Thumbnail

დღის ფოტო: ვუალის სახელით ცნობილი პლანეტური ნისლეული

იზა გვარამაძე პროფილის ფოტო
იზა გვარამაძე

ამერიკის შეერთებული შტატების აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნულმა სააგენტომ (NASA) ევროპელ კოლეგებთან ერთად ვუალის სახელით ცნობილი პლანეტური ნისლეულის ახალი, მაღალი გარჩევადობის სურათი გაავრცელა. როგორც ცნობილია, შთამბეჭდავი გამოსახულების მისაღებად ასტრონომებმა ჰაბლის კოსმოსურ ტელესკოპზე დამონტაჟებული კამერის WFC3 მიერ გადაღებული ფოტოები გამოიყენეს. 

ვუალის პლანეტური ნისლეული, რომელიც ინგლისელმა ასტრონომმა, უილიამ ჰერშელმა 1784 წლის 5 სექტემბერს აღმოაჩინა, გედის თანავარსკვლავედში მდებარეობს და ჩვენგან 2,400 სინათლის წლით არის დაშორებული. ის გედის მარყუჟის სახელით ცნობილი ზეახალი ვარსკვლავის ნარჩენის ხილული ნაწილია. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ნისლეული საათში დაახლოებით 1,5 მილიონი კილომეტრით ფართოვდება. სურათზე მასიური ვარსკვლავის აფეთქების შედეგად წარმოქმნილი აირის იონიზებული ღრუბელი ჩანს, რომელიც ჟანგბადისგან, წყალბადისა და აზოტისგან შედგება.

ვუალის სახელით ცნობილი პლანეტური ნისლეული

ფოტო: NASA/ESA

კომენტარები

ბოლო ამბები