Thumbnail

ნახეთ: ყატარში წყალზე მოტივტივე ეკოსასტუმრო აშენდება

იზა გვარამაძე პროფილის ფოტო
იზა გვარამაძე

არაბეთის ნახევარკუნძულის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ყატარის სახელმწიფოს სანაპიროსთან წყალზე მოტივტივე ეკოსასტუმრო აშენდება. პროექტზე მუშაობა თურქეთში დაფუძნებულმა არქიტექტურულმა კომპანიამ HAADS 2020 წელს დაიწყო, მისი დასრულება კი 2025 წლისთვის არის დაგეგმილი.

► ნახეთ: კარიბის ზღვაში მოტივტივე ქალაქში ბინების გაყიდვა დაიწყო

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სპარსეთის ყურეში დაახლოებით 35 ათასი კვადრატული მეტრი ფართობის მქონე წრიული კონსტრუქცია განლაგდება. სასტუმროს ცენტრალურ ნაწილში 700 კვადრატულ მეტრ ფართობზე ჰოლი განთავდება, მის გარშემო კი 152 ნომერი მოეწყობა. თითოეულ ოთახს საკუთარი აივანი ექნება, საიდანაც ოკეანეზე შთამბეჭდავი ხედი გადაიშლება. აღსანიშნავია, რომ დღის განმავლობაში ეს სანახაობა შეიცვლება, ვინაიდან სასტუმრო წრიულად იმოძრავებს. ცნობილია, რომ ერთი სრული ბრუნის გაკეთებას კონსტრუქცია 24 საათს მოანდომებს, რის გამოც მისი გადაადგილება ვიზიტორებისთვის ძნელად შესამჩნევი იქნება. სასტუმროს მოძრაობა, გემების მსგავსად, სამანევრო ძრავებისა და პროპელერების დახმარებით გაკონტროლდება.

წყალზე მოტივტივე ეკოსასტუმრო ყატარში, სპარსეთის ყურის სანაპიროსთან

ფოტო: HAADS

წყალზე მოტივტივე სასტუმროში დახურული და ღია საცურაო აუზები, ფიტნეს დარბაზი, სპა სალონი, ასევე, კალათბურთისა და გოლფის მოედნები მოეწყობა. მის გარშემო იახტებისთვის განკუთვნილი ორი მისადგომი განთავსდება, ვერტმფრენებისთვის კი მოედანი გაკეთდება. სასტუმრო განახლებადი ენერგიით მომარაგდება, რისთვისაც იქ მზის პანელები დამონტაჟდება, ნაგებობის გარშემო კი ქარზე მომუშავე გენერატორები განლაგდება. როგორც ცნობილია, თითოეული მათგანის სიმძლავრე 25 კილოვატი იქნება. სასტუმროს ძაბრის ფორმის სახურავიდან წვიმის წყლის შეგროვება იქნება შესაძლებელი, რომელსაც იქ არსებული მცენარეების მოსარწყავად გამოიყენებენ.

► ნახეთ: სასტუმრო "მატარებელი ხიდზე" სამხრეთ აფრიკაში

ყატარში 2022 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის გამართვამდე წყალზე მოტივტივე 16 ეკოსასტუმროს მშენებლობა იგეგმება. აღსანიშნავია, რომ სამხრეთ-დასავლეთ აზიაში მდებარე სახელმწიფო ამ ტურნირზე საერთო ჯამში 1,5 მილიონამდე გულშემატკივარს ელოდება, რისთვისაც მეტი საცხოვრებელი სივრცეების მოწყობა იქნება საჭირო.

კომენტარები

ბოლო ამბები