Thumbnail

მსოფლიოს გამორჩეული ქალაქები: დუბაი

ლევან გოგუაძე პროფილის ფოტო
ლევან გოგუაძე

არაბთა გაერთიანებული საამიროების ყველაზე მრავალრიცხოვანი ქალაქი დუბაი სპარსეთის ყურის სანაპიროზე მდებარეობს. ტერიტორია, რომლის უდიდესი ნაწილიც წარსულში უდაბნოს ეკავა, დროთა განმავლობაში წალკოტად იქცა. ის მე-18 საუკუნიდან დღემდე არნახული ტემპებით იზრდება და უკვე დიდი ხანია, რაც მსოფლიო ეკონომიკის ერთ-ერთ ცენტრს წარმოადგენს.  

ეს სტატია სწორედ შუა აღმოსავლეთის უმდიდრეს ქალაქს, თანამედროვე სამყაროსთვის უწყვეტი განვითარების, ფუფუნებისა და მრავალფეროვნების სიმბოლოდ ქცეულ დუბაის ეძღვნება.

მსოფლიოს გამორჩეული ქალაქები: დუბაი

დუბაი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ქალაქია. სხვადასხვა მონაცემით, მის ტერიტორიაზე ყოველდღიურად 30 ათასამდე სამშენებლო ამწე გამოიყენება, რაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით მომუშავე ამ დანადგარების თითქმის მეოთხედია. ამიტომ, მსგავსი ხედის დანახვა დუბაიში თითქმის ნებისმიერი ფანჯრიდან შეიძლება.

მსოფლიოს გამორჩეული ქალაქები: დუბაი

დუბაი ცათამბჯენების რაოდენობით ერთ-ერთი მოწინავე ქალაქია. ამ დროისთვის იქ 200-ზე მეტი 150 მეტრზე მაღალი შენობა დგას.

მსოფლიოს გამორჩეული ქალაქები: დუბაი

მათ შორისაა ხელოვნურ კუნძულზე განთავსებული, მსოფლიოში ერთადერთ 7-ვარსკვლავიან სასტუმროდ შერაცხული, 56-სართულიანი “ბურჯ ალ არაბი“, რომლის სიმაღლეც დაახლოებით 321 მეტრია. ის ყოველწლიურად არაერთ მნიშვნელოვან ღონისძიებას მასპინძლობს.

მსოფლიოს გამორჩეული ქალაქები: დუბაი

2005 წელს სწორედ ამ შენობის ვერტმფრენის დასაშვებ მოედანზე ჩატარდა ჩოგბურთის ლეგენდების, როჯერ ფედერერისა და ანდრე აგასის მატჩი.

მსოფლიოს გამორჩეული ქალაქები: დუბაი

2013 წელს კი ამავე სასტუმროში, 210 მეტრის სიმაღლეზე F1-ის ვეტერანმა პილოტმა, დევიდ კულტჰარდმა “რედ ბულის“ ბოლიდით საჩვენებელი რბოლა გამართა.

მსოფლიოს გამორჩეული ქალაქები: დუბაი

2017 წელს ამავე ადგილას მოეწყო სავარჯიშო სივრცე კრივში მსოფლიოს ორგზის ჩემპიონისთვის, მძიმეწონოსან ენტონი ჯოშუასთვის.

მსოფლიოს გამორჩეული ქალაქები: დუბაი

აღსანიშნავია, რომ დაახლოებით 55 ათას დოლარად მსურველებს “ბურჯ ალ არაბში“ მოედნის დაქირავება საქორწინო ცერემონიის გასამართადაც შეუძლიათ.

მსოფლიოს გამორჩეული ქალაქები: დუბაი

ამ დროისთვის დუბაიში თითქმის 2 მილიონი, მათ შორის, არაერთი ძვირადღირებული ავტომობილია თავმოყრილი. ამიტომ, ქალაქის ყველაზე მდიდარი მაცხოვრებლები მხოლოდ განსაკუთრებული მანქანის ყიდვას არ ჯერდებიან და მას ძვირფასი ლითონებითა თუ ქვებით აფორმებენ. მაგალითისთვის, ამ მოოქროვილი Bugatti Veyron Grand Sport-ის ფასი რამდენიმე მილიონ დოლარს შეადგენს.

მსოფლიოს გამორჩეული ქალაქები: დუბაი

უკვე წლებია, რაც ემირატების პოლიციის მუდმივად განახლებად ავტოპარკში არაერთი სუპერქარი ირიცხება. 2019 წელს კი სამი ახალი სპორტული ავტომობილი -  Nissan GT-R, Range Rover და Chevrolet C7 Corvette დუბაის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმაც შეიძინა. “ნისანისა“ და “შევროლეს“ მარკის ავტომობილები დაახლოებით 310, ხოლო “რეინჯ როვერი“ 210 კმ/სთ სიჩქარეს ავითარებს.

