Thumbnail

ნახეთ: პაბლო ესკობარის Porsche 2,2 მილიონ აშშ დოლარად იყიდება

იზა გვარამაძე პროფილის ფოტო
იზა გვარამაძე

კოლუმბიელი ნარკობარონის, პაბლო ესკობარის ავტომობილი Porsche 911 RSR, რომელიც 1974 წელს გერმანიაში არის გამოშვებული, 2,2 მილიონ აშშ დოლარად იყიდება. მისი შეძენა აშშ-ის ფლორიდის შტატის ქალაქ ბოკა რატონში დაფუძნებული სადილერო კომპანიის Atlantis Motor Group ვებგვერდზეა შესაძლებელი.

► პაბლო ესკობარის ბეჰემოთები კოლუმბიის ეკოსისტემას ანადგურებენ

კომპანიის წარმომადგენლების განცხადებით, პაბლო ესკობარის Porsche 911 RSR ერთ-ერთია აღნიშნული სერიის იმ 15 ავტომობილს შორის, რომელიც სპეციალურად ჩემპიონთა საერთაშორისო რბოლის სახელით ცნობილი ტურნირისთვის შეიქმნა. ორადგილიან სპორტულ მანქანას კოლუმბიელ ნარკობარონამდე ბრაზილიელი ავტომრბოლელი და F1-ის პილოტი, ემერსონ ფიტიპალდი მართავდა. ამას ავტომობილზე შემორჩენილი სტიკერებიც ადასტურებს, რომლებზეც მისი გვარი იკითხება.

პაბლო ესკობარის ავტომობილი Porsche 911 RSR

ფოტო: Atlantis Motor Group

პაბლო ესკობარის ავტომობილი Porsche 911 RSR

ფოტო: Atlantis Motor Group

პაბლო ესკობარის ავტომობილი Porsche 911 RSR

ფოტო: Atlantis Motor Group

პაბლო ესკობარის ავტომობილი Porsche 911 RSR

ფოტო: Atlantis Motor Group

პაბლო ესკობარის ავტომობილი Porsche 911 RSR

ფოტო: Atlantis Motor Group

პაბლო ესკობარის ავტომობილი Porsche 911 RSR

ფოტო: Atlantis Motor Group

პაბლო ესკობარის ავტომობილი Porsche 911 RSR

ფოტო: Atlantis Motor Group

სპორტული მანქანები და ავტორბოლა მედელინის ნარკოკარტელის ხელმძღვანელის ერთ-ერთი გატაცება იყო. ესკობარს რამდენიმე ტურნირშიც აქვს მონაწილეობა მიღებული. კოლუმბიის დედაქალაქ ბოგოტაში 1979 წელს გამართულ Copa Renault 4-ის სახელით ცნობილ ტურნირზე მან მეორე ადგილიც კი დაიკავა. თუმცა, მოგვიანებით გაჩნდა ვარაუდი, რომ ესკობარი ადგილობრივ პოლიციასთან იყო გარიგებული, რათა რბოლის დროს მისთვის მეტოქეები ჩამოეშორებინათ.

პაბლო ესკობარი ავტორბოლისას

პაბლო ესკობარი ავტორბოლისას

პაბლო ესკობარი ავტორბოლისას

პაბლო ესკობარი ავტორბოლისას

პაბლო ესკობარი ავტორბოლისას

პაბლო ესკობარი ავტორბოლისას

პაბლო ესკობარი ავტორბოლისას

პაბლო ესკობარი ავტორბოლისას

ამ დროისთვის გაურკვეველია, ვინ დაეპატრონა 1993 წელს კოლუმბიელი ნარკობარონის სიკვდილის შემდეგ მის მანქანას და როგორ აღმოჩნდა ის ამერიკის შეერთებულ შტატებში. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "პორშესთან" ერთად ესკობარი გერმანული "მერსედესის", იაპონური "ტოიოტასა" და ფრანგული "რენოს" მარკის ძვირადღირებულ ავტომობილებს ფლობდა. მისი ავტოფარეხის კიდევ ერთი მშვენება იყო ანტიკვარული "კადილაკი", რომელიც პაბლომ ამერიკელი განგსტერის, ალ კაპონესადმი პატივსაცემის ნიშნად შეიძინა.

კომენტარები

ბოლო ამბები