Thumbnail

დღის ფოტო: ეროზიის შედეგად ჩამოშლილი დარვინის თაღი

იზა გვარამაძე პროფილის ფოტო
იზა გვარამაძე

ეკვადორის გარემოს დაცვის სამინისტრომ სოციალურ ქსელში სურათი გამოაქვეყნა, რომელზეც წყნარ ოკეანეში განლაგებულ გალაპაგოსის არქიპელაგზე მდებარე დარვინის  თაღია ასახული. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 17 მაისს ის ეროზიის შედეგად ჩამოიშალა. კლდის ჩამონგრევას ადგილობრივი დროით 11:20 საათზე მყვინთავები შეესწრნენ, რომლებიც აღნიშნულ პერიოდში ობიექტის მიმდებარედ ნავით გადადგილდებოდნენ.

კლდის ბუნებრივი ფორმირების შედეგად წარმოქმნილი თაღი გალაპაგოსის არქიპელაგში შემავალი დარვინის კუნძულიდან დაახლოებით ერთი კილომეტრის მოშორებით მდებარეობდა. მისი სიმაღლე 23 მეტრს, სიგრძე - 70 მეტრს, ხოლო სიგანე 23 მეტრს შეადგენდა. თაღს სახელი ინგლისელი მეცნიერის, ჩარლზ დარვინის პატივსაცემად უწოდეს, რომელიც კუნძულებს 1835 წელს ესტუმრა. აღსანიშნავია, რომ 1978 წელს გალაპაგოსის არქიპელაგს უნიკალური ფლორისა და ფაუნის გამო გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციამ (UNESCO) მსოფლიო მემკვიდრეობის სტატუსი მიანიჭა.

ეროზიის შედეგად ჩამოშლილი დარვინის თაღი

ფოტო: Héctor Barrera

კომენტარები

ბოლო ამბები