Thumbnail

დღის ფოტო: "პორტალი" ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში

იზა გვარამაძე პროფილის ფოტო
იზა გვარამაძე

ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში ადგილობრივი ტურიზმის განვითარების სააგენტომ Go Vilnius მატარებლის ერთ-ერთი სადგურის სიახლოვეს "პორტალი" დაამონტაჟა, რომელიც დაახლოებით 600 კილომეტრის დისტანციაზე, პოლონეთის ქალაქ ლუბლინში განთავსებულ ასეთივე კონსტრუქციას უკავშირდება. ორივე მათგანი წრიული ეკრანებითა და კამერებით არის აღჭურვილი, რაც ამ გეოგრაფიული ობიექტების კონკრეტულ მონაკვეთში მიმდინარე მოვლენების პირდაპირ რეჟიმში გადაცემისა და მათ შორის ერთგვარი ციფრული ხიდის წარმოქმნის შესაძლებლობას იძლევა.

აღსანიშნავია, რომ "პორტალების" შექმნაზე ვილნიუსის გედიმინასის სახელობის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში მომუშავე ინჟინრები დაახლოებით ხუთი წლის განმავლობაში მუშაობდნენ. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პროექტის ორგანიზატორები მსგავსი კონსტრუქციების განთავსებას მომავალში სხვა ქალაქებშიც გეგმავენ. იდეის ავტორების განცხადებით, "პორტალები" ადამიანებში ერთიანობის განცდას გააჩენს. ამის გარდა, კორონავირუსის პანდემიის გამო მოგზაურობაზე დაწესებული შეზღუდვების პირობებში მათ უცხო ადგილების დისტანციურად მონახულების საშუალება მიეცემათ.

ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში განთავსებული "პორტალი"

ფოტო: Go Vilnius

ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში განთავსებული "პორტალი"

ფოტო: Go Vilnius

კომენტარები

ბოლო ამბები