Thumbnail

ნახეთ: ბრინჯაოს ხანის ქვის ფირფიტა უძველესი სამგანზომილებიანი რუკა აღმოჩნდა

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

საფრანგეთში მდებარე დასავლეთ ბრეტანის უნივერსიტეტსა და ამავე ქვეყნის სამეცნიერო კვლევების სახელმწიფო ცენტრში მომუშავე სპეციალისტებმა ბრიტანელ კოლეგებთან ერთად ბრინჟაოს ხანის ქვის ფირფიტის შესწავლის შედეგად დაადგინეს, რომ ის ევროპის ტერიტორიაზე მიკვლეული უძველესი სამგანზომილებიანი რუკაა. ამის შესახებ მათი ახალი ნაშრომი გამოცემაში Bulletin de la Société Préhistoire Française გამოქვეყნდა.

მეცნიერებმა მთვარის დეტალური გეოლოგიური რუკა შეადგინეს

2 მეტრი სიგრძისა და 1,5 მეტრი სიგანის გრავირებულ ფირფიტას ფრანგმა არქეოლოგმა, პოლ დუ შატელიემ ფინისტერის დეპარტამენტში მდებარე პრეისტორიული სასაფლაოს ერთ-ერთ სამარხში 1900 წელს მიაგნო, თუმცა მაშინ მისი დანიშნულება ვერ ამოხსნეს. საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში არტეფაქტი დავიწყებას მიეცა. ის ჯერ მეცნიერის პირად კოლექციაში ინახებოდა, შემდეგ კი საფრანგეთის სახელმწიფო არქეოლოგიური მუზეუმის კუთვნილებაში გადავიდა. სპეციალისტებმა ქვა 2014 წელს ხელახლა აღმოაჩინეს და მასზე ამოკვეთილი გამოსახულების შესწავლა გადაწყვიტეს.

ევროპაში აღმოჩენილი უძველესი სამგანზომილებიანი რუკა

ფოტო:  Denis Gliksman

ევროპაში აღმოჩენილი უძველესი სამგანზომილებიანი რუკა

ფოტო:  Denis Gliksman

ევროპაში აღმოჩენილი უძველესი სამგანზომილებიანი რუკა

ფოტო:  Denis Gliksman

ევროპაში აღმოჩენილი უძველესი სამგანზომილებიანი რუკა

ფოტო:  Denis Gliksman

ევროპაში აღმოჩენილი უძველესი სამგანზომილებიანი რუკა

ფოტო:  Denis Gliksman

ნაშრომის ავტორთა კვლევამ ცხადყო, რომ ფირფიტაზე ამოტვიფრული, ერთმანეთთან დაკავშირებული ხაზები ტოპოგრაფიულ ინფორმაციას შეიცავს და სამგანზომილებიან რუკას ქმნის. ეს უკანასკნელი ფინისტერის დეპარტამენტში არსებულ მდინარე ოდეს ხეობის იმ ნაწილს გვიჩვენებს, რომელიც 30 კილომეტრის სიგრძესა და 21 კილომეტრის სიგანეზეა გადაჭიმული. მეცნიერთა განცხადებით, რუკაზე აღნიშნული არეალის ლანდშაფტი 80-პროცენტიანი სიზუსტითაა ასახული.

ამ რუკით გაიგებთ, რა იყო თქვენი ქალაქის ადგილზე მილიონობით წლის წინ

მკვლევართა თქმით, მსგავსი რუკები მსოფლიოში მრავლად გვხვდება, თუმცა კონკრეტული მასშტაბით მხოლოდ ფინისტერის დეპარტამენტში აღმოჩენილი არტეფაქტია შედგენილი. ვარაუდობენ, რომ ის ბრინჯაოს ხანაში მცხოვრები პიროვნებისთვის შექმნეს, რომელიც ფირფიტაზე ნაჩვენები ტერიტორიის მფლობელი იყო. მეცნიერები აცხადებენ, რომ ახალი მიგნება იმდროინდელი საზოგადოების გეოგრაფიული ცოდნის შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაწვდის.

კომენტარები

ბოლო ამბები