Thumbnail

Huawei მეღორეობის ბიზნესში ჩაერთვება

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

ჩინური ტექნოლოგიური კომპანია Huawei, რომელიც სმარტფონებისა და სამომხმარებლო ელექტრონიკის მწარმოებლებს შორის ერთ-ერთ მოწინავე ადგილს იკავებს, მეღორეობის ბიზნესში ჩართვას გეგმავს. მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ახალი პროექტის ფარგლებში ის ფერმერებს სამეურნეო საქმიანობის მოდერნიზებაში დაეხმარება და მათთვის ხელოვნურ ინტელექტს შექმნის.

Huawei-მ P40 სერიის სმარტფონები წარადგინა

Huawei სახის ამოცნობის ინოვაციური ტექნოლოგიის შემუშავებას აპირებს, რომელიც ფერმერებს თითოეული ღორისთვის თვალყურის დევნებისა და მათი ერთმანეთისგან გარჩევის შესაძლებლობას მისცემს. ასევე, სხვადასხვა კომპიუტერული პროგრამის მეშვეობით ისინი ცხოველთა წონასა და კვების რეჟიმს გააკონტროლებენ. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ხელოვნურ ინტელექტს დაავადებული ინდივიდების ამოცნობის ფუნქციაც ექნება. აღსანიშნავია, რომ ამ ბიზნესში სხვა ისეთი კომპანიებიც არიან ჩართულები, როგორიცაა JD.com, NetEase და Alibaba, რომლებიც ჩინეთში არსებული მეღორეობის უმსხვილესი ინდუსტრიის ხელშეწყობას ცდილობენ.

სახის ამოცნობის ინოვაციური ტექნოლოგია, რომლის შემუშავებასაც Huawei აპირებს, ფერმერებს თითოეული ღორისთვის თვალყურის დევნებისა და მათი ერთმანეთისგან გარჩევის შესაძლებლობას მისცემს.

მსგავსი ნაბიჯის გადადგმა კომპანიამ მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დაწესებული სანქციების გამო 5G-ზე მომუშავე სმარტფონების დასამზადებლად საჭირო კომპონენტებზე, მაგალითად, მიკროჩიპებზე წვდომა შეუწყდა. აშშ-ის მთავრობის ადმინისტრაციამ ამგვარი გადაწყვეტილება სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მიიღო, რადგან გაჩნდა ეჭვი, რომ მწარმოებელს, შესაძლოა, მომხმარებელთა პირადი ინფორმაცია ჩინეთის ხელისუფლებისთვის გადაეცა. ზემოხსენებული შეზღუდვების შედეგად, Huawei-ს გაყიდვები 2020 წლის ბოლო სამ თვეში 42 პროცენტით შემცირდა. აქედან გამომდინარე, ის გამოსავლის მოძებნას, კერძოდ კი შემოსავლის ალტერნატიული წყაროს მონახვას ცდილობს, რომლითაც ზარალს აინაზღაურებს. ამ შემთხვევაში ეს სწორედ მეღორეობაა.

კომპანიამ LG, შესაძლოა, სმარტფონების ბაზარი დატოვოს

აღსანიშნავია, რომ კომპანია ახალი ტექნოლოგიის შექმნას ქვანახშირის მაღაროებისთვისაც აპირებს. ამისთვის სპეციალისტები ჩინეთის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე შანსის პროვინციის ქალაქ ტაიუანში განლაგებულ ლაბორატორიაში იმუშავებენ. ახლახან გახდა ცნობილი ისიც, რომ Huawei ისეთი პროდუქტების ფართო წარმოებასაც გეგმავს, როგორიცაა პლანშეტები, ტელევიზორები და კომპიუტერები.

კომენტარები

ბოლო ამბები