Thumbnail

მეცნიერებმა ხელოვნური კუნთი შექმნეს, რომელიც ვარჯიშის შედეგად იზრდება

იზა გვარამაძე პროფილის ფოტო
იზა გვარამაძე

აშშ-ის ილინოისის შტატში მდებარე ჩიკაგოს უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერებმა კოლეგებთან ერთად ხელოვნური კუნთი შექმნეს, რომელიც ვარჯიშის შედეგად უფრო და უფრო იზრდება. მათი ნაშრომი სამეცნიერო გამოცემაში Nature Materials გამოქვეყნდა.

► მეცნიერებმა შექმნეს ხელოვნური კანი, რომელიც ტკივილს გრძნობს

მეცნიერებმა ახალი ნივთიერება თუთიის ოქსიდის ნანონაწილაკების ცელულოზასთან შერევის გზით დაამზადეს. ეს უკანასკნელი მცენარეული უჯრედის გარსის ძირითად ნაწილს შეადგენს, რომელიც ქსოვილის სიმტკიცეს უზრუნველყოფს. მკვლევრებმა შენიშნეს, რომ ხელოვნურ კუნთზე ზეწოლის შედეგად ნანონაწილაკებმა ელექტრული მუხტის გამოყოფა დაიწყეს, რამაც მატერიაში მოლეკულების ახალი ჯაჭვების წარმოქმნას შეუწყო ხელი, ვინაიდან ნივთიერება პოლიმერად გადაიქცა. სპეციალისტების გამოთვლებმა აჩვენა, რომ აღნიშნული მეთოდის გამოყენებით ხელოვნური ქსოვილი ბუნებრივზე 66-ჯერ უფრო სწრაფად გაიზარდა.

მეცნიერების თქმით, მათ მიერ შექმნილი ხელოვნური კუნთი ბუნებრივზე 66-ჯერ უფრო სწრაფად იზრდება.

ამ დროისთვის პროცესი მხოლოდ ერთი მიმართულებით მიმდინარეობს. ნივთიერება ფიზიკური ზეწოლის პარალელურად უფრო და უფრო მკვრივდება, თუმცა მისი შეწყვეტის შემდეგ მოდუნება არ შეუძლია. მეცნიერთა განცხადებით, აღნიშნული პრობლემის გადაჭრის შემთხვევაში, ისინი ხელოვნური კუნთის მასის სურვილისამებრ გაზრდას ან შემცირებას შეძლებენ, რაც იმ სამუშაოზე იქნება დამოკიდებული, რომლის შესასრულებლადაც გამოიყენებენ რობოტებს, რომელთა მექანიზმიც ასეთი მასალით იქნება დაფარული.

► კომპანია Hanson Robotics "სოფიას" მსგავსი რობოტების მასობრივ წარმოებას გეგმავს

სპეციალისტების თქმით, ინოვაციური პროდუქტი ახალი თაობის რობოტების შექმნას შეუწყობს ხელს, რომლებიც დროთა განმავლობაში საკუთარ შესაძლებლობებს დამოუკიდებლად განივითარებენ. მათივე განცხადებით, ისეთი მოწყობილობების წარმოება, რომლებიც ცხოველების მსგავსად შეძლებენ გაზრდასა და გარემოსთან ადაპტირებას, რობოტიკის მიმართულებით მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება.

კომენტარები

ბოლო ამბები