Thumbnail

ქვიზი: ხილია თუ ბოსტნეული?

ლევან გოგუაძე პროფილის ფოტო
ლევან გოგუაძე

ხილისა და ბოსტნეულის ერთმანეთისგან გარჩევას, როგორც წესი, ჯერ კიდევ ადრეულ ბავშვობაში, განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე ვსწავლობთ. ჩვენ გვჯერა, რომ კარტოფილი, ბადრიჯანი, პომიდორი, ხახვი, წიწაკა და კიტრი ბოსტნეულია, ვაშლი, მსხალი, ბალი, ატამი და ბანანი კი - ხილი. თუმცა, იმის მიუხედავად, რომ ამ მცენარეთა დიდ ნაწილს თითქმის ყოველდღიურად მივირთმევთ, მათ შესახებ საზოგადოებაში გავრცელებული წარმოდგენები ზოგჯერ მეცნიერულ კლასიფიკაციას სულაც არ ემთხვევა.

► ნახე სხვა ქვიზები

თუ ფიქრობთ, რომ ბოსტნეულსა და ხილს ერთმანეთისგან კარგად ასხვავებთ, ეს ქვიზი სწორედ თქვენთვისაა. ინსტრუქცია მარტივია, წინ 12 შეკითხვა გელით, სწორი პასუხის გამოცნობაში კი იმის ცოდნაც დაგეხმარებათ, რომ ბოტანიკაში ხილი ყვავილისგან განვითარებულ ნებისმიერ საკვებად ვარგის ფარულთესლოვან ნაყოფს ეწოდება.

პომიდორი

პომიდორი
ხილი
ბოსტნეული
სწორია!
ძაღლყურძენასებრთა ოჯახის ეს წარმომადგენელი მსოფლიოში ამერიკის კონტინენტიდან გავრცელდა. საკვებად პომიდვრის მრავალთესლოვანი ნაყოფი გამოიყენება, რომელიც ბოტანიკაში ხილად, კერძოდ კი კენკრად მიიჩნევა.
არასწორია!

სტაფილო

სტაფილო
ხილი
ბოსტნეული
არასწორია!
ქოლგოსანთა ოჯახის ეს წარმომადგენელი მსოფლიოში აზიის კონტინენტიდან გავრცელდა. საკვებად სტაფილოს ნაყოფის ნაცვლად, მისი ძირხვენა ფესვი გამოიყენება. შესაბამისად, ის ბოტანიკაში ხილს არ წამოადგენს, კულინარიაში კი ბოსტნეულად მიიჩნევა.

ბადრიჯანი

ბადრიჯანი
ხილი
ბოსტნეული
სწორია!
ძაღლყურძენასებრთა ოჯახის ეს წარმომადგენელი მსოფლიოში, სავარაუდოდ, აზიის კონტინენტიდან გავრცელდა. საკვებად ბადრიჯნის მრავალთესლოვანი ნაყოფი გამოიყენება, რომელიც ბოტანიკაში ხილად, კერძოდ კი კენკრად მიიჩნევა.

ავოკადო

ავოკადო
ხილი
ბოსტნეული
სწორია!
დაფნისებრთა ოჯახის ეს წარმომადგენელი მსოფლიოში ამერიკის კონტინენტიდან გავრცელდა. საკვებად ავოკადოს ერთთესლოვანი ნაყოფი გამოიყენება, რომელიც ბოტანიკაში ხილად მიიჩნევა.

ბოლოკი

ბოლოკი
ხილი
ბოსტნეული
არასწორია!
კომბოსტოსებრთა ოჯახის ამ წარმომადგენლის ზუსტი წარმომავლობა უცნობია. საკვებად ბოლოკის ნაყოფის ნაცვლად, მისი ძირხვენა ფესვი გამოიყენება. შესაბამისად, ბოტანიკაში ის ხილს არ წამოადგენს, კულინარიაში კი ბოსტნეულად მიიჩნევა.

