არქიტექტურული ფოტოკონკურსი, რომელიც აშშ-ის ქალაქ ნიუ იორკში ამერიკის არქიტექტორთა ინსტიტუტმა (AIA) დააარსა, უკვე მეოთხე წელია ტარდება. მისი მიზანი პროფესიონალი თუ მოყვარული ფოტოგრაფების მიერ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მდებარე საინტერესო ნაგებობებისთვის გადაღებული შთამბეჭდავი სურათების ფართო საზოგადოებისთვის გაზიარებაა.
► ნახეთ: არქიტექტურული ფოტოკონკურსის საუკეთესო ნამუშევრები
წლევანდელი კონკურსის საუკეთესო ფოტოსურათები კომპეტენტურმა ჟიურიმ სხვადასხვა ნომინაციაში გამოავლინა. მათ შორის უმაღლესი შეფასება მარიუს ნიმიცის მიერ გადაღებულმა სურათმა, სახელწოდებით "ტრანსფორმაცია" და ცუ ჩინ იუს ნამუშევარმა "აბრეშუმის გარსიდან" დაიმსახურა. პირველი მათგანი ინდოეთის ქალაქ მუმბაის ურბანულ განვითარებას გვიჩვენებს, მეორეზე კი ტაივანის ქალაქ ტაიბეიში მდებარე შენობაა აღბეჭდილი.
წარმოგიდგენთ კონკურსის სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულ ნამუშევრებს:
კომენტარები