Thumbnail

ქვიზი: იჭმევა თუ არა?

ცნობილია, რომ ჰომინიდები მათ მიერ შექმნილი იარაღების მეშვეობით უმაღლეს მტაცებლებად მილიონობით წლის წინ იქცნენ, ძველი წელთაღრიცხვის მე-10 ათასწლეულში კი ადამიანებმა ფერმერობასაც მიჰყვეს ხელი და განსაკუთრებით სასარგებლო ცხოველებისა თუ  მცენარეების მოშენება დაიწყეს. დღეისთვის, საკვებად როგორც მეურნობებში, ასევე ველურ ბუნებაში მოპოვებული ათასობით სახეობის პროდუქტი გამოიყენება, რომელთა შემადგენლობებისა თუ თვისებების შესახებ დეტალური ინფორმაციის მოძიება მარტივადაა შესაძლებელი. თუმცა, ჩვენს წინაპრებს საკბილოს შერჩევაში მხოლოდ მხედველობა, ყნოსვა და გემოს რეცეპტორები ეხმარებოდა. სწორედ მათ საშუალებით განასხვავებდნენ ისინი ერთმანეთისგან ჯანსაღ და ტოქსიკურ საკვებს.

► ნახე სხვა ქვიზები

თუ ფიქრობთ, რომ შხამიანი ხილისა თუ ცხოველების ამოცნობას იოლად შეძლებთ, ეს ქვიზი სწორედ თქვენთვისაა. ინსტრუქცია მარტივია, წინ 12 შეკითხვა გელით, ყურადღებით დააკვირდით სურათებს და მონიშნეთ სწორი პასუხი.  

შავი ტრიუფელი

შავი ტრიუფელი
დიახ
არა
სწორია!
შავი ტრიუფელი ძირითადად სამხრეთ ევროპაში, საფრანგეთში იზრდება. ის ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული სოკოა. ტრიუფელი იჭმევა, როგორც თერმული დამუშავების შემდეგ, ასევე უმად.
არასწორია!

დეზფრთიანი ბატი

დეზფრთიანი ბატი
დიახ
არა
არასწორია!
აფრიკის კონტინენტზე მობინადრე ეს ფრინველი სხვადასხვა მცენარესთან, მცირე ზომის თევზებსა თუ კიბროჩხალებთან ერთად შხამიან სამწიფარასებრ ხოჭოებსაც მიირთმევს. შედეგად, დეზფრთიანი ბატის ორგანიზმში ადამიანისთვის სახიფათო ნივთიერება, კანტარიდინი გროვდება. მისი მიღება თირკმელების, კუჭ-ნაწლავისა და საშარდე ტრაქტის დაზიანებას იწვევეს. აღწერილია ლეტალური შემთხვევებიც.

სოდომის ვაშლი

სოდომის ვაშლი
დიახ
არა
არასწორია!
ეს ტროპიკული მცენარე, რომელსაც სოდომის ვაშლისა და ძროხის ცურის სახელით მოიხსენიებენ, უმეტესად ამერიკის კონტინენტზე ხარობს, თუმცა მას აზიაშიც ვხვდებით. ნაყოფი ტრადიციულად სხვადასხვა სამკურნალო თუ რიტუალური დანიშნულებით გამოიყენებოდა. იმის მიუხედავად, რომ ზოგიერთ ქვეყანაში უმწიფარ, მოხარშულ სოდომის ვაშლს საკვებადაც მოიხმარენ, მისი ჭამა სოლანისის, სხვა საპონინებისა და ტოქსინების შემცველობის გამო რეკომენდებული არაა. მოწამვლა გულისრევას, დიარეას, მუცლის ტკივილს, თავბურსხვევას, მძიმე შემთხვევებში კი დელირიუმს, მეტყველების პრობლემებს, კოორდინაციის დაკარგვასა და სუნთქვის გაძნელებას იწვევს.

რამბუტანი

რამბუტანი
დიახ
არა
სწორია!
ეს ტროპიკული მარამდწვანე მცენარე ძირითადად სამხრეთ აზიაში ხარობს. რამბუტანის კრემოვანი, მოტკბო ნაყოფი, რომელიც ბუსუსებითაა დაცული, უმად იჭმევა. შესაძლებელია მისი დაკონსერვება ან ჟელესა და ჯემის დამზადებაც.

