Thumbnail

ნახეთ: ჩინელმა ქალმა წამწამების სიგრძის მსოფლიო რეკორდი დაამყარა

იზა გვარამაძე პროფილის ფოტო
იზა გვარამაძე

ჩინეთის ძანსუს პროვინციის სამხრეთ ნაწილში მდებარე ქალაქ ჩანჯოუში მცხოვრებმა იოუ ჯიენშიამ, რომელიც 12,5-სანტიმეტრიანი წამწამების გამო გინესის რეკორდების წიგნში ჯერ კიდევ 2016 წელს მოხვდა, საკუთარი შედეგის მნიშვნელოვნად გაუმჯობესება შეძლო. როგორც ცნობილია, მის თვალის ქუთუთოებზე ამოსული ყველაზე გრძელი თმის ღერის სიგრძე ამჟამად 20,5 სანტიმეტრს შეადგენს.

► იტალიელ ქალს პირის ღრუში წამწამის მსგავსი თმა ეზრდება

იოუ ჯიენშიას განცხადებით, წამწამების უჩვეულო ზრდა მან 2015 წელს შენიშნა. ამის გამომწვევი მიზეზის დასადგენად ჩინელმა ქალმა სამედიცინო დაწესებულებას მიმართა, მაგრამ ექიმებმა მისთვის დიაგნოზის დასმა ვერ შეძლეს. მედიკოსები ჯიენშიას მდგომარეობით შეცბუნებულები არიან, თუმცა თვითონ ის მიიჩნევს, რომ გრძელი წამწამები ბუდას მიერ ნაბოძები საჩუქარია.

 

"წამწამების უჩვეულო ზრდა 2015 წელს შევნიშნე. ისინი თანდათან უფრო და უფრო გრძელდებოდნენ. იმის გასარკვევად, თუ რატომ მქონდა ქუთუთოებზე სხვა ადამიანებთან შედარებით გრძელი თმა, სამედიცინო დაწესებულებას მივმართე, მაგრამ ექიმებმა ამის გამომწვევი მიზეზის შესახებ ვერაფრი მითხრეს. შევეცადე, აღნიშნულისთვის მეცნიერული ახსნა მომეძებნა და ეს გენეტიკისთვის მიმეწერა, თუმცა ჩემს ოჯახში გრძელი წამწამები სხვას არავის აქვს. მოგვიანებით გამახსენდა, რომ 480 დღე მთაში გავატარე და მივხვდი, ეს ნამდვილად ბუდას მიერ ნაბოძები საჩუქარი იქნებოდა", - აცხადებს იოუ ჯიენშია.

იოუ ჯიენშია ფიქრობს, რომ გრძელი წამწამებით უფრო ახალგაზრდულად გამოიყურება. ამის გარდა, ჩინელი ქალის თქმით, აქამდე ფიზიკურად საკმაოდ სუსტი იყო, თუმცა რაც ქუთუქთოებზე თმის ზრდა დაეწყო, თავისი სხეული უფრო ძლიერი ეჩვენება. იმის მიუხედავად, რომ ჯიენშიას წამწამები თითქმის მთელ სახეს უფარავს, მისი განცხადებით, ეს ყოველდღიურ ცხოვრებაში ხელს საერთოდ არ უშლის და პირიქით, მაკიაჟის გაკეთებისას დროის დაზოგვაში ეხმარება.    

კომენტარები

ბოლო ამბები