Thumbnail

ამერიკული კომპანია ყველის ჭამაში 10,000 დოლარს გადაგიხდით

იზა გვარამაძე პროფილის ფოტო
იზა გვარამაძე

ყველის ჩიფსების მწარმოებელი კომპანია Whisps ახალ თანამშრომელს ეძებს. ამერიკული ფირმის წარმომადგენლების მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მათ ყველის კონტენტის ოფიცრის პოზიციაზე კადრის დაქირავება სურთ, რომელსაც ერთი წლის განმავლობაში აღნიშნული პროდუქტის დაგემოვნებაში 10 ათას აშშ დოლარს გადაუხდიან.

► კომპანია 2,400 დოლარს გადაუხდის მათ, ვინც სმარტფონის გარეშე 24 საათს გაატარებს

"ალბათ, მთელი 2020 წელი TikTok-სა და სხვა სოციალურ ქსელებში გაატარეთ. მოდით, კარანტინის დროს გამომუშავებული უნარ-ჩვევები კარგი საქმისთვის გამოიყენეთ. ერთი წლის განმავლობაში თქვენ ჩვენს გაყიდვების გუნდს შეუერთდებით, რომ კომპანიას მეტი კრეატიულობა შესძინოთ. გასამრჯელო? 10 ათას აშშ დოლარს მიიღებთ იმის სანაცვლოდ, რომ ერთი წლის განმავლობაში Whisps-ის პროდუქცია დააგემოვნოთ", - ვკითხულობთ კომპანიის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

კომპანია Whisps-ის მიერ წარმოებული ყველის ჩიფსები.

Whisps-ის წარმომადგენელთა განცხადებით, ახალ თანამშრომელს კომპანიის ნაწარმის დაგემოვნების შემდეგ სხვადასხვა ინტერნეტ პლატფორმაზე, მათ შორის Facebook-სა და Instagram-ზე კონტენტის შექმნა მოუწევს, რომელიც კომპანიის პროდუქციას საუკეთესოდ წარმოაჩენს. აღნიშნულ პოზიციაზე საკუთარი კანდიდატურის განხილვის მსურველებმა ფირმას ყველაზე სასაცილო ხუმრობა უნდა გაუგზავნონ და უპასუხონ შეკითხვას: ჩიზსტეიკი არის თუ არა სენდვიჩი? ამის გარდა, აპლიკანტებს მოუწევთ დაასახელონ, რომელია მსოფლიოში საუკეთესო ყველი და განმარტონ, რატომ ფიქრობენ ასე. შერჩეულ კანდიდატს კომპანია ყველის ჩიფსებით ერთი წლის განმავლობაში უფასოდ მოამარაგებს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, Whisps-ში დასაქმების მსურველები კომპანიისთვის განაცხადების გაგზავნას 17 ივლისამდე შეძლებენ. ამერიკული ფირმა თავისი ახალი თანამშრომლის ვინაობას 27 ივლისს დაასახელებს. 

კომენტარები

ბოლო ამბები