ამერიკული ჭიაფერა

ამერიკული ჭიაფერა
დიახ
არა
არასწორია!
ეს მრავალწლოვანი, შხამიანი ბალახოვანი მცენარე უმეტესად ამერიკის კონტინენტზე იზრდება. იმის მიუხედავად, რომ ჭიაფერას ახალგაზრდა ფოთლებს ზოგჯერ ფხალეულის მოსამზადებლად აგროვებენ, მისი სხვა ნაწილები, მათ შორის ნაყოფი, რომლითაც არაერთი ფრინველი თუ მცირე ზომის ცხოველი იკვებება, ადამიანისთვის სახიფათოა. ის ტოქსინებს - საპონინებს შეიცავს, რომლის ორგანიზმში მოხვედრაც ღებინებას, ზოგჯერ კი კონვულსიებსა და სასუნთქი გზების დახშობას იწვევს.

ვიჩეტის ლარვა

ვიჩეტის ლარვა
დიახ
არა
სწორია!
ამ სახელით ავსტრალიაში გავრცელებული, საჭმელად გამოსადეგი რამდენიმე სახეობის პეპლის ლარვა, განსაკუთრებით ხშირად კი მერქანჭამია Endoxyla leucomochla მოიხსენიება. ისტორიულად, ის აბორიგენი მოსახლეობის საკვები რაციონის მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენდა. ნუშის მსგავსი გემოს მქონე მატლს ხშირად უმად მიირთმევენ, თუმცა შესაძლებელია მისი ნაკვერჩხალზე მობრაწვაც.

მარაკუია

მარაკუია
დიახ
არა
სწორია!
ვნების ყვავილის სხვადასხვა სახეობა უმეტესად ამერიკის, აზიისა და ავსტრალიის ტროპიკულ და სუბტროპიკული რეგიონებში ხარობს. მისი კენკროვანი ნაყოფი, მარაკუია, რომელსაც ტკბილი, ციტრუსის მსგავსი გემო აქვს, უმად იჭმევა. გამოიყენება სალათებსა და საკონდიტრო ნაწარმშიც. მარაკუიასგან შესაძლებელია ასევე კონსერვების, ჟელეების, ჯემებისა თუ სხვადასხვა სასმლის დამზადება.

ჭრელი ქამა

ჭრელი ქამა
დიახ
არა
არასწორია!
ეს შხამიანი ქამა სოკო ავსტრალიის, ამერიკის, აზიისა და ევროპის კონტინენტებზე, მათ შორის საქართველოშიც გვხვდება. ფენოლის შემცველი სხვა სოკოების მსგავსად მისი მიღება კუჭნაწლავის პრობლემებსა და გულისრევას იწვევს.

ზოლიანი ქირურგი

ზოლიანი ქირურგი
დიახ
არა
არასწორია!
ინდოეთისა და წყნარ ოკანეებში მობინადრე ეს ბალახისმჭამელი თევზი სხვა მცენარეებით კვებისას ზოგჯერ მინიატურულ, შხამიან წყალმცენარეებსაც ყლაპავს, რის შედეგადაც მის ორგანიზმში ადამიანისათვის სახიფათო სიგუატოქსინი გროვდება. მისი მიღება გულისრევას, ციებ-ცხელებას, კიდურების დაბუჟებასა და კუნთების ტკივილს იწვევს. სიმპტომები მდგომარეობის სიმძიმის მიხედვით რამდენიმე დღიდან ერთ თვემდე გრძელდება.

ოპუნცია

ოპუნცია
დიახ
არა
სწორია!
ამ კაქტუსის სხვადასხვა სახეობა უმეტესად ამერიკის კონტინეტზეა გავრცელებული, თუმცა მას ავსტრალიაში, აფრიკაში, აზიასა და ევროპაში, მათ შორის საქართველოშიც ვხვდებით. ოპუნციის ნაყოფი, რომელსაც ხშირად ეკლიან მსხალს უწოდებენ, საკვებად არაერთ ქვეყანაში გამოიყენება. ეს საზაფხულო ხილი, რომელსაც საზამთროს მსგავსი გემო აქვს, ბუსუსებისგან გასუფთავების შემდეგ უმად იჭმევა. მისგან ასევე სალათები, კოქტეილები და ტკბილეულიც მზადდება.

