Thumbnail

ქვიზი: მტაცებელია თუ ბალახისმჭამელი?

დედამიწაზე მილიონზე მეტი სახეობის ცხოველი ბინადრობს. მათი ნაწილი მცენარეულობას შეექცევა, ნაწილი სხვა არსებებზე ნადირობს, ნაწილი კი ორივე სახის საკვებს გემრიელად მიირთმევს.

► ნახე სხვა ქვიზები

ეს ქვიზი სწორედ სხვადასხვა კონტინენტზე მობინადრე მტაცებელ და ბალახისმჭამელ ცხოველებს ეძღვნება. ინსტრუქცია მარტივია, წინ 15 შეკითხვა გელით, ყურადღებით დააკვირდით სურათებს და გამოიცანით, ძირითადად რითი იკვებება მასზე გამოსახული არსება.

ბოთლისცხვირა დელფინი

ბოთლისცხვირა დელფინი
მტაცებელი
ბალახისმჭამელი
სწორია!
ოკეანეებსა და მდინარეებში მობინადრე ამ ძუძუმწოვრის სხვადასხვა სახეობა ძირითადად თევზით, კალმარებითა და კიბოსნაირებით იკვებება. მათ შორისაა წყლის ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო მტაცებელი, ბოთლისცხვირა დელფინი, რომელიც შავ ზღვაშიც გვხვდება. ეს ცხოველები ხშირად ერთად ნადირობენ, თევზების ჯგუფს ალყაში აქცევენ, წრეზე ცურვით მცირე მორევს წარმოქმნიან და მათ ნაპირზე რიყავენ. ზოგიერთ შემთხვევაში კი, კუდის საშუალებით ფსკერიდან ქვიშას ყრიან და მსხვერპლს ტალახის მახეში აბამენ. ეს უკანასკნელი თავის დაღწევას წყლიდან ამოხტომით ცდილობს და დელფინის ლუკმად იქცევა. ბოთლისცხვირები ყოველდღიურად დაახლოებით 10 კილოგრამ თევზეულს მიირთმევენ.
არასწორია!

ჭრელტყავა

ჭრელტყავა
მტაცებელი
ბალახისმჭამელი
სწორია!
აზიისა და ევროპის კონტინენტებზე, მათ შორის, საქართველოში მობინადრე კვერნისებრთა ოჯახის ეს წარმომადგენელი ძირითადად მცირე ზომის მღრღნელებით, ჩიტებით, ბაყაყებით, გველებითა და მწერებით იკვებება. ჭრელტყავა, როგორ წესი, საღამოსა და გამთენიისას ნადირობს. გარეული ცხოველების გარდა ის თავს ფერმის ბინადრებსაც ესხმის, ზოგჯერ კი დასახლებული პუნქტებიდან ყველსა და ხორცპროდუქტებსაც იპარავს.

ბეჰემოთი

ბეჰემოთი
მტაცებელი
ბალახისმჭამელი
არასწორია!
ბეჰემოთი აფრიკის მდინარეებისა თუ ტბების სიახლოვეს ბინადრობს. ეს უზარმაზარი, აგრესიული ძუძუმწოვარი ძირითადად მცენარეებით იკვებება და სხვა ცხოველებს მხოლოდ უიშვიათეს შემთხვევებში მიირთმევს. აღწერილია კანიბალიზმის ფაქტებიც, თუმცა მისი რაციონი ჩვეულებრივ მხოლოდ ბალახისგან შედგება. ღამის განმავლობაში ჰიპოპოტამი ცოხნას 5-6 საათს უთმობს და ამ დროის განმავლობაში 70 კილომდე საკვებს იღებს.

სუბანტარქტიკული პინგვინი

სუბანტარქტიკული პინგვინი
მტაცებელი
ბალახისმჭამელი
სწორია!
ანტარქტიდის, აფრიკის, ავსტრალიისა და ამერიკის კონტინენტებზე მობინადრე ამ ფრინველის სხვადასხვა სახეობა ძირითადად კიბოსნაირებით, თევზითა და კალმარებით იკვებება. მათ შორისაა ფოტოზე გამოსახულ სუბანტარქტიკული პინგვინიც, რომელიც დღის დიდ ნაწილს ნადირობაში ატარებს. მას წყალში თითქმის 200 მეტრის სიღრმეზე ჩაყვინთვა და 36 კმ/სთ-სიჩქარით ცურვა შეუძლია, რა დროსაც ძლიერი ყბის ძვლების, ნისკარტისა და ხორკლიანი ენის წყალობით ყველაზე სრიალა სხეულის მქონე მსხვერპლსაც კი იოლად იჭერს.

