Thumbnail

ამერიკელმა მამაკაცმა 2.2-კარატიანი ყვითელი ალმასი აღმოაჩინა

იზა გვარამაძე პროფილის ფოტო
იზა გვარამაძე

აშშ-ის ვაშინგტონის შტატში მცხოვრებმა 26 წლის კრისტიან ლიდენმა 2.2-კარატიანი ყვითელი ალმასი აღმოაჩინა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მსგავსი ზომის ძვირფასი ქვის ღირებულება, რომელიც სხვადასხვა კრიტერიუმის მიხედვით განისაზღვრება, მოცემული დროისთვის 8,500-დან 59,000 აშშ დოლარამდე მერყეობს.

► ინდოელმა ფერმერმა მიწის დამუშავებისას 14.98-კარატიანი ალმასი აღმოაჩინა

ამერიკელმა მამაკაცმა ყვითელ ალმასს აშშ-ის არკანზასის შტატში მდებარე ალმასების კრატერის სახელმწიფო პარკში მაშინ მიაკვლია, როდესაც იქ მეგობართან ერთად ნიშნობის ბეჭდისთვის ძვირფას ქვას ეძებდა. აღსანიშნავია, რომ მანამდე ისინი იელოუსტოუნის ეროვნულ პარკს ეწვივნენ, სადაც საფირონები იპოვეს. კრისტიან ლიდენის განცხადებით, გასული ხუთი წლის განმავლობაში ვაშინტონის შტატში ქვიშის რეცხვის შედეგად საკმაოდ ბევრი ოქრო მოიპოვა, თუმცა უკანასკნელი აღმოჩენა მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო.

კრისტიან ლიდენის მიერ ნაპოვნი ყვითელი ალმასი. ფოტო: Arkansas Department of Parks

"სულ მთლად ვკანკალებდი. მეგობარს ვთხოვე, ქვა ხრეშიდან ამოეღო და ჩემთვის მოეწოდებინა. მსგავს რამეს ვერასდროს წარმოვიდგენდი. მხოლოდ იმის იმედი მქონდა, რომ ბეჭდისთვის ერთ პატარა ქვას მაინც ვიპოვიდი და ვიტყოდი: "ჰეი, ეს ალმასი მე მოვიპოვე" ",- განაცხადა მედიასთან საუბარში კრისტიან ლიდენმა.

► ბოტსვანაში 998-კარატიანი ალმასი აღმოაჩინეს

ადგილობრივმა ხელისუფლებამ ტერიტორია, რომელზეც ახლა ალმასების კრატერის სახელმწიფო პარკი მდებარეობს, კომპანიისგან General Earth Minerals 1972 წელს 750 ათას აშშ დოლარად შეიძინა. როგორც ცნობილია, იქ მხოლოდ მიმდინარე წელს საერთო ჯამში 121 ცალი ალმასი აღმოაჩინეს, რომელთა საერთო ოდენობა დაახლოებით 20 კარატს შეადგენს.     

კომენტარები

ბოლო ამბები