ცხენისწაბლა

ცხენისწაბლა
დიახ
არა
არასწორია!
ეს მცენარე უმეტესად ევროპაში, მათ შორის საქართველოშიცაა გავრცელებული. წაბლთან გარეგნული მსგავსების მიუხედავად, ამ ხის ნაყოფის საკვებად გამოყენება დაუშვებელია. ცხენისწაბლისგან სხვადასხვა სამკურნალო ნაყენი მზადდება, თუმცა გლიკოზიდებისა და საპონინების შემცველობის გამო მისი ნედლად მოხმარება მოწამვლას - ძირითადად კუჭ-ნაწლავის პრობლემებსა და გულისრევას იწვევს.

ბუდას ხელი

ბუდას ხელი
დიახ
არა
სწორია!
ეს ციტრუსი ძირითადად აზიაში ხარობს. მის ნაყოფს, რომელიც ფორმით ხელის მტევანს წააგავს, როგორც წესი, არ აქვს წვენი, თესლები და რბილობი. ხასიათდება მოტკბო გემოთი და ლიმონის სასიამოვნო არომატით, რის გამოც ხშირად გამოიყენება პარფიუმერიაშიც.

იაპონური ობობისებრი კიბო

იაპონური ობობისებრი კიბო
დიახ
არა
სწორია!
წყნარ ოკეანეში, იაპონიის სანაპიროებთან მობინადრე ეს არსება უდიდესი კიბოსნაირია. მისი მოტკბო ხორცისგან მომზადებული კერძები ამომავალი მზის ქვეყანაში დელიკატესად მიიჩნევა.

ევროპული ჭანჭყატი

ევროპული ჭანჭყატი
დიახ
არა
არასწორია!
ეს ბუჩქოვანი მცენარე მთელ ევროპაში, მათ შორის საქართველოშიც გვხვდება. ჭანჭყატი და მისი ნაყოფი სხვადასხვა ალკალოიდსა და გლიკოზიდს შეიცავს, რაც მას საკვებად მოხმარებისთვის სახიფათოდ აქცევს. კენკრის დიდი რაოდენობით მიღება გულისრევას, სისუსტეს, კუჭ-ნაწლავის პრობლემებს, განსაკუთრებული გართულების შემთხვევაში კი კომას იწვევს.

ჩინური კობრა

ჩინური კობრა
დიახ
არა
სწორია!
ეს აგრესული, შხამიანი გველი ძირითადად აზიაში, სამხრეთ ჩინეთში ბინადრობს. იმის მიუხედავად, რომ კობრის ნეიროტოქსინებითა და კარდიოტოქსინებით სავსე შხამს ადამიანის მოკვლა შეუძლია, მისი ხორცისგან ეროვნული დელიკატესი - გველის სუპი მზადდება. კანტონური მოტკბო კერძის გასინჯვა სრულიად უსაფრთხოა, რადგან ქვეწარმავლის სხეული მომწამლავ ნივთიერებებს არ შეიცავს.

უკეთესადაც შეიძლებოდა!

შემდეგში ოდნავ მეტი ყურადღება გამოიჩინე და დარწმუნებული ვარ, გაცილებით მეტ კითხვაზე გასცემ სწორ პასუხს. აბა, სხვა ქვიზებიც სცადე.

კარგი შედეგია!

როგორც ჩანს, სხვადასხვა ქვეყანის დელიკატესებსაც იცნობ და ინტუიციაც მშვენიერი გაქვს. აბა, სხვა ქვიზებიც სცადე.

ბრწყინვალე შედეგია!

popx-ის მთელი გუნდი ამაყობს შენით! ცოტა ვინმე თუ ახერხებს ამდენ კითხვაზე სწორი პასუხის გაცემას. აბა, სხვა ქვიზებიც სცადე.

კომენტარები

ბოლო ამბები