მცირე ანტილიური იგუანა

მცირე ანტილიური იგუანა
მტაცებელი
ბალახისმჭამელი
არასწორია!
ამერიკის კონტინენტზე მობინადრე ამ ხვლიკისნაირთა სხვადასხვა სახეობას როგორც ცხოველური, ასევე მცენარეული საკვების მიღება შეუძლია, თუმცა უპირატესობას ამ უკანასკნელს ანიჭებს. მათ შორისაა ფოტოზე გამოსახული მცირე ანტილიური იგუანაც, რომელიც ძირითადად ფოთლებს, ყვავილებს, ბოსტნეულსა და ხილს მიირთმევს.

ზღარბი

ზღარბი
მტაცებელი
ბალახისმჭამელი
სწორია!
აფრიკის, აზიისა და ევროპის კონტინენტებზე მობინადრე ზღარბის სხვადასხვა სახეობა ძირითადად უხერხემლოებით, მცირე ზომის ხვლიკებითა თუ გველებით იკვებება და მცენარეებსაც მიირთმევს. ეს პატარა ძუძუმწოვარი, რომელსაც საქართველოშიც ვხვდებით, ღამით ნადირობს, რა დროსაც საკმაოდ ხმამაღლა ფშვინავს, თუმცა ხმაური ნადავლის მოპოვებაში ხელს არ უშლის. ის ბუჩქებისა თუ სუროების ქვეშ დამალულ მსხვერპლს კარგად განვითარებული ყნოსვისა და სმენის წყალობით იოლად აგნებს.

გორილა

გორილა
მტაცებელი
ბალახისმჭამელი
არასწორია!
აფრიკის კონტინენტზე მობინადრე გორილების ზოგიერთი სახეობა მწერებსაც მიირთმევს, თუმცა ძირითადად მცენარეებით იკვებება. ეს უდიდესი პრიმატი დღის განმავლობაში რამდენიმე ათეულ კილოგრამ ფოთლებს, ახალნაყარ ბამბუკს, ფესვებსა თუ ხილს მიირთმევს.

ლამანტინი

ლამანტინი
მტაცებელი
ბალახისმჭამელი
არასწორია!
მექსიკის ყურეში, კარიბის ზღვაში, ამაზონიისა და დასავლეთ აფრიკის წყლებში მობინადრე ამ ძუძუმწოვრის ზოგიერთი სახეობა მოლუსკებსა და თევზეულსაც მიირთმევს, თუმცა უმეტესად მცენარეებით იკვებება. ლამანტინი, რომელსაც ზოგჯერ ზღვის ძროხასაც უწოდებენ, დღის განმავლობაში ცოხნას დაახლოებით 8 საათს უთმობს და ამ დროის განმავლობაში 50 კილოგრამამდე წყალმცენარეს ჭამს.

გრძელტერფა

გრძელტერფა
მტაცებელი
ბალახისმჭამელი
სწორია!
აღმოსავლეთ აზიის კუნძულებზე მობინადრე გრძელტერფა ერთადერთი პრიმატია, რომელიც მცენარეულობას არ ჭამს და მხოლოდ მწერებითა თუ სხვა ცხოველებით იკვებება. უზარმაზარი თვალების, შესანიშნავი მხედველობისა და სმენის წყალობით ეს ძუძუმწოვარი პოტენციურ მსხვერპლს იოლად ამჩნევს, რის შემდეგაც მას მიხტომით იჭერს. გრძელტერფა ღამით ნადირობს და ძირითადად უხერხემლოებს, ზოგჯერ კი მცირე ზომის ხვლიკებს, ღამურებსა თუ ფრინველებსაც მიირთმევს, თუმცა მის საყვარელ ნადავლს ხოჭოები და სხვა ფეხსახსრიანები წარმოადგენს.

თეთრი ბუ

თეთრი ბუ
მტაცებელი
ბალახისმჭამელი
სწორია!
ანტარქტიდის გარდა დედამიწის თითოეულ კონტინენტზე მობინადრე ამ ფრინველის სხვადასხვა სახეობა ძირითადად მცირე ზომის ძუძუმწოვრებით, ფრთოსნებითა და მწერებით იკვებება. მათ შორისაა ფოტოზე გამოსახული თეთრი ბუც, რომელიც დღის ნებისმიერ მონაკვეთში ნადირობს. ის პოტენციურ მსხვერპლს დაახლოებით 1,6 კილომეტრის მანძილიდან ამჩნევს, მას ჩუმად უახლოვდება, თავს მოულოდნელად ესხმის და ძლიერი კლანჭებისა და ნისკარტის მეშვეობით გლეჯს. ეს მტაცებელი სხვა ცხოველებთან ერთად წლის განმავლობაში დაახლოებით 1600-მდე მცირე ზომის მემინდვრიას - ლემინგს იჭერს. სწორედ ეს უკანასკნელი წარმოადგენს მის საყვარელ ნადავლს.

