Thumbnail

მეცნიერების თქმით, რადიაცია, შესაძლოა, ჯანმრთელობისთვის სასარგებლო იყოს

იზა გვარამაძე პროფილის ფოტო
იზა გვარამაძე

ისრაელის ქალაქ ბეერ-შევაში განლაგებულ ბენ-გურიონის სახელობის უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერების განცხადებით, ფონური გამოსხივება, შესაძლოა, ჯანმრთელობისთვის სასარგებლო იყოს. ამის შესახებ მათი ნაშრომი გამოცემაში Biogerontology გამოქვეყნდა.

► მეცნიერებმა მთვარეზე რადიაციის დონე პირველად განსაზღვრეს

ფონური გამოსხივება მაიონებელი რადიაციის ერთ-ერთი სახეა, რომელიც, როგორც ბუნებრივი, ისე ხელოვნური გზით წარმოიქმნება. პირველ შემთხვევაში მისი წყარო კოსმოსიდან მომავალი რადიაცია და ბუნებაში არსებული რადიოაქტიური ნივთიერებებია, მეორე შემთხვევაში კი ის, ძირითადად, მედიცინაში გამოყენებული რენტგენული სხივების შედეგად ან ბირთვული იარაღის გამოცდის შემთხვევაში ყალიბდება. იმის გასარკვევად, თუ როგორ გავლენას ახდეს ჯანმრთელობაზე ფონური გამოსხივება, მეცნიერებმა ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრები 320 მილიონზე მეტი ადამიანის მონაცემები შეისწავლეს, რომელიც 1960-იანი წლების შემდეგაა შეგროვებული.

კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ადამიანები, რომლებიც ისეთ გარემოში ცხოვრობდნენ, სადაც მაღალი ფონური გამოსხივება შეინიშნებოდა, ნაკლებად ავადდებოდნენ ფილტვის, პანკრეასის, მსხვილი ნაწლავისა და სწორი ნაწლავის კიბოთი. 

კვლევის დროს სპეციალისტებმა აღმოაჩინეს, რომ ადამიანები, რომლებიც ისეთ გარემოში ცხოვრობდნენ, სადაც მაღალი ფონური გამოსხივება შეინიშნებოდა, ნაკლებად ავადდებოდნენ ფილტვის, პანკრეასის, მსხვილი და სწორი ნაწლავების კიბოთი. ამის გარდა, მეცნიერთა განცხადებით, მსგავს ადგილებში მოსახლეობის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა დაახლოებით 2,5 წლით მეტია ვიდრე იქ, სადაც ფონური რადიაციის შედარებით დაბალი დონეა. შედეგად, მკვლევართა ჯგუფმა დაადგინა, რომ მაღალი ფონური გამოსხივება ჯანმრთელობისთვის არათუ უვნებელია, არამედ მასზე დადებითი გავლენის მოხდენაც კი შეუძლია. ჯერჯერობით უცნობია, როგორი ეფექტი მიიღწევა ამ მხრივ ხელოვნურად წარმოქმნილი რადიაციის შემთხვევაში.

► მექსიკაში სიცოცხლისთვის საშიში რადიოაქტიური ნივთიერებები მოიპარეს

მეცნიერთა უმეტესი ნაწილი ამ დრომდე მიიჩნევს, რომ მაიონებელ რადიაციას ადამიანთა ჯანმრთელობისთვის უდიდესი ზიანის მიყენება შეუძლია. ის დღემდე მოიაზრება კიბოს, გენეტიკური მუტაციისა და ტერატოგენური ეფექტების, მათ შორის, ემბრიონის ანომალიური განვითარების უმთავრეს გამომწვევ მიზეზად.

კომენტარები

ბოლო ამბები