მსოფლიოს გამორჩეული ქალაქები: დუბაი

დუბაიში მხოლოდ ქალებით დაკომპლექტებული პირველი ელიტური რაზმი, რომელიც VIP პირების უსაფრთხოებას უზრუნველყოფდა, თითქმის ორი ათწლეულის წინ გამოჩნდა. 2016 წელს კი ემირატების პოლიციამ ახალი სპეციალური დანაყოფიც შექმნა, რომელიც ქალაქში პატრულირებს და სავაჭრო ცენტრების ტერიტორიაზე მართლწესრიგის დაცვაზეა პასუხისმგებელი.

მსოფლიოს გამორჩეული ქალაქები: დუბაი

ემირატებში ეგზოტიკური ცხოველები სიმდიდრის სიმბოლოდ მიიჩნევა. ამიტომ ქალაქის ქუჩებში ავტომობილის სავარძელზე მოკალათებულ ან საბელით მოსერინე ლომებს, ვეფხვებს თუ ავაზებს ხშირად შეხვდებით. იმის მიუხედავად, რომ 2017 წელს ამ მტაცებლების ყოლა მკაცრად აიკრძალა, დუბაის მცხოვრებთა ნაწილი სასჯელს, 6 თვემდე პატიმრობას ან 136 ათას აშშ დოლარამდე ჯარიმას არ უფრთხის და მათზე უარს მაინც არ ამბობს.

მსოფლიოს გამორჩეული ქალაქები: დუბაი

არაბთა გაერთიანებულ საამიროებში აქლემი ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ შინაურ ცხოველად მიიჩნევა. დღეისთვის მხოლოდ დუბაიში ამ ძუძუმწოვრის ათეულობით ათასი ინდივიდია რეგისტრირებული. მფლობელები საკუთარ, ზოგჯერ რამდენიმე მილიონ დოლარად შეფასებულ აქლემებს ერთმანეთს დოღში ხშირად აჯიბრებენ. “შეიხების სპორტის“ სახელით ცნობილ ამ გასართობს მრავალსაუკუნოვანი ისტორია გააჩნია. წარსულში ჟოკეები, როგორც წესი, ბავშვები იყვნენ, თუმცა მას შემდეგ, რაც 2002 წელს მცირეწლოვანთა დოღში მონაწილეობა აიკრძალა, ეს ფუნქცია დისტანციურად მართვადმა რობოტებმა შეითავსეს.

მსოფლიოს გამორჩეული ქალაქები: დუბაი

აპარატიდან ოქროს შეძენა სულ რამდენიმე ქვეყანაშია შესაძლებელი. მათ შორისაა არაბთა გაერთიანებული საამიროებიც, სადაც ეს სიახლე ჯერ კიდევ 2010 წელს დაინერგა. მსოფლიოს ერთ-ერთი უმაღლესი ცათამბჯენის, “ბურჯ-ხალიფას“ 124-ე სართულზე განთავსებული მოწყობილობის საშუალებით მოხმარებლებს ფულის გადაცვლა 24 - კარატიან ოქროს მონეტებსა თუ ზოდებში შეუძლიათ.

მსოფლიოს გამორჩეული ქალაქები: დუბაი

დუბაიში მდებარე მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს სავაჭრო ცენტრი “ემირატების მოლი“ 2005 წელს გაიხსნა. ის 600-ზე მეტ მაღაზიას, 100-მდე საკვებ ობიექტსა და არაერთ გასართობ სივრცეს, მათ შორის, 22,500 კვადრატულ მეტრზე გაშენებულ დახურულ სათხილამურო კურორტს აერთიანებს. მის სტუმრებს 85 მეტრი სიმაღლის ხელოვნური მთიდან 400 მეტრ სიგრძეზე დაშვებასთან ერთად, ყინულის გამოქვაბულებში სეირნობა და პინგვინების დათვალიერებაც შეუძლიათ.

მსოფლიოს გამორჩეული ქალაქები: დუბაი

კიდევ ერთი კოლოსალური სავაჭრო ცენტრი “დუბაის მოლი“, რომელიც 502 ათას კვადრატულ მეტრზეა გაშენებული, არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში 2008 წელს გაიხსნა. მაღაზიებისა და საკვები ობიექტების სიმრავლესთან ერთად ის დამთვალიერებელთა ყურადღებას მრავალფეროვანი გასართობი სივრცეებითაც იქცევს. სწორედ მოლის ტერიტორიაზეა განთავსებული უზარმაზარი აკვარიუმი და წყალქვეშა ზოოპარკი, სადაც 300-ზე მეტი სხვადასხვა სახეობის წყლის ცხოველი, მათ შორის, 400-ზე მეტი ზვიგენი ბინადრობს. შენობას ყოველწლიურად 50 მილიონზე მეტი ადამიანი სტუმრობს.

