Thumbnail

დღის ფოტო: "მფრინავი" გემი დიდი ბრიტანეთის სანაპიროზე

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

ბრიტანელი დევიდ მორისი ინგლისში მდებარე კორნუოლის საგრაფოში, ქალაქ ფალმუტის სანაპიროზე სეირნობისას უჩვეულო სანახაობის მომსწრე გახდა. მან ზღვის ზედაპირის თავზე ჰაერში "მფრინავი" გემი შენიშნა. სპეციალისტების განცხადებით, მორისის მიერ გადაღებულ ფოტოსურათზე აღბეჭდილი გამოსახულება ოპტიკურ ფენომენს უნდა მივაწეროთ, რომელიც გარკვეულ ატმოსფერულ პირობებში არქტიკის რეგიონში საკმაოდ ხშირად გვხვდება, თუმცა გაერთიანებულ სამეფოში მისი ხილვა იშვიათად, მხოლოდ ზამთარშია შესაძლებელი.

მეტეოროლოგების თქმით, ჰორიზონტზე გემის ამგვარი მოჩვენებითი მდებარეობა ზედა მირაჟად წოდებული ოპტიკური მოვლენის შედეგია, რა დროსაც ჩვენი თვალისთვის ობიექტი იმაზე მაღლა ჩანს, ვიდრე სინამდვილეშია. ამას ტემპერატურული ინვერსია იწვევს, როცა წყლის ზედაპირთან ახლოს ჰაერი უფრო ცივი და მკვრივია, ვიდრე მის ზემოთ არსებული აირის ფენა. ეს კი სინათლის სხივების გარდატეხასა და გამოსახულების დამახინჯებას განაპირობებს.

"მფრინავი" გემი დიდი ბრიტანეთის სანაპიროზე

ფოტო: David Morris

"მფრინავი" გემი დიდი ბრიტანეთის სანაპიროზე

ფოტო: David Morris

კომენტარები

ბოლო ამბები