Thumbnail

ნახეთ: აშშ-ში ცეცხლმოკიდებული თვითმფრინავი ავარიულად დაეშვა

იზა გვარამაძე პროფილის ფოტო
იზა გვარამაძე

ავიაკომპანიის United Airlines თვითმფრინავმა Boeing 777-200, რომლის ბორტზეც 231 მგზავრი და ეკიპაჟის 10 წევრი იმყოფებოდა, აშშ-ის კოლორადოს შტატში მდებარე ქალაქ დენვერის საერთაშორისო აეროპორტში ავარიული დაშვება განახორციელა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

► კოკაინით დატვირთული თვითმფრინავი ზედმეტი წონის გამო ჩამოვარდა

Boeing 777-200-ს, რომელიც რეისს დენვერიდან ჰავაის შტატში მდებარე ქალაქ ჰონოლულუს მიმართულებით ასრულებდა, აფრენიდან რამდენიმე წუთში ცეცხლი გაუჩნდა, რის მიზეზადაც სპეციალისტები ავიალაინერის ძრავის მწყობრიდან გამოსვლას ასახელებენ. შექმნილ ვითარებაში პილოტმა უკან დაბრუნებისა და ავარიული დაშვების გადაწყევტილება მიიღო. ერთ-ერთი მგზავრის მიერ გადაღებულ ვიდეოში ჩანს, როგორ ჯდება ცეცხლმოკიდებული თვითმფრინავი დენვერის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენ ბილიკზე. ადგილობრივებმა კი ქალაქის გარეუბანში მდებარე საცხოვრებელი სახლებისა და სხვა ნაგებობების სიახლოვეს ჩამოცვენილი ავიალაინერის ნაწილები დააფიქსირეს.

 

ამერიკის შეერთებული შტატების ავიაციის ფედერალური ადმინისტრაციის (FAA) წარმომადგენლებმა შემთხვევის გამო Boeing 777 ტიპის საფრენი აპარატების ძრავების გამართულობის შემოწმების განკარგულება გასცეს. მათივე განცხადებით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება უკვე მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც 1994 წლის ივნისიდან ამ თვითმფრინავებმა რეისების შესრულება დაიწყეს ავიაკატასტროფა 29 მათგანმა განიცადა, რამაც საერთო ჯამში 541 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

თვითმფრინავის ძრავის მწყობრიდან გამოსვლის გამო აშშ-ში ცეცხლი ბოლოს 2018 წლის 17 აპრილს კომპანიის Southwest Airlines კუთვნილ ავიალაინერს გაუჩნდა. ამ დროს Boeing 737-7H4-ის სახელით ცნობილი საფრენი აპარატი რეისს ნიუ იორკიდან დალასის მიმართულებით ასრულდებდა. თვითმფრინავის ბორტზე 144 მგზავრი და ეკიპაჟის 5 წევრი იმყოფებოდა, მათგან ერთი გარდაიცვალა, რვამ კი სხეულის მძიმე დაზიანება მიიღო.

ქალაქ დენვერში ჩამოცვენილი ავიალაინერის Boeing 777-200 ნაწილები

ფოტო: Broomfield Police Department

ქალაქ დენვერში ჩამოცვენილი ავიალაინერის Boeing 777-200 ნაწილები

ფოტო: @kevinobrienofco

ქალაქ დენვერში ჩამოცვენილი ავიალაინერის Boeing 777-200 ნაწილები

ფოტო: Michael Ciaglo

კომენტარები

ბოლო ამბები