Thumbnail

აღმოაჩინეს ნაწილაკი, რომელსაც მატერიიდან ანტიმატერიაში გადასვლა შეუძლია

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

დიდ ბრიტანეთში მდებარე ოქსფორდის უნივერსიტეტში მომუშავე სპეციალისტებმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის კვლევით დაწესებულებებში მოღვაწე კოლეგებთან ერთად ახალი სუბატომური ნაწილაკი აღმოაჩინეს, რომელსაც მატერიიდან ანტიმატერიაში გადასვლა შეუძლია, ანუ ორივე მდგომარეობაში ყოფნის უნარი აქვს. ამის შესახებ დეტალური ინფორმაცია სამეცნიერო პორტალზე arXiv ახლახან გამოქვეყნებულ ნაშრომშია წარმოდგენილი.

ისტორიაში პირველად ანტიმატერია თითქმის აბსოლუტურ ნულ ტემპერატურაზე გაყინეს

თანამედროვე ფიზიკაში ანტიმატერია ხილული მატერიის საწინააღმდეგო ეთერულ ფორმად მიიჩნევა. ის ჩვეულებრივის იდენტურია, თუ არ გავითვალიწინებთ იმ გარემოებას, რომ მის შემადგენელ ანტინაწილაკებს განსხვავებული მახასიათებლები გამოარჩევთ. მაგალითად, თუ ელექტრონებს უარყოფითი მუხტი აქვთ, მათი საპირისპირო პოზიტრონები პირიქით, დადებითად არიან დამუხტული, თანხვედრისას კი ერთმანეთს ანადგურებენ. ამასთანავე, არსებობენ, მაგალითად, ფოტონები, რომლებიც საკუთარი თავის ანტინაწილაკები არიან და ისინიც, რომლებიც მატერიასა და ანტიმატერიას შორის მერყეობენ. ახლა მათ რიცხვს ე.წ. მომხიბვლელი მეზონები შეემატნენ. მათი განსაკუთრებულობა იმაშია, რომ ერთი მდგომარეობიდან მეორეში თავისუფლად გადადიან, რასაც მეცნიერები ისტორიაში პირველად დააკვირდნენ.

ანტიმატერიალური და მატერიალური მომხიბვლელი მეზონების წონა მხოლოდ 0.00000000000000000000000000000000000001 გრამით განსხვავდება. ფოტო: CERN

მომხიბვლელი მეზონები ჩვეულებრივ C ტიპის კვარკებისგან და U, ანუ ზედა ანტიკვარკებისგან შედგებიან, მათი ანტიმატერიალური ორეულები კი პირიქით - C ტიპის ანტიკვარკებისგან და ზედა კვარკებისგან. როგორც წესი, ისინი ცალ-ცალკე არსებობენ, თუმცა ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის (CERN) კუთვნილი დიდი ადრონული კოლაიდერით ჩატარებული ექსპერიმენტი ამტკიცებს, რომ ყოველთვის ასე არაა. მეცნიერებმა ეს დანადგარში პროტონების შეჯახებისას წარმოქმნილი მომხიბვლელი მეზონების შესწავლის გზით დაასკვნეს. ისინი რამდენიმე მილიმეტრის მანძილზე გადაადგილდებიან, ხოლო შემდეგ იშლებიან, ზოგი სწრაფად, ნაწილი კი შედარებით ნელა. მათზე დაკვირვებამ აჩვენა, რომ ეს ნაწილაკები მატერიიდან ანტიმატერიაში გადადიან რა დროსაც მათი წონა განსხვავებულია. კერძოდ, ერთი მეორეზე 0.00000000000000000000000000000000000001 გრამით მსუბუქია. სწორედ ეს მიანიშნებს, რომ ისინი სხვადასხვა მდგომარეობაში იმყოფებიან.

ბნელი მატერია, შესაძლოა, მეოთხე განზომილებაში იმალებოდეს

მკვლევართა განცხადებით, ახალმა მიგნებამ, შესაძლოა, სამყაროზე ჩვენი შეხედულება მთლიანად შეცვალოს. ფიზიკაში აღიარებულია მოსაზრება, რომლის თანახმადაც დიდი აფეთქებისას მატერია და ანტიმატერია თანაბარი რაოდენობით წარმოიშვა. ისინი ოდესმე ერთმანეთს შეეჯახებოდნენ, რაც ყველაფერს გაანადგურებდა, თუმცა, როგორც ვხედავთ, ასე არ მოხდა. უფრო მეტიც, მატერიამ უპირატესობა მოიპოვა, ამ დისბალანსის მიზეზი კი გაურკვეველია. ნაშრომის ავტორები არ გამორიცხავენ, რომ ეს მომხიბვლელი მეზონების მსგავს ნაწილაკებს გამოეწვია, რომლებიც ანტიმატერიიდან მატერიაში უფრო ხშირად გადადიან, ვიდრე პირიქით.

კომენტარები

ბოლო ამბები