Thumbnail

დღის ფოტო: ტორნადო და ცისარტყელა ერთ კადრში

იზა გვარამაძე პროფილის ფოტო
იზა გვარამაძე

აშშ-ის ტექსასის შტატში მდებარე ქალაქ ვერნონთან ახლოს ფოტოგრაფებმა ერთდროულად ორი შთამბეჭდავი ატმოსფერული მოვლენა დააფიქსირეს. მათ მიერ გადაღებულ სურათებზე, რომლებიც სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა, ერთმანეთის გვერდით ტორნადო და ცისარტყელაა ნაჩვენები. როგორც ცნობილია, აღნიშნულ არეალში ამავე დღეს რამდენიმე ტორნადო წარმოიქმნა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სტიქიურ მოვლენას ნგრევა და მსხვერპლი არ მოჰყოლია.

ტორნადო მბრუნავი ჰაერის სვეტია, რომელიც ძირითადად წვიმის ღრუბლების ქვედა ნაწილში წარმოიქმნება და დედამიწის ზედაპირისკენ ეშვება. სპეციალისტების განცხადებით, მისი გარშემოწერილობა 80 მეტრიდან 3 კილომეტრამდეა, სიჩქარე კი 180-იდან 480 კმ/სთ-მდე მერყეობს. რაც შეეხება ცისარტყელას, აღნიშნულ ატმოსფერულ მოვლენას მზიდან მომავალი სინათლის ჰაერში არსებულ წყლის წვეთებთან ურთიერთქმედება იწვევს.

ერთ კადრში მოქცეული ტორნადო და ცისარტყელა

ფოტო: Ryan Shepard

ერთ კადრში მოქცეული ტორნადო და ცისარტყელა

ფოტო: Greg McLaughlin

ერთ კადრში მოქცეული ტორნადო და ცისარტყელა

ფოტო: Aaron Jayjack

ერთ კადრში მოქცეული ტორნადო და ცისარტყელა

ფოტო: Charles Peek

კომენტარები

ბოლო ამბები