გოგრა

გოგრა
ხილი
ბოსტნეული
სწორია!
გოგრისებრთა ოჯახის ეს წარმომადგენელი მსოფლიოში ამერიკის კონტინენტიდან გავრცელდა. საკვებად ამ ბაღჩეული კულტურის მრავალთესლოვანი ნაყოფი გამოიყენება, რომელიც ბოტანიკაში ხილად მიიჩნევა.

სატაცური

სატაცური
ხილი
ბოსტნეული
არასწორია!
სატაცურისებრთა ოჯახის ეს წარმომადგენელი მსოფლიოში, სავარაუდოდ, აფრიკისა და ამერიკის კონტინენტებიდან გავრცელდა. საკვებად სატაცურის ნაყოფის ნაცვლად, მისი ღეროს ახალნაყარი ნაწილი გამოიყენება. შესაბამისად, ბოტანიკაში ის ხილს არ წამოადგენს, კულინარიაში კი ბოსტნეულად მიიჩნევა.

კივი

კივი
ხილი
ბოსტნეული
სწორია!
აქტინიდიასებრთა ოჯახის ეს წარმომადგენელი მსოფლიოში აზიის კონტინენტიდან გავრცელდა. საკვებად კივის მრავალთესლოვანი კენკროვანი ნაყოფი გამოიყენება, რომელიც ბოტანიკაში ხილად მიიჩნევა.

ბულგარული წიწაკა

ბულგარული წიწაკა
ხილი
ბოსტნეული
სწორია!
ძაღლყურძენასებრთა ოჯახის ეს წარმომადგენელი მსოფლიოში ამერიკის კონტინენტიდან გავრცელდა. საკვებად ბულგარული წიწაკის მრავალთესლოვანი ნაყოფი გამოიყენება, რომელიც ბოტანიკაში ხილად მიიჩნევა.

ყვავილოვანი კომბოსტო

ყვავილოვანი კომბოსტო
ხილი
ბოსტნეული
არასწორია!
კომბოსტოსებრთა ოჯახის ეს წარმომადგენელი მსოფლიოში ევროპის კონტინენტიდან გავრცელდა. საკვებად ყვავილოვანი კომბოსტოს ნაყოფის ნაცვლად, მისი ფოთლოვანი კვირტი გამოიყენება. შესაბამისად, ბოტანიკაში ის ხილს არ წამოადგენს, კულინარიაში კი ბოსტნეულად მიიჩნევა.

კარტოფილი

კარტოფილი
ხილი
ბოსტნეული
არასწორია!
ძაღლყურძენასებრთა ოჯახის ეს წარმომადგენელი მსოფლიოში ამერიკის კონტინენტიდან გავრცელდა. საკვებად კარტოფილის ნაყოფის ნაცვლად, მისი ბოლქვი გამოიყენება. შესაბამისად, ბოტანიკაში ის ხილს არ წამოადგენს, კულინარიაში კი ბოსტნეულად მიიჩნევა.

კიტრი

კიტრი
ხილი
ბოსტნეული
სწორია!
გოგრისებრთა ოჯახის ეს წარმომადგენელი მსოფლიოში აზიის კონტინენტიდან გავრცელდა. საკვებად ამ ბაღჩეული კულტურის მრავალთესლოვანი ნაყოფი გამოიყენება, რომელიც ბოტანიკაში ხილად, კერძოდ კი კენკრად მიიჩნევა.

უკეთესადაც შეიძლებოდა!

შემდეგში ოდნავ მეტი ყურადღება გამოიჩინე და დარწმუნებული ვარ, გაცილებით მეტ კითხვაზე გასცემ სწორ პასუხს. აბა, სხვა ქვიზებიც სცადე.

კარგი შედეგია!

როგორც ჩანს, ბოტანიკაშიც კარგად ერკვევი და ინტუიციაც მშვენიერი გაქვს. აბა, სხვა ქვიზებიც სცადე.

ბრწყინვალე შედეგია!

popx-ის მთელი გუნდი ამაყობს შენით! ცოტა ვინმე თუ ახერხებს ამდენ კითხვაზე სწორი პასუხის გაცემას. აბა, სხვა ქვიზებიც სცადე.

კომენტარები

ბოლო ამბები