Thumbnail

ნახეთ: 50 წლის იაპონელი მამაკაცი, რომელიც თავს ბაიკერ გოგონად ასაღებდა

იზა გვარამაძე პროფილის ფოტო
იზა გვარამაძე

ტვიტერის პოპულარულმა მომხმარებელმა azusagakuyuki ერთ-ერთ სატელევიზიო შოუში აღიარა, რომ სოციალურ ქსელში თავს ბაიკერ გოგონად ასაღებდა. სინამდვილეში, ის 50 წლის იაპონელი მამაკაცი, სახელად ცონგუა, რომელიც გარეგნობის შესაცვლელად ფოტორედაქტორს იყენებდა.

ნახეთ: სოციალური მედიის ვარსკვლავმა თავისი დაუმუშავებელი ფოტოები გამოაქვეყნა

ცონგუ ბაიკერია, რომელსაც ტვიტერზე მოტოციკლებისადმი მიძღვნილი გვერდი აქვს. ფოტორედაქტორის გამოყენება მან სწორედ მისი პოპულარობის გაზრდის მიზნით გადაწყვიტა, ვინაიდან შენიშნა, რომ, როგორი საინტერესო თემისადმი მიძღვნილი ვიდეორგოლიც არ უნდა გამოექვეყნებინა, მას თვალს საკმაოდ ცოტა მომხმარებელი ადევნებდა. გარეგნობის შესაცვლელად ცონგუმ სხვადასხვა აპლიკაციას მიმართა. მაგალითისთვის, ისეთი ფოტორედაქტორებით, როგორებიცაა FaceApp ან Reface სურათზე აღბეჭდილი ადამიანის გაახალგაზრდავება და მის გარეგნობაში სხვა ცვლილებების შეტანაა შესაძლებელი.

50 წლის იაპონელი მამაკაცი, რომელიც ფოტორედაქტორის დახმარებით ტვიტერზე თავს ბაიკერ გოგონად ასაღებდა. 

"არავინ წაიკითხავს იმას, თუ რას დაწერს ტვიტერზე არაფრით გამორჩეული შუახნის მამაკაცი, რომელიც საკუთარ მოტოციკლზე ზრუნავს და მასთან ერთად ფოტოებს იღებს. თავიდან უბრალოდ ექსპერიმენტი წამოვიწყე, თუმცა სურათის რედაქტირების შემდეგ გამოსახულება საკმაოდ ლამაზი გამოვიდა. ახლა ჩემს პოსტებზე საშუალოდ ათასამდე მოწონებას ვაგროვებ, მანამდე კი ეს მაჩვენებელი ათს არ აღემატებოდა", - განაცხადა ცონგუმ მედიასთან საუბარში.

ცონგუმ სიმართლის გამხელა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ტვიტერის მომხმარებლების ნაწილი მის მიერ გამოქვეყნებულმა ფოტოსურათებმა დააეჭვა. საბოლოოდ, ის ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემას ესტუმრა და თავისი ტვიტერის გვერდის 20 ათასამდე გამომწერს გამოუტყდა, რომ სინამდვილეში არა ბაიკერი გოგონა, არამედ 50 წლის მამაკაცი იყო. აღსანიშნავია, რომ ამას სოციალური ქსელის მომხმარებელთა გაღიზიანება არ გამოუწვევია, პირიქით, ამ განცხადების შემდეგ ცონგუს გვერდის გამომწერების რაოდენობა 25 ათასამდე გაიზარდა.

ჰაკერებმა Twitter-ის მომხმარებლებს 100 ათასი აშშ დოლარი გამოსძალეს

ბოლო დროს ფოტორედაქტორების პოპულარობა საგრძნობლად გაიზარდა. ახლახან ამერიკის შეერთებულ შტატებში სამართალდამცველებმა დააკავეს ქალი, რომელიც ერთ-ერთ კონკურსში საკუთარი ქალიშვილის მეტოქეებს მათი დამუშავებული ფოტოსურათებით აშანტაჟებდა. თუმცა, მომხმარებელთა უმეტესობა მსგავს აპლიკაციებს ისეთი უწყინარი მიზნებისთვის იყენებს, როგორიცაა მაგალითისთვის, "მარველის" პერსონაჟების "ვარსკვლავური ომების" პერსონაჟებით ჩანაცვლება.

კომენტარები

ბოლო ამბები