Thumbnail

დღის ფოტო: ირმის ნახტომის ცენტრალური რეგიონის პანორამული გამოსახულება

იზა გვარამაძე პროფილის ფოტო
იზა გვარამაძე

ამერიკის შეერთებული შტატების აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნულმა სააგენტომ (NASA) ირმის ნახტომის გალაქტიკის ცენტრალური რეგიონის პანორამული ფოტო გამოაქვეყნა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შთამბეჭდავი გამოსახულების მისაღებად აშშ-ის ქალაქ ამჰერსტში მდებარე მასაჩუსეტსის უნივერსიტეტში მომუშავე ასტრონომმა, დენიელ ვანმა დედამიწის გარშემო მოძრავი კოსმოსური ზონდის Chandra X-ray Observatory მიერ გადაღებული 370 სურათი, ასევე, სამხრეთ აფრიკაში განლაგებული რადიოტელესკოპის MeerKAT მიერ შეგროვებული ვიზუალური მასალა გამოიყენა.

სურათზე ირმის ნახტომის გალაქტიკის ყველაზე კაშკაშა, დისკის ფორმის ცენტრალური რეგიონია ასახული, სადაც ვარსკვლავების უმეტესობა მდებარეობს. სპეციალისტების გამოთვლებით, მისი სიგრძე დაახლოებით 20 სინათლის წელს შეადგენს, სიგანე კი სიგრძის მხოლოდ მეასედია. მეცნიერთა თქმით, იქ ზეახალი ვარსკვლავის უამრავი ნარჩენი, შავი ხვრელი და ნეიტრონული ვარსკვლავია განლაგებული. ფოტოზე, დისკის ზემოთ და ქვემოთ 700 სინათლის წლის მანძილზე გავრცელებული გავარვარებული აირის ღრუბელი, ასევე, მაგნიტური ველებია ნაჩვენები.

ირმის ნახტომის გალაქტიკის ცენტრალური რეგიონის პანორამული სურათი

ფოტო: NASA

კომენტარები

ბოლო ამბები