Thumbnail

დღის ფოტო: კურდღლების ჩხუბი ნორვეგიის ტყეში

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

ნორვეგიელმა ფოტოგრაფმა, არლენ ჰოორბერგმა ქვეყნის დასავლეთ ნაწილში, მერე-ოგ- რუმსდალის საგრაფოში მდებარე ვოლდალენის ტყეში შთამბეჭდავი სურათების გადაღება შეძლო. მათზე მამრობითი სქესის თეთრი კურდღლებია აღბეჭდილი, რომლებიც თოვლიან ღამეს მდედრის გამო ჩხუბობენ.

კურდღლისებრთა ოჯახის ეს წარმომადგენლები, ძირითადად, პოლარულ რეგიონებში, მთიან ადგილებში ბინადრობენ. ცხოველთა აღნიშნული სახეობა 12 წლამდე ცოცხლობს და დიდი ზომით გამოირჩევა. მათი სიგრძე 65 სანტიმეტრს აღწევს, წონა კი 5 კილოგრამს აჭარბებს. ხშირად, მამრებს მდედრთან შესაჯვარებლად ერთმანეთთან ბრძოლა უწევთ, რა დროსაც უკანა კიდურებზე დგებიან და მეტოქეს წინა თათებით ეპაექრებიან. სწორედ მსგავსი სცენაა ნაჩვენები პროფესიონალი ფოტოგრაფის მიერ დაფიქსირებულ კადრებში.

თოვლში მოჩხუბარი კურდღლები

ფოტო: Erlend Haarberg

თოვლში მოჩხუბარი კურდღლები

ფოტო: Erlend Haarberg

თოვლში მოჩხუბარი კურდღლები

ფოტო: Erlend Haarberg

თოვლში მოჩხუბარი კურდღლები

ფოტო: Erlend Haarberg

თოვლში მოჩხუბარი კურდღლები

ფოტო: Erlend Haarberg

თოვლში მოჩხუბარი კურდღლები

ფოტო: Erlend Haarberg

კომენტარები

ბოლო ამბები