წითელი კენგურუ

წითელი კენგურუ
მტაცებელი
ბალახისმჭამელი
არასწორია!
ავსტრალიასა და მის მიმდებარე კუნძულებზე მობინადრე ამ ძუძუმწოვრის სხვადასხვა სახეობა ძირითადად მცენარეებით იკვებება. მათ შორისაა ფოტოზე გამოსახული უდიდესი ჩანთოსანი, წითელი კენგურუც, რომელიც ყოველდღიურად ცოხნას დაახლოებით 6 საათს უთმობს. ის უმეტესად ბალახს ჭამს, თუმცა ზოგჯერ ფოთლებს, ყვავილებსა და ბუჩქებსაც შეექცევა.

ზღვის წავი

ზღვის წავი
მტაცებელი
ბალახისმჭამელი
სწორია!
ჩრდილოეთ წყნარ ოკეანეში მობინადრე ეს ყველაზე მცირე ზომის წყლის ძუძუმწოვარი ძირითადად უხერხემლოებით იკვებება. ზღვის წავი ნადირობისას ღრმად ყვინთავს, თათებით ქვებს აბრუნებს და მათ ქვეშ ნაპოვნ ნიჟარიან არსებებს მკერდზე განლაგებულ ჩანთისებრ ნაოჭში ინახავს. შემდეგ კი წყლის ზედაპირზე ამოდის, ზურგზე წვება, ნადავლს მუცელზე ილაგებს, მოლუსკებს ფსკერიდან ამოტანილი ქვის დახმარებით ტეხავს და მათ გემრიელად შეექცევა.

მარტორქა

მარტორქა
მტაცებელი
ბალახისმჭამელი
არასწორია!
აფრიკასა და აზიაში მობინადრე მარტორქის თითოეული სახეობა მხოლოდ მცენარეებით იკვებება. ეს უზარმაზარი ძუძუმწოვარი დღის ნახევარს ცოხნას უთმობს და ამ დროის განმავლობაში 50 კილოგრამზე მეტ ბალახს, ფოთლებსა თუ ხილს მიირთმევს.

თავკომბალა კუ

თავკომბალა კუ
მტაცებელი
ბალახისმჭამელი
სწორია!
სხვადასხვა ოკეანეში მობინადრე თავკომბალა კუ, რომელსაც ძირითადად ტროპიკულ და სუბტროპიკულ ზონებში ვხვდებით, მცენარეებსაც მიირთმევს, თუმცა უმეტესად კიბოსნაირებით, თევზითა და წყლის სხვა ბინადრებით იკვებება. ეს მტაცებელი დღის განმავლობაში ფსკერთან ახლოს ნადირობს, მის საყვარელ ნადავლს კი მოლუსკები წარმოადგენს, რომელთა ნიჟარებსაც ძლიერი ყბების დახმარებით იოლად ამსხვრევს.

ჰოაცინი

ჰოაცინი
მტაცებელი
ბალახისმჭამელი
არასწორია!
ამერიკის კონტინენტზე მობინადრე ეს ტროპიკული ფრინველი მხოლოდ მცენარეებს მიირთმევს. ჰოაცინი კვებას ყოველდღიურად დაახლოებით 4 საათს უთმობს. ის ძირითადად ფოთლებს ჭამს, თუმცა ზოგჯერ ხილსა და ყვავილებსაც ეტანება.

უკეთესადაც შეიძლებოდა!

შემდეგში ოდნავ მეტი ყურადღება გამოიჩინე და დარწმუნებული ვარ, გაცილებით მეტ კითხვაზე გასცემ სწორ პასუხს. აბა, სხვა ქვიზებიც სცადე.

კარგი შედეგია!

როგორც ჩანს, ზოოლოგიაც გიტაცებს და ინტუიციაც მშვენიერი გაქვს. აბა, სხვა ქვიზებიც სცადე.

ბრწყინვალე შედეგია!

popx-ის მთელი გუნდი ამაყობს შენით! ცოტა ვინმე თუ ახერხებს ამდენ კითხვაზე სწორი პასუხის გაცემას. აბა, სხვა ქვიზებიც სცადე.

კომენტარები

ბოლო ამბები