Thumbnail

Neuralink-ის პრეზიდენტი: იურული პერიოდის პარკის შექმნა შესაძლებელია

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

ილონ მასკის ნეიროტექნოლოგიური კომპანიის Neuralink თანადამფუძნებლისა და მოქმედი პრეზიდენტის, მაქს ჰოდაკის განცხადებით, თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით ნამდვილი იურული პერიოდის პარკის შექმნა სრულიად შესაძლებელია. აღნიშნული მოსაზრება მან თავის ტვიტერის გვერდზე ახლახან გამოქვეყნებულ პოსტში გამოთქვა.

ქარვაში ყველაზე პატარა დინოზავრის თავის ქალა აღმოაჩინეს

"იურული პერიოდის პარკი" ერთ-ერთია სამეცნიერო-ფანტასტიკური ჟანრის იმ ექვსი ფილმიდან, რომელიც ამერიკელი მწერლის, მაიკლ კრაიტონის ამავე სახელწოდების ნაწარმოების მიხედვით გადაიღეს. მასში მოქმედება თემატური პარკის გარშემო ვითარდება, რომელშიც სპეციალისტების მიერ კლონირებული დინოზავრები ბინადრობენ. მაქს ჰოდაკის აზრით, მსგავსი რამ რეალობისგან შორს სულაც არაა, რადგან გენეტიკური კვლევებისას მიღწეული შედეგები ამის საშუალებას უკვე გვაძლევს.

მაქს ჰოდაკის განცხადებით, თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით ნამდვილი იურული პარკის შექმნა სრულიად შესაძლებელია.

"თუ მოვინდომებთ, იურული პარკის შექმნას შევძლებთ, თუმცა იქ ნამდვილი დინოზავრების იდენტური გენეტიკის მქონე ცხოველები არ იქნებიან. სუპერეგზოტიკურ სახეობებს თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით მათი გამოყვანის დაახლოებით 15-წლიანი პროცესის შედეგად მივიღებთ. ბიომრავალფეროვნება ცალსახად ღირებული რამაა, შესაბამისად, ცხოველების დაცვა და მათი შენარჩუნება ძალზე მნიშვნელოვანია, მაგრამ რატომ უნდა გავჩერდეთ აქ? რატომ არ უნდა შევუწყოთ ხელი ახალი ორგანიზმების ჩამოყალიბებას?", - ვკითხულობთ მაქს ჰოდაკის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში.

მეცნიერებმა 100 მილიონი წლის წინ ოკეანეში დამარხული ბაქტერიები გააცოცხლეს

აღსანიშნავია, რომ გარემოს დამცველები გადაშენებული სახეობების გაცოცხლებას უკვე მრავალი წელია ეწინააღმდეგებიან. მათი აზრით, ეკოსისტემა, რომელშიც ისინი ბინადრობდნენ, უკვე შეიცვლა. აქედან გამომდინარე, ბუნებაში მათი დაბრუნება ან იქ სხვა, სრულიად ახალი ცხოველების გაჩენა უარყოფითი შედეგების მომტანი იქნება არა მხოლოდ გარემოსთვის, არამედ თავად ამ არსებებისთვისაც.

კომენტარები

ბოლო ამბები