Thumbnail

დღის ფოტო: პოლარული ნათება ვულკან ფაგრადალსფიალის თავზე

იზა გვარამაძე პროფილის ფოტო
იზა გვარამაძე

ისლანდიის ქალაქ კუვაგონურში მცხოვრები ფოტოგრაფი, კრისტოფერ მეთიუსი უჩვეულო სანახაობის მომსწრე გახდა. მან ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარე რეიკიანესის ნახევარკუნძულზე მიმდინარე წლის 19 მარტს გააქტიურებული ვულკან ფაგრადალსფიალის თავზე პოლარული ციალი დააფიქსირა. სურათი, რომელზეც ერთდროულად ორი ბუნებრივი მოვლენაა აღბეჭდილი, მეთიუსმა 24-მილიმეტრიანი ლინზით აღჭურვილი ფოტოკამერით Canon 6D DSLR გადაიღო. შთამბეჭდავი კადრის მისაღებად მან 4-წამიანი ექსპოზიცია გამოიყენა.

პოლარული ციალი, იგივე ავრორა ბორეალისი მზის ქარის დროს გამოტყორცნილი ნაწილაკების დედამიწის ატმოსფეროსთან ურთიერთქმედებისას წარმოიქმნება. მომწვანო, მოვარდისფრო, იისფერი და ნარინჯისფერი სხივების ცაზე ხილვა სექტემბრიდან აპრილამდე ჩვენი პლანეტის ჩრდილოეთ ნახევარსფეროში, მარტიდან სექტემბრამდე კი სამხრეთ ნახევარსფეროში, განსაკუთრებით ბუნიობის დროს, რამდენიმე საათიდან რამდენიმე დღემდე დროის პერიოდშია შესაძლებელი.

პოლარული ნათება ვულკან ფაგრადალსფიალის თავზე

ფოტო: Christopher Mathews

კომენტარები

ბოლო ამბები