Thumbnail

ქვიზი: ისტორიები ცნობილ მეცნიერებზე - მითია თუ სინამდვილე?

ლევან გოგუაძე პროფილის ფოტო
ლევან გოგუაძე

დიმიტრი მენდელეევმა ქიმიური ელემენტების პერიოდული სისტემა სიზმარში ნახა, ალბერტ აინშტაინი სკოლაში ტექნიკურ საგნებს ცუდად სწავლობდა, გალილეო გალილეი მზეზე დაკვირვებამ დააბრმავა, ალექსანდერ გრეიამ ბელი ყრუ იყო, მარია კიურის ნეშტი კი დღემდე რადიოაქტიურია - ეპოქალური მეცნიერების შესახებ გავრცელებული ამ ისტორიების ნაწილი სრული სიმართლეა, ნაწილი კი მითი.

► ნახე სხვა ქვიზები

ჩვენი ქვიზი სწორედ ცნობილ მეცნიერებთან დაკავშირებულ ლეგენდებს ეძღვნება. ინსტრუქცია მარტივია, ყურადღებით წაიკითხეთ 12 შეკითხვა და გამოიცანით, მითია თუ სინამდვილე მათში მოთხრობილი ამბები.

დიახ
არა
სწორია!
რუსი ქიმიკოსი და გამომგონებელი, დიმიტრი მენდელეევი პერიოდული სისტემის შექმნაზე წლების განმავლობაში მუშაობდა, მისთვის საბოლოო ფორმის მიცემაში კი, თავად მეცნიერის თქმით, 1869 წელს დამღლელი სამუშაო დღის შემდეგ საკუთარ კაბინეტში ნანახი სიზმარი დაეხმარა, რომელშიც ცოტა ხნით ჩაძინებულმა ცხრილში სწორად განლაგებული ქიმიური ელემენტები იხილა. თუმცა, მას შემდეგ, რაც საზოგადოების ნაწილმა მიიჩნია, რომ ეს უდიდესი აღმოჩენა ერთჯერადი ხილვის საფუძველზე გაკეთდა, განაწყენებულმა მენდელეევმა ჟურნალისტებთან საუბრისას არაერთგზის აღნიშნა, რომ მან სასურველ მიზანს არა უეცრად, არამედ დაახლოებით ორდეკადიანი კვლევის შედეგად მიაღწია.
არასწორია!

შვედი ქიმიკოსისა და ინჟინრის, ალფრედ ნობელის გარდაცვალების შემდეგ, ანდერძის თანხმად, მისი ფინანსების უდიდესი ნაწილი იმ ორგანიზაციის ჩამოყალიბებას მოხმარდა, რომელიც სხვადასხვა სფეროში მოღვაწე პიროვნებებს კაცობრიობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ყოველწლიურ პრემიას გადასცემდა. მას შემდეგ, რაც 1901 წელს დაჯილდოების პირველ ცერემონიაზე ცნობილი გახდა, რომ ფილანტროპის სურვილისამებრ, პრემია ქიმიის, ფიზიკის, ფიზიოლოგიის ან მედიცინის, ლიტერატურისა და მშვიდობის დარგებში გაიცემოდა, მათემატიკაში კი არა, გავრცელდა ჭორი, თითქოს ნობელმა მათემატიკოსები იმიტომ დასაჯა, რომ ცოლმა ის ერთ-ერთ მათგანის გამო მიატოვა. იმის მიუხედავად, რომ ლეგენდარული მეცნიერი სინამდვილეში დაოჯახებული არასდროს ყოფილა, ამ მითის დღემდე უამრავ ადამიანს სჯერა.

მე-20 საუკუნეში მოღვაწე ინგლისელმა მათემატიკოსმა, ლოგიკოსმა, კრიპტოანალიტიკოსმა, კომპიუტერული მეცნიერებებისა და ხელოვნური ინტელექტის კვლევების ერთ-ერთმა სულისჩამდგმელმა, ალან ტიურინგმა მე-2 მსოფლიო ომის დროს ნაცისტების წყალქვეშა ნავების შიფროგრამების გატეხვასა და მილიონობით ადამიანის გადარჩენაში გადამწყვეტი როლი ითამაშა. ოჯახის წევრებისა და ნაცნობების თქმით, ბლეთჩლის პარკში მდებარე დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო კრიპტოანალიტიკურ ცენტრში მუშაობისას ლეგენდარული მეცნიერი ველოსოსიპედზე შემომჯდარი, სახეზე გაზსაწინააღმდეგო ნიღბით გადაადგილდებოდა, რომ თავი ზაფხულის სეზონური ალერგიებისგან დაეცვა.

