Thumbnail

ნახეთ: Sony-მ ახალი სმარტფონები წარადგინა

იზა გვარამაძე პროფილის ფოტო
იზა გვარამაძე

იაპონურმა კორპორაციამ Sony ტოკიოში მდებარე სათავო ოფისში გამართულ ონლაინ ღონისძიებაზე ახალი სმარტფონები Xperia 1 III, Xperia 5 III და Xperia 10 III წარადგინა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მობილური მოწყობილობები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ტექნიკის მაღაზიებში ზაფხულის დასაწყისიდან გამოჩნდება.

► კომპანიამ Xiaomi Mi 11 სერიის ახალი სმარტფონები წარადგინა

Xperia 1 III-ს 6,5-დუიმიანი OLED ეკრანი აქვს და 5G მხარდაჭერით სარგებლობს. ის ოპერაციულ სისტემაზე Android 11 მუშაობს და კომპანია Qualcomm-ის უმძლავრესი პროცესორით Snapdragon 888 არის აღჭურვილი. სმარტფონის ოპერატიული მეხსიერება 12GB, შიდა მეხსიერება 256GB ან 512GB, ელემენტის ტევადობა კი 4500 mAh-ია. მის უკანა კორპუსზე 12-მეგაპიქსელიანი მთავარი კამერა, 12-მეგაპიქსელიანი ფართოკუთხოვანი და 12-მეგაპიქსელიანი ტელეფოტო კამერები, ასევე, 0.3-მეგაპიქსელიანი სიღრმის სენსორია განლაგებული. მობილური მოწყობილობით 4K გარჩევადობის ვიდეოს, მისი წინა კამერით კი 8-მეგაპიქსელიანი სურათების გადაღებაა შესაძლებელი. მოდელის სისქე 8,2 მილიმეტრია, წონა კი 186 გრამი.

Sony-ს ახალი სმარტფონი Xperia 1 III. ფოტო: Sony

Xperia 5 III-ის OLED ეკრანის ზომა 6,1 დუიმია. ის ოპერაციულ სისტემაზე Android 11 მუშაობს, პროცესორით Snapdragon 888 არის აღჭურვილი და 5G მხარდაჭერით სარგებლობს. მობილური მოწყობილობის ოპერატიული მეხსიერება 8GB, შიდა მეხსიერება კი 128GB ან 256GB-ია. რაც შეეხება ელემენტის ტევადობას, ის 4500 mAh-ს შეადგენს. სმარტფონს 12-მეგაპიქსელიანი მთავარი კამერა, ასევე, 12-მეგაპიქსელიანი ფართოკუთხოვანი და 12-მეგაპიქსელიანი ტელეფოტო კამერები აქვს. Xperia 5 III-ით 4K გარჩევადობის ვიდეოს, მისი წინა კამერით კი 8-მეგაპიქსელიან სურათების გადაღებაა შესაძლებელი. მოდელის სისქე 8,2 მილიმეტრია, წონა კი 168 გრამი.

Sony-ს ახალი სმარტფონები Xperia 5 III და Xperia 10 III. ფოტო: Sony

Xperia 10 III-ს 6-დუიმიანი OLED ეკრანი აქვს და 5G მხარდაჭერით სარგებლობს. ის ოპერაციულ სისტემაზე Android 11 მუშაობს და პროცესორით Snapdragon 690 არის აღჭურვილი. სმარტფონის ოპერატიული მეხსიერება 6GB, შიდა მეხსიერება 128GB, ელემენტის ტევადობა კი 4500 mAh-ია. მის უკანა კორპუსზე 12-მეგაპიქსელიანი მთავარი კამერა, 8-მეგაპიქსელიანი ფართოკუთხოვანი და 8-მეგაპიქსელიანი ტელეფოტო კამერებია განლაგებული. მობილური მოწყობილობა 4K გარჩევადობის ვიდეოს, მისი წინა კამერა კი 8-მეგაპიქსელიან ფოტოებს იღებს. აღნიშნული მოდელი 8,3 მილიმეტრი სისქისაა და 169 გრამს იწონის.

► კომპანია LG სმარტფონების ბაზარს ტოვებს

ამ დროისთვის უცობია, რა ეღირება Sony-ს ახალი სმარტფონები, თუმცა კომპანიის წარმომადგენელთა განცხადებით, მსურველები შავი, ნაცრისფერი და იისფერი Xperia 1 III-ის, ასევე, შავი, მწვანე და ვარდისფერი Xperia 5 III-ის შეძენას შეძლებენ. რაც შეეხება Xperia 10 III-ს, მომხმარებლებისთვის მისი შავი, თეთრი, ცისფერი და ვარდისფერი მოდელები იქნება ხელმისაწვდომი.

კომენტარები

ბოლო ამბები