Thumbnail

ნახეთ: კომპანია LG დასახვევ სმარტფონს გამოუშვებს

იზა გვარამაძე პროფილის ფოტო
იზა გვარამაძე

სამხრეთკორეული კომპანია LG დასახვევი სმარტფონის გამოშვებას გეგმავს. ინოვაციური მოწყობილობის ამსახველი ვიდეომასალა სამომხმარებლო ელექტროტექნიკის მწარმოებელთა ასოციაციის ეგიდით გამართულ გამოფენაზე (CES) გავრცელდა. კომპანიის წარმომადგენელთა განცხადებით, ახალი მოდელი, რომელსაც LG Rollable უწოდეს, 2021 წლის ბოლოსთვის იქნება ხელმისაწვდომი. წინასწარი ინფორმაციით, მის შეძენას მსურველები 2,360 აშშ დოლარად შეძლებენ.

ნახეთ: კომპანიამ LG დასახვევი ტელევიზორების გაყიდვა დაიწყო

LG ინოვაციური სმარტფონისთვის მოქნილი OLED ეკრანის დასამზადებლად ჩინეთში დაფუძნებულ ელექტროტექნიკის მწარმოებელ კომპანიასთან BOE Technology Group თანამშრომლობს, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, რა სახის ტექნოლოგიას იყენებენ ისინი დახვევის უნარის მქონე დისპლეის შესაქმნელად. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მობილური მოწყობილობის ეკრანის ზომა გაშლილ მდგომარეობაში 7,4 დუიმი, დამატებითი მონაკვეთის ჩაკეცვის შემთხვევაში კი 6,8 დუიმი იქნება.

დასახვევი სმარტფონი LG Rollable. 

რაც შეეხება სმარტფონის მახასიათებლებს, წინასწარი მონაცემებით, LG Rollable ამერიკული კომპანია Qualcomm-ის ახალი უმძლავრესი პროცესორით Snapdragon 888 იქნება აღჭურვილი. მოდელის შიდა მეხსიერება 16GB-ს, მისი ელემენტის ტევადობა კი 4,200mAh შეადგენს. სავარაუდოდ, მობილური მოწყობილობის წინა კამერა ეკრანის მიღმა იქნება განლაგებული.

Polaroid-ის ახალი პრინტერი სმარტფონით გადაღებულ ფოტოებს სტიკერებად აქცევს

LG-ის მსგავსად, დასახვევი სმარტფონის გამოშვებას ჩინური ტექნოლოგიური კომპანია TCL გეგმავს, რომელმაც წლევანდელ გამოფენაზე საკუთარი მოწყობილობის დიზაინი წარადგინა. ამ მოდელის 6,7-დუიმიანი ეკრანი სპეციალურ ღილაკზე თითის დაჭერის შემდეგ 7,8 დუიმამდე გაიზრდება. ამის გარდა, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მსგავსი პროდუქტის მომხმარებლებისთვის შეთავაზებას უახლოეს მომავალში კიდევ ერთი ჩინური კომპანია Oppo აპირებს.

კომენტარები

ბოლო ამბები