Thumbnail

ნახეთ: გაყინული ნიაგარის ჩანჩქერის შთამბეჭდავი ფოტოსურათები

იზა გვარამაძე პროფილის ფოტო
იზა გვარამაძე

აშშ-ის ნიუ იორკის შტატისა და კანადის ონტარიოს პროვინციის საზღვარზე მდებარე, ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტის ყველაზე მაღალი ნიაგარის ჩანჩქერი, რომელიც დაახლოებით 50 მეტრი სიმაღლიდან ეშვება, აღნიშნულ ტერიტორიაზე ტემპერატურის -19 °C-ით დაცემის შედეგად ნაწილობრივ გაიყინა. ამ შთამბეჭდავი მოვლენის ამსახველ ფოტომასალას საინფორმაციო სააგენტო Reuters ავრცელებს.

► ნახეთ: თოვლისა და ყინულის ფესტივალი ჩინეთში

სურათებზე თოვლითა და ყინულით დაფარული ნიაგარის ჩანჩქერის კიდეები და ამავე სახელწოდების მდინარის ნაპირებია აღბეჭდილი. ზოგიერთ ფოტოზე ჩანს, თითქოს ჩანჩქერი სრულად არის გაყინული, თუმცა აღსანიშნავია, რომ წყალს დენა მთლიანად არ შეუწყვეტია. იქიდან გამომდინარე, რომ მისმა ტემპერატურამ ჰაერისას საგრძნობლად გადააჭარბა, ნიაგარის თავზე ორთქლი, ამის შედეგად კი ცისარტყელა წარმოიქმნა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მდინარის ნაპირები ყინულით თითქმის ყოველ წელს იფარება, ჩანჩქერი კი, თუნდაც ნაწილობრივ, მხოლოდ ექსტრემალურად ცივი ზამთრის პერიოდში იყინება.

თოვლითა და ყინულით დაფარული ნიაგარის ჩანჩქერი

ფოტო: Reuters

კომენტარები

ბოლო ამბები