Thumbnail

ნახეთ: აიოვის შტატში ლიანდაგიდან გადასულ მატარებელს ცეცხლი გაუჩნდა

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

აშშ-ის აიოვის შტატში მდებარე ოსეოლის ოლქის ქალაქ სიბლიში მოძრავი მატარებელი მოულოდნელად ლიანდაგიდან გადავიდა, რის შედეგადაც ადვილად აალებადი ნივთიერებებით სავსე სატვირთო ვაგონებს ცეცხლი გაუჩნდა. მომხდარს მსხვერპლი არ მოჰყოლია. თვითმხილველებმა შემთხვევის ადგილზე დრონის მეშვეობით ვიდეოს გადაღება შეძლეს, რომელზეც ავარიის შემდგომი ვითარებაა აღბეჭდილი.

ნახეთ: როტერდამში ლიანდაგიდან გადასული მატარებელი ვეშაპის სკულპტურამ შეაკავა

მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ნებრასკის შტატის ქალაქ ნორს პლატში მიმავალი მატარებელი ლიანდაგიდან ადგილობრივი დროით 14:00 საათზე გადავიდა. ვარაუდობენ, რომ ამის მიზეზი ხიდის ჩანგრევა გახდა, რასაც 47 ვაგონის გზიდან გადაცვენა და ერთმანეთთან შეჯახება მოჰყვა. აღსანიშნავია, რომ მათგან ზოგს ასფალტი, ქლორწყალბადმჟავა, კალიუმის ჰიდროქსიდი და ამონიუმის ნიტრატი გადაჰქონდა. ეს უკანასკნელი დიზელის საწვავთან ურთიერთქმედებისას ფეთქებად ნივთიერებას წარმოქმნის. წინასწარი მონაცემებით, სწორედ ამან გამოიწვია ხანძარი, რომლის ჩაქრობაც დილამდე ვერ მოხერხდა.

 

ავარიის შედეგად გაჩენილი ცეცხლის კერების ჩასაქრობად რამდენიმე სახანძრო რაზმი გაგზავნეს, აფეთქების საფრთხის გამო კი ოსეოლის ოლქში, შემთხვევის ადგილიდან 8 კილომეტრის რადიუსში მცხოვრები მოსახლეობის ევაკუაცია გამოცხადდა. უსაფრთხოების მიზნით საკუთარი სახლი სულ ოთხმოცმა ადამიანმა დატოვა, რომლებიც დროებით თავშესაფარში გადაიყვანეს, ხოლო შინ დარჩენილებისთვის ადგილობრივმა შერიფმა სოციალურ ქსელების მეშვეობით საგანგებო რეკომენდაციები გასცა.

ნახეთ: აშშ-ში ცეცხლმოკიდებული თვითმფრინავი ავარიულად დაეშვა

როგორც ცნობილია, მომხდარის შედეგად დაზიანება არავის მიუღია, მათ შორის არც მატარებლის ეკიპაჟს. კატასტროფის გამომწვევი ზუსტი მიზეზის დასადგენად ამჟამად სპეციალისტები ამერიკულ სარკინიგზო კომპანიასთან Union Pacific Railroad ერთად მუშაობენ, რომელიც აშშ-ის 23 შტატს შორის ტვირთის გადაზიდვას უზრუნველყოფს.

კომენტარები

ბოლო ამბები