Thumbnail

ქვიზი: დედალია თუ მამალი?

დედამიწაზე მილიონზე მეტი სახეობის ცხოველი ბინადრობს. მათ ნაწილში მდედრობითი და მამრობით სქესის ინდივიდების ერთმანეთისგან გარჩევა განსაკუთრებული დაკვირვების გარეშე შეუძლებელია. თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში ისინი ერთმანეთისგან ზომით, ფერით, სხვა ფიზიკური თუ ქცევითი მახასიათებლებითაც კი განსხვავდებიან - ამ მოვლენას სქესობრივი დიმორფიზმი ეწოდება.

► ნახე სხვა ქვიზები

თუ ფიქრობთ, რომ სხვადასხვა ცხოველის სქესის გამოცნობას იოლად შეძლებთ, ეს ქვიზი სწორედ თქვენთვისაა. ინსტრუქცია მარტივია, წინ 10 შეკითხვა გელით, ყურადღებით დააკვირდით სურათებს და მონიშნეთ სწორი პასუხი. 

აფრიკული ლომი

აფრიკული ლომი
დედალი
მამალი
სწორია!
კატისებრთა ოჯახის ეს წარმომადგენელი უმეტესად აფრიკის კონტინენტზე ბინადრობს. მამრ ლომს, რომლის სიგრძეც 208 სანტიმეტრს, წონა კი 225 კილოგრამს აღწევს, მდედრი დაახლოებით 20 სანტიმეტრითა და 70 კილოგრამით ჩამორჩება. ზომის გარდა ხვადს ძუსგან გრძელი ფაფარიც გამოარჩევს.
არასწორია!

იხვკაზმულა

იხვკაზმულა
დედალი
მამალი
არასწორია!
ძირითადად აზიაში მობინადრე ამ ფრინველის საშუალო სიგრძე 45 სანტიმეტრს, წონა კი ნახევარ კილოგრამს შეადგენს. მამრ იხვკაზმულას წითელი ნისკარტი და ფერადი ბუმბული აქვს, ხოლო მდედრი უმეტესად მონაცრისფრო-მოყავისფროა.

ნარვალი

ნარვალი
დედალი
მამალი
სწორია!
არქტიკის ზღვებში მობინადრე ამ კბილიანი ვეშაპის სხეულის სიგრძე საშუალოდ 4.1 მეტრს შეადგენს, წონა კი 800-იდან 1600 კილოგრამამდე მერყეობს. მამრი მდედრზე მხოლოდ ცოტათი დიდია, თუმცა მისგან ზედა ყბიდან გამოზრდილი სპირალისებრი ეშვი გამოარჩევს, რომელიც 1.5 მეტრიდან - 3 მეტრამდე იზრდება. აღსანიშნავია, რომ “რქა“ იშვიათად დედლებსაც ამოსდით, თუმცა ის, როგორც წესი, გაცილებით მცირე ზომისაა.

მანდრილი

მანდრილი
დედალი
მამალი
სწორია!
ეს პრიმატი უმეტესად აფრიკის ტროპიკებში ბინადრობს. მამრი მანდრილის საშუალო წონა 32 კილოგრამს, სიგრძე კი 81 სანტიმეტს შეადგენს. მდედრი მასზე დაახლოებით ორჯერ მსუბუქია, ხოლო სიმაღლეში 20 სანტიმეტრით ჩამორჩება. ამის გარდა, სქესობრივი დიმორფიზმი ამ მაიმუნის შეფერილობაშიცაა გამოხატული. მაგალითისთვის, მამრის ცხვირი მდედრისაზე გაცილებით კაშკაშაა.

უილსონის სამოთხის ჩიტი

უილსონის სამოთხის ჩიტი
დედალი
მამალი
არასწორია!
ინდონეზიის წვიმიან ტყეებში მობინადრე ამ ფრინველის საშუალო სიგრძე 16 სანტიმეტრს, წონა კი 60 გრამს შეადგენს. მამრი უილსონის სამოთხის ჩიტი შავად, ყვითლად, მწვანედ და ლურჯადაა შეფერილი, კუდს კი ორი იისფერი, ხვეული ბუმბული უმშვენებს. ორივე სქესის წარმომადგენლების თავზე ლურჯ მბზინავ გვირგვინს ვხვდებით, თუმცა მდედრის დანარჩენი სხეული ნაკლებ ფერადი და ძირითადად მოყავისფროა.

ჩრდილოური ზღვის სპილო

ჩრდილოური ზღვის სპილო
დედალი
მამალი
სწორია!
სელაპისებრთა ოჯახის ეს წარმომადგენელი ძირითადად წყნარი ოკეანის აღმოსავლეთ ნაწილში ბინადრობს. მამრ ჩრდილოურ ზღვის სპილოს, რომლის სიგრძეც ხშირად 4 მეტრს, წონა კი 2 ტონას აჭარბებებს, მდედრი დაახლოებით 1 მეტრითა და 1 ტონით ჩამორჩება. ზომის გარდა, მამალს დედლისგან უზარმაზარი ხორთუმიც გამოარჩევს.

