Thumbnail

კომპანია Samsung ახალ მოწყობილობებს 28 აპრილს წარადგენს

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

სამხრეთკორეული ტექნოლოგიური კომპანია Samsung საზოგადოებას ახალ მოწყობილობებს 28 აპრილს დაგეგმილ ონლაინ ღონისძიებაზე წარუდგენს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პირდაპირი ტრანსლაცია თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება. მისთვის თვალყურის დევნება მწარმოებლის ოფიციალურ YouTube არხზე იქნება შესაძლებელი.

ნახეთ: Samsung-მა A სერიის ახალი სმარტფონები წარადგინა

კომპანიამ აღნიშნული ღონისძიება ახლახან გამოქვეყნებულ ვიდეოში დააანონსა, რომლის მიხედვითაც Galaxy-ის სერიის ყველაზე მძლავრ მოწყობილობას უნდა ველოდოთ. კადრებში ყუთია ნაჩვენები, რომელიც შიგნიდან ანათებს. მისი ზომიდან გამომდინარე, ვარაუდობენ, რომ Samsung მომხმარებელს არა ახალ სმარტფონებს, არამედ ლეპტოპებს შესთავაზებს. წინასწარი ინფორმაციით, ეს იქნება Samsung Galaxy Book Pro და Samsung Galaxy Book Pro 360.

 

მათ შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი, თუმცა ინტერნეტში რამდენიმე ძირითადმა მახასიათებელმა მაინც გაჟონა. მედიის ცნობით, Galaxy Book Pro-სა და Pro 360-ის სხვადასხვა მოდელს 13.3 და 15.6-დუიმიანი OLED ეკრანი ექნება. თითოეული მათგანი Windows 10-ის ოპერაციულ სისტემაზე იმუშავებს და Intel-ის მიერ წარმოებული მე-11 თაობის უმძლავრესი პროცესორით Tiger Lake, ასევე, გრაფიკული პროცესორით Iris Xe და LPDDR4X ტიპის ოპერატიული მეხსიერების ბარათით აღიჭურვება.

კომპანია Apple ახალ მოწყობილობებს 20 აპრილს წარადგენს

თეთრ ფერში გადაწყვეტილ Galaxy Book Pro-ს ვერცხლისფერი შეფერილობის Pro 360-ისგან განსხვავებით, ტრადიციული დიზაინი ექნება. როგორც ამ უკანასკნელის სახელი მიანიშნებს, ის ღერძზე 360 გრადუსით შემობრუნებას შეძლებს და სენსორული ეკრანითაც აღიჭურვება, ანუ მომხმარებელთა წინაშე 2-1-ში მოწყობილობის სახით წარდგება. გავრცელებული ინფორმაციით, ზემოხსენებული მოდელი 5G მხარდაჭერითაც ისარგებლებს.

ლეპტოპების სავარაუდო ღირებულება და მათი გამოშვების თარიღი ჯერჯერობით უცნობია. გაურკვეველია ისიც, თუ რომელ ქვეყნებში ვიხილავთ პირველად გასაყიდად გამოტანილ ახალ მოდელებს. ამ ყველაფერს საზოგადოება 28 აპრილს ჩანიშნულ ღონისძიებაზე შეიტყობს.

კომენტარები

ბოლო ამბები