Thumbnail

ნახეთ: მალე პირველი ხელოვანი რობოტის ავტოპორტრეტების გამოფენა მოეწყობა

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უახლოეს მომავალში პირველი ხელოვანი ჰუმანოიდი რობოტის, Ai-Da-ს მიერ შექმნილი ავტოპორტრეტების სერიების გამოფენა მოეწყობა. როგორც ცნობილია, მის მიერ შესრულებული ნამუშევრების დათვალიერებას მსურველები ლონდონში მდებარე დიზაინის მუზეუმში მიმდინარე წლის მაისიდან ივნისამდე პერიოდში შეძლებენ, თუმცა არ გამორიცხავენ, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებულმა შეზღუდვებმა აღნიშნული ვადების გადაწევა განაპირობოს.

კომპანია Hanson Robotics "სოფიას" მსგავსი რობოტების მასობრივ წარმოებას გეგმავს

ადამიანის მსგავსი რობოტი Ai-Da თავის გარშემო არსებულ სამყაროს თვალებში ჩამონტაჟებული კამერების დახმარებით აღიქვამს. ამგვარად "ხედავს" ის სარკეში გამოსახულ საკუთარ ანარეკლსაც, რომელსაც შემდგომ ხელოვნური ინტელექტისა და კომპიუტერული პროგრამების მეშვეობით გადაამუშავებს. მიღებულ მონაცემებს ის სპეციალური ალგორითმების გამოყენებით კოორდინატებად აქცევს, რომელთა საშუალებითაც ფურცელზე გამოსახულების მონახაზი გადააქვს. სწორედ ამ ინოვაციური ტექნოლოგიის წყალობით ქმნის ნახატებს და მათ შორის ავტოპორტრეტებს ულტრარეალისტური ჰუმანოიდი რობოტი.

ხელოვანი რობოტი Ai-Da

ფოტო: Getty Images

ხელოვანი რობოტი Ai-Da

ფოტო: Getty Images

ხელოვანი რობოტი Ai-Da

ფოტო: Getty Images

Ai-Da საზოგადოებამ პირველად 2019 წელს იხილა. მას სახელი მე-19 საუკუნეში მცხოვრები მათემატიკოსისა და მწერლის, ადა ლავლეისის პატივსაცემად უწოდეს, რომელსაც პირველი გამომთვლელი მანქანისა და კომპიუტერული პროგრამების შექმნაში დიდი წვლილი მიუძღვის. რობოტის დიზაინი ბრიტანულ კომპანიას Engineere Arts ეკუთვნის. მისთვის ალგორითმების შემუშავებაზე ოქსფორდის უნივერსიტეტში მოღვაწე მეცნიერებმა იზრუნეს, ხელები კი, რომლითაც Ai-Da ხატავს, ლიდსის უნივერსიტეტში მომუშავე ინჟინრებმა შექმნეს.

10 გამორჩეული ჰუმანოიდი რობოტი

აღსანიშნავია, რომ ეს Ai-Da-სთვის პირველი გამოფენა არ იქნება. მისი არტისტული დებიუტი ჯერ კიდევ 2 წლის წინ შედგა, როცა ხელოვანი რობოტის ნახატები, ქანდაკებები და ვიდეო არტის მიმართულებით შესრულებული ნამუშევრები დამთვალიერებლებმა ამერიკის შეერთებულ შტატებში მდებარე ბარნის გალერეაში იხილეს.

კომენტარები

ბოლო ამბები