Thumbnail

ნახეთ: Vivo-მ V21 სერიის ახალი სმარტფონები წარადგინა

იზა გვარამაძე პროფილის ფოტო
იზა გვარამაძე

ჩინურმა ტექნოლოგიურმა კომპანიამ Vivo მიმდინარე წლის 27 აპრილს გამართულ ონლაინ ღონისძიებაზე V21 სერიის ახალი სმარტფონები წარადგინა, მათ შორისაა V21, V21 5G და V21e. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მობილური მოწყობილობების გაყიდვა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში 5 მაისიდან დაიწყება.

ნახეთ: Sony-მ ახალი სმარტფონები წარადგინა

V21-სა და V21 5G-ის 6,44-დუიმიანი AMOLED ეკრანი აქვთ, ოპერაციულ სისტემაზე Android 11 მუშაობენ და კომპანია MediaTek-ის პროცესორით Dimensity 800U 5G არიან აღჭურვილი. როგორც სახელწოდებიდან ჩანს, მეორე მოდელი 5G მხარდაჭერით სარგებლობს. სმარტფონების ოპერატიული მეხსიერება 8GB, შიდა მეხსიერება 128GB, ელემენტის ტევადობა კი 4,000 mAh-ია. მათ უკანა კორპუსზე 64-მეგაპიქსელიანი მთავარი კამერა, 8-მეგაპიქსელიანი ფართოკუთხოვანი კამერა და 2-მეგაპიქსელიანი მაკრო ლინზაა განლაგებული. მობილური მოწყობილობებით 4K გარჩევადობის ვიდეოს, მათი წინა კამერით კი 44-მეგაპიქსელიანი სურათების გადაღებაა შესაძლებელი. მოდელების სისქე 7,3 მილიმეტრია, წონა კი 176 გრამი.

ახალი სმარტფონი V21. ფოტო: Vivo 

V21e-ის AMOLED ეკრანის ზომაც 6,44 დუიმია. ის ოპერაციულ სისტემაზე Android 11 მუშაობს და კომპანია Qualcomm-ის მძლავრი პროცესორით Snapdragon 720G არის აღჭურვილი. სმარტფონის ოპერატიული მეხსიერება 8GB-ია, შიდა მეხსიერება კი 128GB. რაც შეეხება ელემენტის ტევადობას, ის 4000 mAh-ის შეადგენს. V21e-ს 64-მეგაპიქსელიანი მთავარი კამერა, 8-მეგაპიქსელიანი ფართოკუთხოვანი კამერა და 2-მეგაპიქსელიანი მაკრო ლინზა აქვს. მობილური მოწყობილობით 4K გარჩევადობის ვიდეოს, მისი წინა კამერით კი 44-მეგაპიქსელიანი სურათების გადაღებაა შესაძლებელი. აღნიშნული მოდელის სისქე 7,4 მილიმეტრია, წონა კი 171 გრამი.

ახალი სმარტფონი V21e. ფოტო: Vivo

Vivo-ს წარმომადგენლების განცხადებით, მსურველები V21-ისა და V21 5G-ის ცისფერსა და ვარდისფერში გარდამავალი, ასევე, ლურჯი და თეთრი მოდელების შეძენას შეძლებენ. მათი ფასი 390 აშშ დოლარით არის განსაზღვრული. რაც შეეხება V21e-ს, მომხმარებლებისთვის ის მოცისფრო-მოვარდისფრო და შავ ფერში იქნება ხელმისაწვდომი. როგორც ცნობილია, აღნიშნული მოდელი დაახლოებით 320 აშშ დოლარი ეღირება.

კომენტარები

ბოლო ამბები