Thumbnail

ნახეთ: საჰაერო ბურთი, რომელიც ადამიანებს სტრატოსფეროში აიყვანს

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

ესპანეთში დაფუძნებული სტარტაპი Zero 2 Infinity მალე ადამიანებს სტრატოსფეროში ჰელიუმით გაბერილი გიგანტური საჰაერო ბურთით გაუშვებს, რომელიც მგზავრებს ხმელეთიდან 36 კილომეტრის სიმაღლეზე აიყვანს. იქიდან მათ ჩვენი პლანეტის შთამბეჭდავი ხედებით დატკბობის საშუალება მიეცემათ. გავრცელებული ინფორმაციით, მსურველებს ამისთვის 132 ათასი აშშ დოლარის გადახდა მოუწევთ.

გიგანტური საჰაერო ბურთით სტრატოსფეროში პირველი ფრენა 2024 წელს შედგება

როგორც ცნობილია, ფრენა ანდალუსიიდან დაიწყება და საერთო ჯამში 5 საათს გასტანს, საიდანაც 2 საათი 128 მეტრი დიამეტრის მქონე საჰაერო ბურთის მიერ სპეციალური კაფსულის სტრატოსფეროში აყვანას დასჭირდება. მასში მყოფი მგზავრები ათეულობით კილომეტრი სიმაღლიდან დედამიწის დათვალიერებას 2 საათის განმავლობაში შეძლებენ, რის შემდეგაც კაფსულა ბურთს ჩამოშორდება და უკან უსაფრთხოდ, დიდი ზომის პარაშუტის გამოყენებით დაეშვება, რასაც 1 საათს მოანდომებს. კომპანიაში აღნიშნავენ, რომ მათ მიერ შექმნილი ინოვაციური ტრანსპორტი ჰაერში სრულიად უხმაუროდ გადაადგილდება და მავნე ნივთიერებებს არ გამოყოფს, შესაბამისად, გარემოსთვის საზიანო არაა.

 

Zero 2 Infinity ესპანელმა ხოსე მარიანო ლოპეს-ურდიალესმა 2009 წელს დააარსა. საჰაერო ბურთის ამგვარი დანიშნულებით გამოყენების იდეა მას მაშინ დაებადა, როცა პროფესიით ასტროფიზიკოს მამას ატმოსფეროში ჰელიუმის ბუშტების გაშვებაში ეხმარებოდა. სტარტაპმა პირველი სატესტო ფრენა 2012 წელს განახორციელა, რა დროსაც ჰუმანოიდი რობოტი 32 კილომეტრის სიმაღლეზე გაგზავნა, 2017 წელს კი კაფსულის პროტოტიპის, სახელად Bloostar დებიუტი შედგა. ამ ჯერზე აპარატმა 40 კილომეტრის სიმაღლეზე შეძლო ასვლა.

NASA სტრატოსფეროში სტადიონის ზომის საჰაერო ბურთს გაუშვებს

კომპანიის წარმომადგენელთა განცხადებით, სტრატოსფეროში ტურიტების გასაშვებად დამატებით 2,4 მილიონი აშშ დოლარია საჭირო. ისინი იმედოვნებენ რომ აღნიშნული თანხის ოდენობის დაფინანსებას უახლოეს მომავალში მოიპოვებენ, რაც მათ განვითარების შემდეგ ეტაპზე გადასვლაში დაეხმარება.

კომენტარები

ბოლო ამბები