Thumbnail

დღის ფოტო: ვარსკვლავი AG Carinae ჰაბლის ტელესკოპის ობიექტივში

იზა გვარამაძე პროფილის ფოტო
იზა გვარამაძე

ამერიკის შეერთებული შტატების აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნულმა სააგენტომ (NASA) ევროპელ კოლეგებთან ერთად AG Carinae-ს სახელით ცნობილი გიგანტური ვარსკვლავის ახალი ფოტო გაავრცელა. შთამბეჭდავი გამოსახულება ჰაბლის ტელესკოპმა დააფიქსირა, რომელიც კოსმოსში 1990 წლის 24 აპრილს გაგზავნეს. ასტრონომებმა სურათი სწორედ ამ აპარატის გაშვებიდან გასული 31 წლის აღსანიშნავად გამოაქვეყნეს.

ირმის ნახტომის გალაქტიკის ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი AG Carinae გემის ხერხემლის თანავარსკვლავედში მდებარეობს და ჩვენგან 20 ათასი სინათლის წლით არის დაშორებული. ის აირისა და მტვრის გარსით არის გარშემორტყმული, რომელიც 5 სინათლის წლის მანძილზე ვრცელდება. მეცნიერების განცხადებით, ამ უზარმაზარი სტრუქტურის ჩამოყალიბებას ათასობით წლის წინ მომხდარმა მასშტაბურმა ამოფრქვევებმა შეუწყო ხელი. სპეციალისტების გამოთვლებით, AG Carinae-ს მასა ჩვენი მზისას დაახლოებით 70-ჯერ აღემატება. მათივე თქმით, მნათობმა, შესაძლოა, კიდევ 5-6 მილიონი წლის განმავლობაში იარსებოს.

ჰაბლის ტელესკოპის მიერ გადაღებული გიგანტური ვარსკვლავი AG Carinae

ფოტო: NASA/ESA

   

 

კომენტარები

ბოლო ამბები