წითური კენგურუ

წითური კენგურუ
დედალი
მამალი
არასწორია!
ეს უდიდესი ჩანთოსანი ავსტრალიასა და მის მიმდებარე კუნძულებზე ბინადრობს. მამალი წითური კენგურუ სიმაღლეში საშუალოდ 1.5 მეტრამდე იზრდება და 55-იდან 90 კილოგრამამდე იწონის, დედალი კი თითქმის ორჯერ მსუბუქია და დაახლოებით 50 სანტიმეტრით დაბალი. ამის გარდა, მათი ბეწვი სხვადასხვაგვარადაა შეფერილი. მამრი ჩვეულებრივ მოწითალო-მოყავისფროა, მდედრი კი მოლურჯო-მონაცრისფრო.

ორანგუტანი

ორანგუტანი
დედალი
მამალი
არასწორია!
ეს ადამიანის მსგავსი მაიმუნი კუნძულების, კალიმანტანისა და სუმატრის წვიმიან ტყეებში ბინადრობს. მამრი ორანგუტანის სიგრძე საშუალოდ 137 სანტიმეტრს, წონა კი 75 კილოგრამს შეადგენს. მდედრი მასზე დაახლოებით ორჯერ მსუბუქი და 20-30 სანტიმეტრით დაბალია. სხეულის პროპორციებთან ერთად გაზრდილია მამრის თავის ზომაც. ზრდასრულობისას, როგორც წესი, მათ ლოყებსა და ყვრიმალებზე დამატებით ცხიმოვანი გამონაზარდები უჩნდებათ, რაც სქესის გარჩევას აადვილებს.

ინდური ფარშავანგი

ინდური ფარშავანგი
დედალი
მამალი
სწორია!
ეს ფრინველი ძირითადად ინდოეთის სუბკონტინენტზე ბინადრობს. მამრი ფარშავანგის სიგრძე კუდის ჩათვლით 210 სანტიმეტრს, წონა კი 5 კილოგრამს შეადგენს. მდედრი მასზე დაახლოებით 2 კილოგრამით მსუბუქია და ჩვეულებრივ 95 სანტიმეტრამდე იზრდება. ამის გარდა. სქესობრივი დიფორმიზმი გამოხატულია შეფერილობაშიც - დედალს მკერდი მწვანე ღინღლით აქვს დაფარული, მამალს კი, რომელიც ამავდროულად უფრო მბზინავი და ფერადია, ლურჯით. ამ უკანასკნელს კუდზე გრძელი მომწვანო-მოლურჯო დაკოპლილი ბუმბულებიც აქვს, რომელსაც შეწყვილების პერიოდში პარტნიორის მოსახიბლად შლის.

ჯონსონის მელანოცეტი

ჯონსონის მელანოცეტი
დედალი
მამალი
სწორია!
მსოფლიო ოკეანის ზომიერ და ტროპიკულ წყლებში, 100-დან 4500 მეტრამდე სიღრმეზე მობინადრე ამ ზღვის ეშმაკისებრნის მდედრი და მამრი წარმომადგენლები ერთმანეთისგან ისე განსხვავდებიან, რომ წარსულში ისინი სხვადასხვა სახეობის თევზებად მიაჩნდათ. სფერული სხეული მქონე დედალი, რომელიც თავზე განლაგებულ ნათების ორგანოთი და დიდი პირითაა აღჭურვილი, სიგრძეში 18 სანტიმეტრამდე იზრდება და ზოგჯერ 200 გრამზე მეტს მიწონს, მამალი კი მასზე დაახლოებით 10-ჯერ პატარაა.

უკეთესადაც შეიძლებოდა!

შემდეგში ცოტა მეტი ყურადღება გამოიჩინე და დარწმუნებული ვარ, გაცილებით მეტ კითხვაზე გასცემ სწორ პასუხს. აბა, სხვა ქვიზებიც სცადე.

კარგი შედეგია!

როგორც ჩანს, ცხოველთა სამყაროს შესახებ ბევრი რამ იცი და ინტუიციაც მშვენიერი გაქვს. აბა, სხვა ქვიზებიც სცადე.

ბრწყინვალე შედეგია!

popx-ის მთელი გუნდი ამაყობს შენით! ცოტა ვინმე თუ ახერხებს ამდენ კითხვაზე სწორი პასუხის გაცემას. აბა, სხვა ქვიზებიც სცადე.

გაზიარება

კომენტარები

ბოლო ამბები