დიზაინს, ის ამჟამად შექმნის პროცესში მყოფი სხვა მსგავსი მოდელების შედარებით დახვეწილი და მდიდრული ვარიანტია.

General Motors-ის მიერ წარდგენილი ფუტურისტული მანქანები

ფოტო: GM

General Motors-ის მიერ წარდგენილი ფუტურისტული მანქანები

ფოტო: GM

General Motors-ის მიერ წარდგენილი ფუტურისტული მანქანები

ფოტო: GM

General Motors-ის მიერ წარდგენილი ფუტურისტული მანქანები

ფოტო: GM

General Motors-ის მიერ წარდგენილი ფუტურისტული მანქანები

ფოტო: GM

General Motors-ის მიერ წარდგენილი ფუტურისტული მანქანები

ფოტო: GM

General Motors-ის მიერ წარდგენილი ავტონომიური მანქანა ბორბლებიან კაფსულას ჰგავს, რომლითაც ოჯახის წევრებს ან მეგობრებს ერთად მგზავრობა შეუძლიათ. მასში ტყავის კომფორტული სავარძლებია განთავსებული, ძირი ხის მსგავსი მასალითაა დაფარული, ჭერი კი გამჭვირვალე მინისგანაა დამზადებული. ავტომობილში ასევე გზის მაჩვენებელ და დასაკეც ეკრანებს, კამერასა და ბიომეტრიულ სენსორებს ვხვდებით, რომლებიც მგზავრების სასიცოცხლო მაჩვენებლებს აკვირდებიან და მიღებული მონაცემების გათვალისწინებით სალონში არსებულ ტემპერატურას, ტენიანობასა და განათებას არეგულირებენ. ამ ფუნქციების კონტროლი, როგორც ხმოვანი ბრძანებებით, ასევე ხელითაა შესაძლებელი.

ნახეთ: იაპონელები 2023 წლიდან მფრინავი მანქანებით ისარგებლებენ

აღსანიშნავია, რომ "კადილაკის" ორივე მოდელი კომპანიის საიმიჯო პორტფოლიოს ნაწილია. General Motors-ის წარმომადგენლებს მათი გამოშვების თარიღი ან სხვა ინფორმაცია არ გაუსაჯაროებიათ, თუმცა გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ეს უფრო მომავლის იდეებია და არა ბაზრისთვის განკუთვნილი პროდუქტი.

კომენტარები

ბოლო ამბები