მსოფლიოს გამორჩეული ქალაქები: დუბაი

ყველაზე ძვირადღირებული იტალიური შოკოლადისა და უგანდური ვანილის მარცვლებისგან დამზადებული, 23-კარატიანი ოქროს ფირფიტებითა და ამ ძვირფასი ლითონის მტვრით გაფორმებული დესერტის, “ოქროს ფენიქსის“ ღირებულება დაახლოებით 1000 დოლარს შეადგენს. ქაფქეიქის შეძენა, რომელსაც კლიენტს ასევე ოქროს ლანგრით მიართმევენ, მხოლოდ “დუბაი მოლში“ მდებარე “ბლუმსბერის“ საკონდიტროშია შესაძლებელი.

მსოფლიოს გამორჩეული ქალაქები: დუბაი

მარინას რაიონში, 170 მეტრის სიმაღლეზე განთავსებული ზიპლაინი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გრძელი, სწრაფი და დამრეცია. მსურველებს ცათამბჯენ “ამვაჯის კოშკიდან“ “დუბაი მარინას მოლამდე” ჩასრიალება დაახლოებით 180 აშშ დოლარად შეუძლიათ. ექსტრემალური სპორტის მოყვარულები ერთკილომეტრიან ზიპლაინის ხაზს საშუალოდ 80 კმ/სთ სიჩქარით, ერთ წუთზე ნაკლებ დროში ფარავენ.

მსოფლიოს გამორჩეული ქალაქები: დუბაი

“კარფურის“ პირველი მოტივტივე მაღაზია დუბაის წყლებში 2018 წელს გამოჩნდა. მასთან კატერით, სკუტერითა თუ მცირე ზომის კატარღით მიცურვა და 300-მდე პროდუქტის - გამაგრილებელი სასმელების, საკვებისა და კოსმეტიკის შეძენაა შესაძლებელი. მათთვის კი, ვინც ჰიპერმარკეტთან მისვლას თავად ვერ ახერხებს, შეკვეთა ნავით, 45 წუთამდე დროში მიაქვთ.

მსოფლიოს გამორჩეული ქალაქები: დუბაი

არაბეთის ნახევარკუნძულზე მდებარე უდიდესი მუზეუმის, დაახლოებით 24 ათას კვადრატულ მეტრზეა გაშენებული “აბუ დაბის ლუვრის“ პრომო კამპანიის ფარგლებში 30 ათასი უნიკალური ექსპონატიდან ყველაზე ცნობილი ნამუშევრების ასლები დუბაი-აბუ დაბის ავტომაგისტრალის გასწვრივ გამოიფინა. სპეციალური გადამცემების საშუალებით ექსპოზიციასთან მიახლოებისას მანქანის რადიო მუზეუმის სინგალს ავტომატურად იჭერს და მგზავრებს თითოეული ხელოვნების ნიმუშის შესახებ დეტალურ ინფორმაციას აწვდის.

მსოფლიოს გამორჩეული ქალაქები: დუბაი

ზაფხულში დუბაიში ჰაერის ტემპერატურა ზოგჯერ 40 გრადუსსაც აჭარბებს, რაც ადამიანის ჯანმრთელობისთვის სახიფათოა. ამიტომ, ემირატების საგზაო და სატრანსპორტო დეპარტამენტმა 2007 წელს ავტობუსის გაჩერებებზე კონდიცირებული თავშესაფრების მონტაჟი დაიწყო. ამ დროისთვის ქალაქში რამდენიმე ასეული მსგავსი ნაგეობაა განთავსებული, რომლითაც ყოველთვიურად მილიონზე მეტი ადამიანი სარგებლობს.

მსოფლიოს გამორჩეული ქალაქები: დუბაი

დუბაი მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ქალაქად მიიჩნევა. არაბთა გაერთიანებული საამიროების პოლიცია ამ სტატუსის შენარჩუნებაზე განსაკუთრებით ზრუნავს, რისთვისაც საკუთარ ავტოპარკს “ლამბორგინის”, “პორშეს”, “მერსედესის”, “ბუგატის”, “აუდისა” თუ “ტესლას” მარკის უსწრაფესი ავტომობილებით მუდმივად ავსებს და ტექნოლოგიური სიახლეების დანერგვაზეც ზრუნავს. მათ შორისაა პოლიციის მფრინავი მოტოციკლიც. მისი მუშა ვერსიის შესაქმნელად ემირატების ხელისუფლება უკვე წლებია, სხვადასხვა კომპანიასთან თანამშრომლობს.

კომენტარები

ბოლო ამბები