Thumbnail

ნახეთ: პანდემიის გამო დაცარიელებული ჩანგის აეროპორტი სინგაპურში

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

სინგაპურში მდებარე ჩანგის აეროპორტი 2020 წელს, ზედიზედ მერვედ, მსგავს დაწესებულებებს შორის საუკეთესოდ დასახელდა და Skytrax-ის რეიტინგში პირველი ადგილი დაიკავა. 2019 წელს იქ მგზავრების რაოდენობამ რეკორდულ მაჩვენებელს, 68.3 მილიონს მიაღწია, თუმცა მალევე კორონავირუსის პანდემიის გამო ტურისტებისთვის ქვეყნის საზღვრები ჩაიკეტა. COVID-19-ის გავრცელების თავიდან ასაცილებლად დაწესებული შეზღუდვების შედეგად, ერთ დროს ხალხით სავსე შენობა ახლა უკვე თითქმის მთლიანად ცარიელია. ამჟამად სინგაპურში ხანმოკლე ვიზიტები მხოლოდ რამდენიმე სახელმწიფოს მოქალაქეებისთვისაა დაშვებული. ესენია: ავსტრალია, ჩინეთი, ბრუნეი, ტაივანი და ახალი ზელანდია.

სინგაპურის ავიახაზები მსოფლიოში ყველაზე ხანგრძლივ ფრენებს განახორციელებს

ჩანგის აეროპორტი იქ განლაგებული გასართობი და სავაჭრო დანიშნულების მქონე უზარმაზარი კომპლექსითაა განთქმული, რომელიც 2019 წლის აპრილში გაიხსნა და პოპულარობა მალევე მოიპოვა. ფოლადისა და შუშის ნაგებობა 135,700 კვადრატული მეტრი ფართობისაა და 10 სართულისგან შედგება, რომელთა ნახევარი მიწის ქვეშ მდებარეობს. ყველაზე შთამბეჭდავ სანახაობად 40 მეტრი სიგრძის, "წვიმის მორევად" წოდებული ჩანჩქერი მიიჩნევა, რომელიც შენობის გუმბათოვანი ჭერის ცენტრალური ნაწილიდან მოედინება და მთელი მსოფლიოს მასშტაბით დახურულ სივრცეში არსებულ ჩანჩქერებს შორის უდიდესადაა აღიარებული. ის ფოთლოვანი მცენარეებითაა გარშემორტყმული, რომელიც 4 სართულს მიუყვება. მგზავრებს ბაღში სეირნობა და მისი დათვალიერება სპეციალური ბილიკების გავლით შეუძლიათ.

ჩანგის აეროპორტი სინგაპურში

ფოტო: Katie Warren

ჩანგის აეროპორტი სინგაპურში

ფოტო: Katie Warren

ჩანგის აეროპორტი სინგაპურში

ფოტო: Katie Warren

ჩანგის აეროპორტი სინგაპურში

ფოტო: Katie Warren

ჩანგის აეროპორტი სინგაპურში

ფოტო: Katie Warren

ჩანგის აეროპორტი სინგაპურში

ფოტო: Katie Warren

ჩანგის აეროპორტი სინგაპურში

ფოტო: Katie Warren

ჩანგის აეროპორტი სინგაპურში

ფოტო: Katie Warren

ჩანგის აეროპორტი სინგაპურში

ფოტო: Katie Warren

ჩანგის აეროპორტი სინგაპურში

ფოტო: Katie Warren

ჩანგის აეროპორტი სინგაპურში

ფოტო: Katie Warren

ჩანგის აეროპორტი სინგაპურში

ფოტო: Katie Warren

ჩანგის აეროპორტი სინგაპურში

ფოტო: Katie Warren

ჩანგის აეროპორტი სინგაპურში

ფოტო: Katie Warren

კომპლექსი, რომლის მშენებლობაც სინგაპურის ხელისუფლებას 1.25 მილიარდი აშშ დოლარი დაუჯდა, აეროპორტის ოთხი ტერმინალიდან სამს ერთმანეთთან აკავშირებს. ის სასტუმროს, IMAX-ის კინოთეატრსა და ჯამში 275 მაღაზიასა თუ რესტორანს აერთიანებს. შენობის უმეტესი ნაწილი სარეკრეაციო ზონას აქვს დათმობილი. აქ ვხვდებით ლაბირინთებს, ბავშვების სათამაშო მოედნებს, სასრიალოებსა და სხვა გასართობებს. აღსანიშნავია ზედა სართულზე განლაგებული, 14 ათასი კვადრატული მეტრი ფართობის მქონე პარკი, სადაც 50-მეტრიანი ხიდი და თოკებით დაწნული უზარმაზარი ბადეა განთავსებული, რომლის საშუალებითაც ადამიანებს დაახლოებით 24 მეტრის სიმაღლეზე შეუძლიათ გადაადგილება.

დღის ფოტო: Apple-ის წყალზე მოტივტივე მაღაზია სინგაპურში

აეროპორტის წარმომადგენელთა განცხადებით, 2020 წლის აპრილსა და მაისში, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, სამგზავრო რეისების რაოდენობა 0.5 პროცენტამდე შემცირდა. ნოემბერსა და დეკემბერში კი სხვადასხვა შეთავაზების წყალობით 40 პროცენტით მეტი მომხმარებელი მიიზიდეს. დაწესებულების თანამშრომლების თქმით, ისინი ვიზიტორების დასაინტერესებლად მსგავსი ინიციატივების წამოყენებას უახლოეს მომავალშიც გეგმავენ, თუმცა ვარაუდობენ, რომ ჩანგის აეროპორტს მუშაობის ჩვეულ რეჟიმში დასაბრუნებლად კიდევ დიდი დრო დასჭირდება.

კომენტარები

ბოლო ამბები