Thumbnail

Tesla ეძებს თანამშრომელს, რომელიც ილონ მასკს სოციალურ მედიაში დაიცავს

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

სამხრეთაფრიკული წარმოშობის მილიარდერისა და მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის, ილონ მასკის მიერ დაფუძნებულმა ელექტრომობილების მწარმოებელმა კომპანიამ Tesla მომხმარებლებთან ურთიერთობის სპეციალისტის ვაკანსია გამოაცხადა. ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ახალი თანამშრომელი დისტანციურად იმუშავებს და სოციალურ მედიაში აღმსასრულებელი დირექტორის მისამართით დაწერილ პოსტებზე პასუხის გაცემა დაევალება.

2020 წლის მე-3 კვარტალში Tesla-მ რეკორდული რაოდენობის ელექტრომობილი გამოუშვა

"Tesla-ს მომხმარებლებთან ურთიერთობის სპეციალისტის ამოცანა წარმოქმნილი პრობლემების სხვადასხვა საკომუნიკაციო არხის მეშვეობით გადაჭრა და სოციალურ მედიაში ილონ მასკის მისამართით გაჟღერებულ პრეტენზიებთან გამკლავებაა, რისთვისაც ის კრიტიკულ აზროვნებას საჭიროებს", - ნათქვამია ვაკანსიის აღწერაში.

Tesla-ს თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, ილონ მასკი. ფოტო: Getty Images

2020 წლის ოქტომბერში ილონ მასკმა გააუქმა Tesla-ს პიარ დეპარტამენტი, რომელსაც საზოგადოებასა და მედიასთან ურთიერთობა ევალებოდა, რის შემდეგაც ეს ფუნქცია თავად შეითავსა და ტვიტერის საშუალებით კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებული სიახლეების გავრცელება თუ მომხმარებლებთან აქტიური კომუნიკაცია დაიწყო. მას ახლა 42,6 მილიონი გამომწერი ჰყავს, რომელთა შორის უკმაყოფილო კლიენტები და მილიარდერის მგზნებარე მოწინააღმდეგეებიც არიან.

ილონ მასკი Tesla-ს ქარხანაში საცეკვაო სივრცის მოწყობას გეგმავს

ჯერჯერობით უცნობია, გადაულოცავს თუ არა ბიზნესმენი ახალ თანამშრომელს ამ საქმიანობას და კონკრეტულად რომელი გვერდიდან უპასუხებს მომხმარებლებთან ურთიერთობის სპეციალისტი სოციალურ მედიაში დასმულ კითხვებს. აღსანიშნავია, რომ Tesla პირველი კომპანია არაა, რომელმაც მსგავს პოზიციაზე ვაკანსია გამოაცხადა. ამგვარი ნაბიჯი მცირე ხნის წინ FedEx-მა და Amazon-მაც გადადგეს.

კომენტარები

ბოლო ამბები