Thumbnail

ნახეთ: ეგვიპტეში კლდეში გამოკვეთილი 250 უძველესი სამარხი აღმოაჩინეს

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

არქეოლოგებმა ეგვიპტის სამხრეთ ნაწილში, მდინარე ნილოსის დასავლეთ სანაპიროზე მდებარე ქალაქ სუჰაგში წარმოებული გათხრებისას კლდეში გამოკვეთილი 250 სამარხი აღმოაჩინეს, რომელთაგანაც თითოეული 4 ათასზე მეტი წლით თარიღდება. ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის ტურიზმისა და სიძველეების სამინისტრო ავრცელებს.

ნახეთ: ეგვიპტეში 3000 წლის წინანდელი "დაკარგული ოქროს ქალაქი" აღმოაჩინეს

მეცნიერებმა ფერდობის სხვადასხვა დონეზე განლაგებულ სამარხებს ელ-ჰამიდიის სახელით ცნობილი ნეკროპოლისის ტერიტორიაზე მიაკვლიეს. ზოგიერთი მათგანი რამდენიმე საფლავს აერთიანებს, სხვებს კი დამრეცი შესასვლელი აქვთ, რომლიდანაც გამავალი დერეფნის ბოლოში მიცვალებულთათვის განკუთვნილი სპეციალური ოთახი მდებარეობს. ერთ-ერთ ასეთ სამარხში არქეოლოგებმა კედელზე კარის გამოსახულება აღმოაჩინეს, რომელიც იეროგლიფებითაა გაფორმებული. დღემდე კარგადაა შემორჩენილი იქ ჩასვენებული პირისადმი მიძღვნილი მსხვერპლშეწირვის რიტუალისა და ღმერთებისადმი შესაწირის მირთმევის ამსახველი სცენები.

ეგვიპტეში აღმოჩენილი სამარხები და არტეფაქტები

ფოტო: EPA

ეგვიპტეში აღმოჩენილი სამარხები და არტეფაქტები

ფოტო: EPA

ეგვიპტეში აღმოჩენილი სამარხები და არტეფაქტები

ფოტო: EPA

ეგვიპტეში აღმოჩენილი სამარხები და არტეფაქტები

ფოტო: EPA

ეგვიპტეში აღმოჩენილი სამარხები და არტეფაქტები

ფოტო: EPA

ეგვიპტეში აღმოჩენილი სამარხები და არტეფაქტები

ფოტო: EPA

ეგვიპტეში აღმოჩენილი სამარხები და არტეფაქტები

ფოტო: EPA

ეგვიპტეში აღმოჩენილი სამარხები და არტეფაქტები

ფოტო: EPA

ეგვიპტეში აღმოჩენილი სამარხები და არტეფაქტები

ფოტო: EPA

ვარაუდობენ, რომ აღნიშნულ სამარხებს მოსახლეობა 2 ათასი წლის განმავლობაში იყენებდა, კერძოდ, ჩვენს წელთაღრიცხვამდე 2200-დან 30 წლამდე. პირველი ნიმუშები ჯერ კიდევ ეგვიპტის ძველი სამეფოს დასასრულის, VI დინასტიის მმართველობის დროინდელია. რაც შეეხება შედარებით ახალ საფლავებს, ისინი ჩვენამდე პტოლემეების დინასტიის დაცემის, დედოფალ კლეოპატრა VII-ის გარდაცვალების პერიოდიდანაა მოღწეული. მეცნიერთა განცხადებით, ამ ნეკროპოლისში, ძირითადად, ქალაქ ახმიმში მცხოვრებ წარჩინებულებს მარხავდნენ.

ნახეთ: ეგვიპტეში პრედინასტიური პერიოდის სამარხები აღმოაჩინეს

საფლავებში არქეოლოგებმა ადამიანთა და ცხოველთა ძვლებს, კერამიკულ ნაკეთობებს, თაბაშირისგან დამზადებულ მცირე ზომის ქოთნებს, ლითონის სარკის ფრაგმენტებს და რიტუალურ ჭურჭელსაც მიაგნეს. მკვლევართა თქმით, ახალი აღმოჩენა ძველეგვიპტელთა ცხოვრების წესზე მეტი ინფორმაციის მოპოვებაში დაგვეხმარება.

კომენტარები

ბოლო ამბები