Thumbnail

დღის ფოტო: მთვარის დაბნელება საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან

იზა გვარამაძე პროფილის ფოტო
იზა გვარამაძე

ამერიკის შეერთებული შტატების აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნულმა სააგენტომ (NASA) ახალი ფოტოები გამოაქვეყნა. სურათებზე, რომლებიც დედამიწის გარშემო მოძრავ საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე მყოფი ასტრონავტების მიერ არის გადაღებული, ჩვენი პლანეტის ბუნებრივი თანამგზავრის ნაწილობრივი დაბნელებაა აღბეჭდილი. აღსანიშნავია, რომ მათ მთვარის სრული დაბნელების ხილვა ვერ შეძლეს, ვინაიდან ამ დროს ციური სხეული დედამიწას მოეფარა.

მთვარის სრული დაბნელებისთვის თვალის დევნება ჩვენი პლანეტიდან 26 მაისს, ხუთი საათის განმავლობაში იყო შესაძლებელი. მას შემდეგ, რაც დედამიწის ჩრდილმა ციური სხეული მთლიანად გადაფარა, მან დაახლოებით 15 წუთით მოწითალო შეფერილობა მიიღო, რის გამოც "სისხლიანი მთვარე" უწოდეს. ამის გარდა, ვინაიდან სრული დაბნელების მომენტში ბუნებრივი თანამგზავრი დედამიწასთან უმოკლეს დისტანციაზე იმყოფებოდა და ეს მოვლენა მაისის სავსემთვარეობას დაემთხვა, მან "ყვავილების სუპერმთვარის" სახელწოდებაც მიიღო. ეს სახელი ინდიელებმა მთვარეს იმ ყვავილის გამო შეარქვეს, რომელიც ჩრდილოეთ ამერიკის ტერიტორიაზე ყოველ წელს, მაისის თვეში ყვავის.

მთვარის დაბნელება საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან

ფოტო: NASA

მთვარის დაბნელება საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან

ფოტო: NASA

მთვარის დაბნელება საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან

ფოტო: NASA

კომენტარები

ბოლო ამბები