მე-20 საუკუნის ერთ-ერთ უდიდეს მეცნიერს, ფიზიკოსსა და ფარდობითობის სპეციალური თეორიის ავტორს, ალბერტ აინშტაინს მოსწავლეობისას სკოლაში დამკვიდრებული ავტორიტარული საგანმანათლებლო სისტემა ძალიან აღიზიანებდა, რის გამოც შინაგანაწესის დაცვასთან დაკავშირებით პრობლემები მართლაც საკმაოდ ხშირად ექმნებოდა. ცნობილია, რომ ის არცთუ დიდ ინტერესს ავლენდა ჰუმანიტარული დისციპლინების შესწავლის მიმართაც, თუმცა მისი დღიურიდან ირკვევა, რომ ტექნიკურ საგნებს ალბერტი ყოველთვის კარგად სწავლობდა.

სერბული წარმოშობის ამერიკელმა ფიზიკოსმა და გამომგონებელმა, ნიკოლა ტესლამ ამ მითის არსებობას 1935 წელს თავის 79-ე დაბადების დღეზე თავადვე ჩაუყარა საფუძველი. მისი მონათხრობის თანახმად, მან მანჰეტენზე განთავსებულ ლაბორატორიაში ახლად შექმნილი რხევათა გენერატორის გამოცდისას მცირე მიწისძვრა გამოიწვია, თუმცა მას შემდეგ, რაც მეზობლებმა პოლიცია გამოიძახეს, თავად კი ექსპერიმენტის გაგრძელება სახიფათოდ მოეჩვენა, დანადგარი უროთი გაანადგურა. მისივე მტკიცებით, საზარელი ხელსაწყო, რომლის ტარებაც ადამიანს ჯიბით შეეძლო, ემფაირ სთეით ბილდინგსაც კი უმარტივესად გაანადგურებდა.

პოლონური წარმოშობის ფრანგი ქიმიკოსი და ფიზიკოსი, მარია კიური ნობელის პრემიის ლაურეატი პირველი მეცნიერი ქალია. მან ქმართან, პიერ კიურისთან ერთად 1898 წელს ორი რადიოაქტიური ელემენტი, პოლონიუმი და რადიუმი აღმოაჩინა. ვინაიდან, იმ დროისთვის რადიაციის მავნებლობის შესახებ ცნობილი არ იყო, ექსპერიმენტების ჩატარებისას მარია სპეციალურ აღჭურვილობას არ იცვამდა და ზოგჯერ იზოტოპები ჯიბითაც დაჰქონდა. სავარაუდოდ, სწორედ ეს იქცა მისი აპლასტიკური ანემიით დაავადების ერთ-ერთ მიზეზად. კიური 1934 წელს 66 წლის ასაკში გარდაიცვალა, მისი პირადი ნივთები და პარიზის პანთეონში განთავსებული ნეშტი კი დღემდე რადიოაქტიურია, ამიტომ ეს უკანასკნელი ტყვიის აკლდამაშია მოთავსებული.

ლეგენდარულმა ამერიკელმა ბიზნესმენმა და გამომგონებელმა, თომას ალვა ედისონმა მუშაობა ადრეულ ბავშვობაში დაიწყო, 12-13 წლის ასაკში კი მატარებელში ტკბილეულის, პრესისა და ბოსტნეულის გაყიდვით უკვე თვეში დაახლოებით 200 დოლარს გამოიმუშავებდა. ამავე პერიოდში, ერთ-ერთ სატვირთო ვაგონში ახალგაზრდა მეცნიერმა თავისი ყოველკვირეული გაზეთისთვის The Weekly Herald სტამბა და მცირე ზომის ლაბორატორია მოიწყო, სადაც ქიმიურ ცდებს ატარებდა. თუმცა, 1862 წლის ზაფხულის ერთ დღეს, სარკინიგზო შემადგენლობის სწრაფად დაძვრისას, მის მიერ დატოვებული ყვითელი ფოსფორის ჩხირებით სავსე ქილა ძირს გადმოვარდა და ცეცხლი გაჩნდა, რის გამოც ედისონი სამსახურიდან დაითხოვეს.

მე-16-მე-17 საუკუნეში მოღვაწე იტალიელი ფიზიკოსი, ასტრონომი და ფილოსოფოსი, გალილეო გალილეი, სხვადასხვა პლანეტასა და მთვარესთან ერთად, მზის შესწავლითაც იყო დაკავებული. სწორედ ამიტომ, ზოგჯერ ამტკიცებენ, თითქოს ის მოკაშკაშე ვარსკვლავის სხივებმა დააბრმავა. თუმცა, როგორც ცნობილია, სინამდვილეში გალილეო მზეს თითქმის ოცდახუთი წლით ადრე, შედარებით უსაფრთხო პერიოდებში, მისი ამოსვლისა და ჩასვლისას დროს, ტელესკოპით აკვირდებოდა, მოგვიანებით კი ამისთვის მხოლოდ საპროექციო ტექნიკას იყენებდა. ამავდროულად გასათვალისწინებელია, რომ მან მხედველობა სრულად დაკარგა, რაც მზით გამოწვეული დაზიანებებისთვის დამახასიათებელი არაა. მკვლევრები ვარაუდობენ, რომ 72 წლის ასაკში მეცნიერის დაბრმავების რეალურ მიზეზად გლაუკომა და კატარაქტა უნდა ქცეულიყო.

