Thumbnail

ნახეთ: Mercedes-Benz-მა მაღალი გამავლობის ელექტრომობილი EQA 250 წარადგინა

იზა გვარამაძე პროფილის ფოტო
იზა გვარამაძე

გერმანულმა ავტომწარმოებელმა კომპანიამ Mercedes-Benz ახალი, მაღალი გამავლობის ელექტრომობილი EQA 250 წარადგინა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მანქანის გაყიდვა მიმდინარე წლის ბოლოდან, თავდაპირველად ევროპის ქვეყნებში დაიწყება. საბაზისო მოდელის შეძენას მსურველები დაახლოებით 50 ათას აშშ დოლარად შეძლებენ.

► ნახეთ: 1957 წლის Mercedes-Benz აუქციონზე 1 მილიონზე მეტ აშშ დოლარად გაიყიდა

"მერსედესის" ახალი ავტომობილი წინა წამყვანი თვლებითაა აღჭურვილი და 140 kW სიმძლავრის ელექტროძრავა აქვს, რომელსაც 188 ცხენის ძალის გამომუშავება შეუძლია. მანქანა 100 კმ/სთ სიჩქარეს 8,9 წამში ავითარებს, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 160 კმ/სთ-ს შეადგენს. 66,5 კვტ/სთ ტევადობის ელემენტის ერთი დამუხტვით, რისთვისაც თითქმის 6 საათია საჭირო, ელექტრომობილი დაახლოებით 480 კილომეტრს ფარავს. კომპანიის წარმომადგენელთა განცხადებით, ისინი მომავალში EQA-ს სპორტული ვერსიის გამოშვებასაც გეგმავენ, რომელსაც ოთხი წამყვანი თვალი ექნება, მისი ძრავა კი 268 ცხენის ძალის გამომუშავებას შეძლებს.

Mercedes-Benz-ის ახალი ელექტრომობილი EQA 250

ფოტო: Mercedes-Benz

Mercedes-Benz-ის ახალი ელექტრომობილი EQA 250

ფოტო: Mercedes-Benz

Mercedes-Benz-ის ახალი ელექტრომობილი EQA 250

ფოტო: Mercedes-Benz

Mercedes-Benz-ის ახალი ელექტრომობილი EQA 250

ფოტო: Mercedes-Benz

Mercedes-Benz-ის ახალი ელექტრომობილი EQA 250

ფოტო: Mercedes-Benz

Mercedes-Benz-ის ახალი ელექტრომობილი EQA 250

ფოტო: Mercedes-Benz

Mercedes-Benz-ის ახალი ელექტრომობილი EQA 250

ფოტო: Mercedes-Benz

ელექტრომობილის სალონში ტყავის სავარძლებია განთავსებული, მისი ინტერიერი კი ლურჯი ფერის დეტალებითაა გაფორმებული. მანქანის წინა დაფის ზედა მარცხენა ნაწილში ეკრანია განლაგებული, რომელიც მართვის პანელის ფუნქციის მქონე 7-დუიმიან ან, მომხმარებელთა სურვილის შემთხვევაში, 10,25-დუიმიან მონიტორსა და 7-დუიმიან ან 10,25-დუიმიან დისპლეის აერთიანებს. Mercedes-Benz EQA 250-ის სიგრძე დაახლოებით 4,4 მეტრია, სიგანე - 1,8 მეტრი, სიმაღლე კი 1,6 მეტრი.

► ნახეთ: Mercedes-ის ახალ მოდელს გვერდულად გადაადგილება შეუძლია

აღსანიშნავია, რომ კომპანიამ საკუთარი ელექტრომობილის დიზაინი ჯერ კიდევ 2017 წელს, ქალაქ ფრანკფურტში გამართულ საავტომობილო გამოფენაზე წარადგინა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, EQA 250-ის წარმოება გერმანიასა და ჩინეთში მდებარე ქარხნებში დაიწყება. აღსანიშნავია, რომ Mercedes-Benz მომავალი წლისთვის EQ სერიის სედანისა და მაღალი გამავლობის ელექტრომობილის ექვსი ახალი მოდელის გამოშვებას გეგმავს.

კომენტარები

ბოლო ამბები