Thumbnail

უკანასკნელ ათწლეულში ჩინეთის მოსახლეობის ზრდის ტემპი შენელდა

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

ჩინეთის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ ახლახან გამოქვეყნებული ოფიციალური ანგარიშის თანახმად, 2010-დან 2020 წლამდე დროის შუალედში, წინა დეკადებთან შედარებით, ქვეყნის პოპულაციის ზრდის ყველაზე ნელი ტემპი დაფიქსირდა. სპეციალისტეპი შიშობენ, რომ ამან, შესაძლოა, არა მხოლოდ დემოგრაფიული, არამედ ეკონომიკური პრობლემებიც გამოიწვიოს.

ჩინეთში შობადობის მაჩვენებელი 15 პროცენტით შემცირდა

მეცნიერთა მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ბოლო ათწლეულში ჩინეთის მოსახლეობის რაოდენობა 5.38 პროცენტით გაიზარდა, ანუ იქაურ პოპულაციას 72 მილიონი ადამიანი შეემატა და საერთო ჯამში 1.41 მილიარდი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდში სახელმწიფოში მაცხოვრებელთა რიცხვის ზრდის ყოველწლიური ტემპი 0.53 პროცენტით დაჩქარდა, რაც 2000-2010 წლების მაჩვენებელს 0.04 პროცენტით ჩამოუვარდება. ამის მიზეზი ისაა, რომ წყვილები შვილის გაჩენისგან თავს უფრო მეტად იკავებენ. მონაცემებზე მნიშვნელოვანი გავლენა აქვს, ასევე, ბავშვის გაზრდასთან დაკავშირებულ ხარჯებსაც.

2010 წლიდან 2020 წლამდე დროის შუალედში, წინა დეკადებთან შედარებით, 
ჩინეთის პოპულაციის ზრდის ყველაზე ნელი ტემპი დაფიქსირდა.

ზემოხსენებული ტენდენცია დიდწილად ჩინეთის ხელისუფლების მიერ 1979-2015 წლებში გატარებული დემოგრაფიული პოლიტიკითაა განპირობებული, რომელიც ოჯახებს ერთზე მეტი შვილის ყოლას უკრძალავდა. შედეგად, ქვეყანაში შობადობამ იკლო, ხანდაზმულთა რაოდენობა კი საგრძნობლად გაიზარდა. ახალ ანგარიშში მკვლევრები იუწყებიან, რომ აღნიშნული სიტუაცია უკანასკნელ ათწლეულში შედარებით გამოსწორდა. კერძოდ, 14 წლამდე ასაკის ბავშვების რიცხვმა 16.6-დან 17.95 პროცენტამდე მოიმატა. თუმცა, სპეციალისტთა თქმით, ეს ბევრს არაფერს ცვლის.

2100 წლისთვის დედამიწაზე 8.8 მილიარდი ადამიანი იცხოვრებს

მეცნიერები აცხადებენ, რომ ზემოაღნიშნულის გამო ჩინეთის ხელისუფლება სერიოზული ეკონომიკური პრობლემების წინაშე დგას. საქმე იმაშია, რომ ქვეყანაში ამდენი ხანდაზმულის არსებობის პარალელურად, შრომისუნარიანი მოქალაქეების ნაკლებობა შეინიშნება, თანაც სახელმწიფოს პენსიის უზრუნველსაყოფად უფრო მეტი თანხის გაღება უწევს. ამის მიუხედავად, იმედოვნებენ, რომ მომავალში ჩინეთის პოპულაციის ზრდის ტემპი ისევ მაღალ ნიშნულს მიაღწევს.

კომენტარები

ბოლო ამბები