წარმოშობით შოტლანდიელმა მეცნიერმა და გამომგონებელმა, ალექსანდერ გრეიამ ბელმა სახელი 1876 წელს ერთ-ერთი პირველი ტელეფონის დაპატენტებით გაითქვა. ბელის დედა და მეუღლე მართლაც სმენდაქვეითებულები იყვნენ, გრეიამმა კი ცხოვრების დიდი ნაწილი სიყრუის, მისი გამომწვევი მიზეზების კვლევასა და საკუთარ მამასთან ერთად შექმნილი სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამით სმენის დარღვევების მქონეთათვის მეტყველების სწავლებას დაუთმო. დიდწილად სწორედ ამით იყო განპირობებული მისი ინტერესი აუდიოაპარატურის მიმართ, თუმცა თავად მსგავსი განსაკუთრებული საჭიროებები არასდროს ჰქონია.

მე-18 საუკუნეში მოღვაწე მეცნიერის, გამომგონებლის, ელექტროობის ერთ-ერთ პიონერის, გამომცემლის, ფილოსოფოსისა და აშშ-ის დამფუძნებელი მამის, ბენჯამინ ფრანკლინის მრავალმხრივი ინტერესები მუსიკასაც მოიცავდა. იმის გარდა, რომ დაკვრა არაერთ ინსტრუმენტზე იცოდა, 1761-1762 წლებში მან ლონდონში შუშის ჰარმონიკის საკუთარი ვერსია არმონიკაც შექმნა. მისი გამოგონებით არაერთი ლეგენდარული კომპოზიტორი დაინტერესდა, მათ შორის იყვნენ მოცარტი და ბეთჰოვენი, რომლებმაც სპეციალურად ამ საკრავისთვის კომპოზიციებიც კი დაწერეს.

21-ე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი თეორეტიკოსი ფიზიკოსი და კოსმოლოგისტი, სტივენ ჰოუკინგი, სკოლაში სწავლის პერიოდში განსაკუთრებულ ინტერესს რადიოების, საათებისა და სხვა მოწყობიოლების მიმართ იჩენდა, აკადემიურ პროგრამას კი შედარებით მცირე დროს უთმობდა და ძირითადად საშუალო ნიშნებზე სწავლობდა. როგორც ლეგენდარულმა მეცნიერმა ერთ-ერთი ინტერვიუში თავად გაამხილა, მან გამართულად კითხვა დაგვიანებით, 8 წლის ასაკში ისწავლა.

ინგლისელი მათემატიკოსისა და ფიზიკოსის, სერ ისააკ ნიუტონის არაერთი ნაცნობის, მათ შორის ბრიტანელი მეცნიერის, უილიამ სტაკლის მოგონებების მიხედვით, მსოფლიო მიზიდულობის კანონის შემუშავებაში მის ავტორს ხიდან ვაშლის ცვენაზე დაკვირვება მართლაც დაეხმარა. "რატომ ვარდება ის მიწაზე შვეულად და რატომ არ მიფრინავს გვერდით ან მაღლა?!" - სტაკლის მტკიცებით, სწორედ ამ საკითხზე ფიქრმა მიიყვანა აღმოჩენამდე შავი ჭირის ეპიდემიის გამო 1680-იან წლებში დროებით კემბრიჯის უნვიერსიტეტიდან მშობლიურ ვულსტორპის დასახლებაში დაბრუნებული ფიზიკოსი. თუმცა, ამბავი, რომლის თანახმადაც მას ხილი თავში დაეცა, ისტორიული წყარობით არ დასტურდება.

უკეთესადაც შეიძლებოდა!

შემდეგში მეტი ყურადღება გამოიჩინე და დარწმუნებული ვარ, გაცილებით მეტ კითხვაზე გასცემ სწორ პასუხს. აბა, სხვა ქვიზებიც სცადე.

კარგი შედეგია!

როგორც ჩანს, ცნობილი მეცნიერების ბიოგრაფიასაც კარგად იცნობ და ინტუიციაც მშვენიერი გაქვს. აბა, სხვა ქვიზებიც სცადე.

ბრწყინვალე შედეგია!

popx-ის მთელი გუნდი ამაყობს შენით! ცოტა ვინმე თუ ახერხებს ამდენ კითხვაზე სწორი პასუხის გაცემას. აბა, სხვა ქვიზებიც სცადე.

გაზიარება

კომენტარები

ბოლო ამბები