Thumbnail

ორბიტული ნარჩენები ღამის ცის გადანათებას იწვევს

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

სლოვაკეთის მეცნიერებათა აკადემიაში მომუშავე სპეციალისტები ამერიკელ და ესპანელ კოლეგებთან ერთად აცხადებენ, რომ დედამიწის გარშემო მოძრავი ორბიტული ნარჩენები და ხელოვნური თანამგზავრები ღამის ცის არაბუნებრივად განათებას იწვევს, რამაც, შესაძლოა, კოსმოსზე დაკვირვებას შეუშალოს ხელი. ამის შესახებ დეტალური ინფორმაცია სამეფო ასტრონომიული საზოგადოების გამოცემაში ახლახან გამოქვეყნებულ ნაშრომშია წარმოდგენილი.

Starlink-ის თანამგზავრებმა, შესაძლოა, მეცნიერული აღმოჩენები შეაფერხოს

როგორც ცნობილია, დედამიწის ორბიტაზე 25 ათასზე მეტი ობიექტი მოძრაობს, მათ შორისაა რაკეტების საფეხურები, ექსპლუატაციიდან ამოღებული ზონდები და სხვა სახის ნარჩენები. ასევე, სხვადასხვა კოსმოსური სააგენტოსა თუ ილონ მასკის კომპანია SpaceX-ის მიერ გაშვებული ათასობით ხელოვნური თანამგზავრი, რომლებიც მზის სხივებს ირეკლავენ და მათ ჩვენი პლანეტისკენ მომართავენ. შედეგად, ცა ბევრად კაშკაშა ხდება, რაც განსაკუთრებით ღამითაა შესამჩნევი.

ღამის ცის ერთი და იგივე მონაკვეთი სხვადასხვა დონის ხელოვნური განათების ფონზე. ფოტო: Axel Mellinger

მკვლევართა თქმით, კოსმოსური ნარჩენების რაოდენობის მატება გარშემო არსებული შორეული ვარსკვლავებსა თუ ეგზოპლანეტების შესწავლას უფრო და უფრო გაართულებს. ისინი შიშობენ, რომ გაძნელდება ჩვენი მიმართულებით მოძრავი ასტეროიდების შემჩნევაც, რამაც, შესაძლოა, სავალალო შედეგები გამოიწვიოს. მეცნიერთა განცხადებით, ყველაზე ცუდი ისაა, რომ ზონდები დედამიწის ირგვლივ სხვადასხვა დახრილობის ორბიტებზე გადაადგილდებიან, ანუ მათ მიერ არეკლილი სინათლე მსოფლიოს ყველა წერტილში ვრცელდება.

ახეთ: შექმნეს ლაზერი, რომელიც ორბიტიდან ნარჩენების მოშორებაში დაგვეხმარება

აღსანიშნავია, რომ კომპანია SpaceX-მა პროექტ Starlink-ის ფარგლებში ბოლო დროს გაშვებული ზონდები სპეციალური დამცავი ფარებით აღჭურვა, რათა მათი სიკაშკაშე შეემცირებინა. ამის მიუხედავად, ისინი მაინც საკმაოდ ანათებენ. ასტრონომები იმედს ახალ ტექნოლოგიებზე ამყარებენ, რომელიც ორბიტული ნარჩენების განადგურების საშუალებას მოგვცემს.

კომენტარები

ბოლო ამბები