Thumbnail

ნახეთ: ტყეში წლების წინ დაკარგულ ცხვარს 35 კგ მატყლი მოპარსეს

იზა გვარამაძე პროფილის ფოტო
იზა გვარამაძე

ავსტრალიის ვიქტორიის შტატში მდებარე ქალაქ ლენდსფილდის ცხოველთა თავშესაფრის თანამშრომლებმა ტყეში წლების წინ დაკარგული ცხვარი იპოვეს, რომელსაც დაახლოებით 35,4 კილოგრამი მატყლი მოპარსეს. პროცესი, რომელსაც ჩვეულებრივ რამდენიმე წუთი სჭირდება, ამ შემთხვევაში ერთი საათის განმავლობაში გაგრძელდა.

ბორდერ კოლი უელსიდან მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული მეცხვარე ძაღლი გახდა

ცხოველთა თავშესაფრის თანამშრომლებმა ცხვარს სახელად ბაარაკი დაარქვეს. ის ქალაქ მელბურნიდან 60 კილომეტრში მდებარე ტყეში რამდენიმე კვირის წინ იპოვეს. ვარაუდობენ, რომ ცხოველი იქ სულ ცოტა ხუთი წლის განმავლობაში ბინადრობდა. ამ პერიოდში ბარაკის ბეწვიანი საფარი ისე გაიზარდა და დამძიმდა, რომ მას გადაადგილებაში უშლიდა ხელს და მხედველობასაც უზღუდავდა. როგორც ჩანს, ერთ დროს ცხვარს პატრონი ჰყავდა, რასაც მის ყურზე აღმოჩენილი ნაწიბურიც ადასტურებს, რომელიც სპეციალური ნიშნის დადების შემდეგ რჩება.

ავსტრალიის ტყეში ნაპოვნი ცხვარი ბაარაკი

ფოტო: Edgar's Mission

ავსტრალიის ტყეში ნაპოვნი ცხვარი ბაარაკი

ფოტო: Edgar's Mission

ავსტრალიის ტყეში ნაპოვნი ცხვარი ბაარაკი

ფოტო: Edgar's Mission

ავსტრალიის ტყეში ნაპოვნი ცხვარი ბაარაკი

ფოტო: Edgar's Mission

"ვერ ვიჯერებდით, რომ ბეწვის საფარის ქვეშ ცოცხალი არსება დაგვხვდებოდა. ძალზე რთული იყო იმის გაცნობიერება, რომ ხის ტოტებითა და მწერებით სავსე მოძრავი გორგალი ცხვარი იყო. მატყლის წონა დღითიდღე იმატებდა, რაც ცხოველის გადარჩენის შანსებს ამცირებდა. ბევრმა არ იცის, რომ ცხვარს წელიწადში ერთხელ მაინც უნდა გაკრეჭა, წინააღმდეგ შემთხვევაში მას მატყლი განუწყვეტლივ ეზრდება", - ვკითხულობთ ცხოველთა თავშესაფრის თანამშრომლების მიერ ფეისბუქის გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში.

ბაარაკი ქალაქ ლენდსფილდის ცხოველთა თავშესაფარში იცხოვრებს. აქ ის ტყეში ყოფნისას დაკარგული წონის აღდგენას შეძლებს და მტაცებლებისგანაც საფრთხე აღარ დაემუქრება.

კომენტარები

ბოლო ამბები