Thumbnail

ნახეთ: კარიბის ზღვაში მოტივტივე ქალაქში ბინების გაყიდვა დაიწყო

იზა გვარამაძე პროფილის ფოტო
იზა გვარამაძე

მსოფლიოში პირველ წყალზე მოტივტივე ქალაქში, რომელიც კარიბის ზღვაში პროექტის Blue Estate ფარგლებში აშენდება, ბინების გაყიდვა უკვე დაიწყო. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სტუდიოს ტიპის ბიუჯეტური აპარტამენტების შეძენას მსურველები 25 ათასი აშშ დოლარიდან შეძლებენ, ფეშენებელური ვილები კი დაახლოებით 1,5 მილიარდი აშშ დოლარი ღირს. ფუტურისტული ქალაქის მშენებლობა 2022 წლიდან დაიწყება, მისი დასრულება კი 2025 წლისთვისაა დაგეგმილი, თუმცა ცალკეული ნაგებობები მესაკუთრეებს უკვე 2023 წელს ჩაბარდება.

ნახეთ: Apple-ის წყალზე მოტივტივე მაღაზია სინგაპურში

ხელოვნური კუნძული, რომელიც უმაღლესი ხარისხის ბეტონის ფილებისგან აიწყობა, სიგრძეში ერთნახევარი, სიგანეში კი ერთი კილომეტრი იქნება. პროექტის ავტორების განცხადებით, წყალზე მოტივტივე ქალაქს 15 ათასზე მეტი მუდმივი მაცხოვრებელი ეყოლება. მათივე თქმით, აღნიშნულ ტერიტორიაზე არაერთი ბიზნესი, ყველაზე თანამედროვე სამედიცინო კლინიკა და საერთაშორისო სკოლა განთავსდება. ცნობილია, რომ კუნძული აშშ-ის ფლორიდის შტატის ქალაქ მაიამის სანაპიროსა და ბაჰამის კუნძულებს შორის იმოძრავებს. გამოთვლების მიხედვით, მისი ძირითადი ადგილმდებარეობის გათვალისწინებით, მაცხოვრებლები მზიანი ამინდით ტკბობას წელიწადში დაახლოებით 340 დღის განმავლობაში შეძლებენ.

კარიბის ზღვაში მოტივტივე ქალაქი

ფოტო: The Blue Estate

კარიბის ზღვაში მოტივტივე ქალაქი

ფოტო: The Blue Estate

კარიბის ზღვაში მოტივტივე ქალაქი

ფოტო: The Blue Estate

კარიბის ზღვაში მოტივტივე ქალაქი

ფოტო: The Blue Estate

კარიბის ზღვაში მოტივტივე ქალაქი

ფოტო: The Blue Estate

კარიბის ზღვაში მოტივტივე ქალაქი

ფოტო: The Blue Estate

კარიბის ზღვაში მოტივტივე ქალაქი

ფოტო: The Blue Estate

კარიბის ზღვაში მოტივტივე ქალაქი

ფოტო: The Blue Estate

კარიბის ზღვაში მოტივტივე ქალაქი

ფოტო: The Blue Estate

კარიბის ზღვაში მოტივტივე ქალაქი

ფოტო: The Blue Estate

სპეციალისტების განცხადებით, წყალზე მოტივტივე ქალაქი თავისი ზომებიდან გამომდინარე ძლიერი რყევებისგან დაზღვეული იქნება. უმნიშვნელო მოძრაობის დაფიქსირებას კი კუნძულზე მყოფი ადამიანები ვერ შეძლებენ. ოკეანეში წარმოქმნილი დიდი ტალღებისგან დასაცავად ქალაქის გარშემო დაახლოებით 50 მეტრი სიმაღლის კედლები აშენდება. შტორმისა თუ ქარიშხლის შემთხვევაში ავტომატური ჟალუზები ამოქმედდება, ბუნებრივი კატასტროფებისგან თავის დასაღწევად კი კუნძულის უსაფრთხო ადგილზე გაყვანა იქნება შესაძლებელი.

► ნახეთ: ამ იტალიურ ქალაქში სახლის ყიდვას 1 ევროდ შეძლებთ

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ნახშირორჟანგის გამონაბოლქვის შემცირების მიზნით ქალაქში ენერგიას განახლებადი წყაროებიდან გამოიმუშავებენ. ამის გარდა, კარიბის ზღვაში მოტივტივე ხელოვნური კუნძული ბიზნესის ხელშეწყობის მხრივაც იქნება გამორჩეული, რაც მინიმალური რეგულაციების დაწესებასა და იქ მომუშავე კომპანიების გადასახადებისგან გათავისუფლებას ითვალისწინებს.

კომენტარები

ბოლო ამბები