Thumbnail

ნახეთ: სამხრეთ აფრიკაში ჰომინიდების უძველესი საცხოვრებელი აღმოჩინეს

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

ისრაელში მდებარე იერუსალიმის ებრაულ უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერები კანადელ და ფრანგ კოლეგებთან ერთად აცხადებენ, რომ სამხრეთ აფრიკის ტერიტორიაზე, კალაჰარის უდაბნოში განლაგებული ვონდერვერკის სახელით ცნობილი გამოქვაბული ჰომინიდების უძველესი საცხოვრებელია. გამოცემაში Quaternary Science Reviews ახლახან გამოქვეყნებული ნაშრომის ავტორთა თქმით, ისინი იქ პირველად 2 მილიონი წლის წინ დასახლდნენ.

ჩვენი წინაპრები 3 მილიონი წლის წინ ჯერ კიდევ ხეებზე ცხოვრობდნენ

ჩრდილოეთ კაპლანდის პროვინციაში მდებარე ვონდერვერკის გამოქვაბული, რომელიც 140 მეტრზეა გადაჭიმული, მეცნიერთა ყურადღების ცენტრში 1940-იან წლებში მოექცა. ადგილს, რომლის სახელიც აფრიკაანსზე "სასწაულს" ნიშნავს, სპეციალისტები დიდი ხანია იკვლევენ. დანალექი ქანების შესწავლისას მათ არაერთ არტეფაქტს მიაგნეს, მათ შორისაა ქვის პრიმიტიული იარაღები, იმავე მასალისგან დამზადებული შედარებით დახვეწილი ნაჯახები, კედლის მხატვრობის ნიმუშები, კრისტალების კოლექცია და ცეცხლის კვალიც კი. თითოეული მათგანი ჰომინიდების განვითარების სხვადასხვა ეტაპს ასახავს. მეცნიერთა განცხადებით, ეს იმაზე მიანიშნებს, რომ იქაურობას ისინი საცხოვრებლად მრავალი წლის განმავლობაში იყენებდნენ.

ვონდერვერკის გამოქვაბული

ფოტო: Wonderwerk Cave Project

ვონდერვერკის გამოქვაბული

ფოტო: Wonderwerk Cave Project

ვონდერვერკის გამოქვაბული

ფოტო: Wonderwerk Cave Project

ვონდერვერკის გამოქვაბული

ფოტო: Wonderwerk Cave Project

ვონდერვერკის გამოქვაბული

ფოტო: Wonderwerk Cave Project

ვონდერვერკის გამოქვაბული

ფოტო: Wonderwerk Cave Project

ნაშრომის ავტორთა კვლევამ აჩვენა, რომ ვონდერვერკის გამოქვაბულში პირველი ჰომინიდები 2 მილიონი წლის წინ დასახლდნენ. სავარაუდოდ, ესენი ავსტრალოპითეკები ან ჰომო ჰაბილისები, ანუ მარჯვე ადამიანები იყვნენ. მას შემდეგ ისინი ამ ადგილს პერიოდულად სტუმრობდნენ, იქ ღამეს ათევდნენ, საკვებს ამზადებდნენ, თბებოდნენ და მტაცებლებისგან იცავდნენ თავს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბოლოს იქ ევროპელი ფერმერები ცხოვრობდნენ, სანამ 1900-იან წლებში სახლს არ ააშენებდნენ. აღსანიშნავია, რომ ვონდერვერკის გამოქვაბულს ადგილობრივებისთვის დღემდე საკრალური მნიშვნელობა აქვს.

ავსტრალიაში გამოქვაბულის მხატვრობის უძველესი ნიმუში აღმოაჩინეს

მეცნიერები ფიქრობენ, რომ მათი მიგნება კაცობრიობის განვითარების შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას მოგვაწვდის. ისინი მომავალში გამოქვაბულის უკეთ შესწავლას გეგმავენ და იმედოვნებენ, რომ მასთან დაკავშირებულ კითხვებზე პასუხის გაცემას შეძლებენ.

კომენტარები

ბოლო ამბები