Thumbnail

დღის ფოტო: სპირალური გალაქტიკა Messier 106

იზა გვარამაძე პროფილის ფოტო
იზა გვარამაძე

აშშ-ის არიზონის შტატში მდებარე კიტ პიკის ობსერვატორიაში მომუშავე ასტრონომებმა Messier 106-ის სახელით ცნობილი სპირალური გალაქტიკის ახალი, მაღალი გარჩევადობის ფოტოსურათი გაავრცელეს. შთამბეჭდავი გამოსახულება ნიკოლას მაიალის სახელობის ტელესკოპმა დააფიქსირა. აღსანიშნავია, რომ მის კადრში ორი ჯუჯა გალაქტიკაც მოხვდა. სურათის ქვედა მარჯვენა კუთხეში NGC 4248-ს ვხედავთ, მარცხენა კუთხეში კი UGC 7356 არის ნაჩვენები.

Messier 106, რომელსაც NGC 4258-საც უწოდებენ, ფრანგმა ასტრონომმა, პიერ მეშენმა 1781 წელს აღმოაჩინა. გალაქტიკა მეძებარი ძაღლის თანავარსკვლავედის ჩრდილოეთ რეგიონში მდებარეობს და ჩვენგან დაახლოებით 20 მილიონი სინათლის წლით არის დაშორებული. ის თითქმის 130 ათასი სინათლის წლის მანძილზე ვრცელდება. Messier 106-ის ცენტრში ზემასიური შავი ხვრელია განლაგებული, მის გარშემო კი მოლეკულური გაზია თავმოყრილი, რომელსაც დისკის ფორმა აქვს. გალაქტიკა სპირალურად განლაგებული შვერილებისგან შედგება, რომელიც კოსმოსურ მტვერსა და აირს შეიცავს.

სპირალური გალაქტიკა Messier 106

ფოტო: KPNO

კომენტარები

ბოლო ამბები