Thumbnail

ნახეთ: მალელმა ქალმა 9 ტყუპი გააჩინა

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

დასავლეთ აფრიკაში მდებარე მალის რესპუბლიკაში მცხოვრებმა 25 წლის ჰალიმა სისემ ერთდროულად ცხრა ტყუპი გააჩინა - 5 გოგო და 4 ბიჭი, რაც საკმაოდ იშვიათად ხდება. უჩვეულო ამბავმა, რომელსაც ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ავრცელებენ, მედიისა და საზოგადოების ყურადღება მალევე მიიპყრო.

აშშ-ში თავის ქალებით შეერთებული ტყუპები წარმატებით განაცალკევეს

აღსანიშნავია, რომ ახალდაბადებულთა რაოდენობა დედისთვისაც მოულოდნელი იყო, რადგან ფეხმძიმე ქალის გამოკვლევისას მედიკოსებმა საშვილოსნოში მხოლოდ შვიდი ბავშვი შენიშნეს. მალის ხელისუფლებამ ჰალიმა სისეს განსაკუთრებული მხარდაჭერა აღმოუჩინა. მშობიარობამდე ცოტა ხნით ადრე ის ორი კვირით ქვეყნის დედაქალაქ ბამაკოში განლაგებულ საავადმყოფოში მოათავსეს, 30 მარტს კი ადგილობრივი ექიმის თანხლებით მაროკოში გაამგზავრეს, სადაც მოვლისთვის უკეთესი პირობებია. საბოლოოდ, ტყუპები სამყაროს 4 მაისს, საკეისრო კვეთის შედეგად მოევლინენ.

 

მალის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ადგილობრივი და მაროკოელი სპეციალისტების წყალობით ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა. მათი თქმით, დედა, ისევე, როგორც ცხრავე ტყუპი თავს კარგად გრძნობს. ოფიციალური პირების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჰალიმა სისე თავის ახალშობილ 5 გოგოსთან და 4 ბიჭთან ერთად შინ რამდენიმე კვირაში დაბრუნდება.

27 წლის წინ გაყინული ემბრიონიდან ჯანმრთელი ბავშვი დაიბადა

სამედიცინო ისტორიაში ცხრა ტყუპის გაჩენის პირველი ფაქტი 1971 წლის 13 ივნისს დაფიქსირდა, როცა ავსტრალიელ ქალს 4 ბიჭი და 5 გოგო შეეძინა. მათგან ორი დაბადებისთანავე გარდაიცვალა, დანარჩენმა და-ძმებმა კი იგივე ბედი ერთ კვირაში გაიზიარეს. როგორც ცნობილია, მსგავსი ფეხმძიმობების უმეტესობა სწორედ ამგვარად სრულდება, თუმცა მალელი ჰალიმა სისეს შემთხვევა ამ მხრივ ბედნიერი გამონაკლისი აღმოჩნდა.

კომენტარები

ბოლო ამბები